Ⴜიგნში ნაჩვენებია ადრეული ქართული სასტამბო შრიფტები და მათი შემქმნელების ვინაობა, განხილულია 1629—1818 წწ. გამოცემული ძველნაბეჭდი ქართული წიგნები. Ⴜიგნი მოიცავს 241 ილუსტრაციას და 10 ტაბულას. Ⴂამოყენებული ლიტერატურის სია შესდგება 151 დასახელებისაგან. Ⴒექსტი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ქართულშიც ფართოდ იყო ხმარებაში მე–19 საუკუნის მეორე ნახევრამდე.
Приведённый ознакомительный фрагмент книги Ⴎირველნაბეჭდი ქართული წიგნები предоставлен нашим книжным партнёром — компанией ЛитРес.
Купить и скачать полную версию книги в форматах FB2, ePub, MOBI, TXT, HTML, RTF и других
Ⴐომში გამოცემული წიგნები (1629—1797 წწ.)
Ⴎირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი გამოიცა Ⴐომში 1629 წელს Ⴅატიკანის Propaganda Fide-ს მიერ. «Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონის» ავტორები არიან Ⴑტეფანო Ⴎაოლინი და Ⴌიკიფორე Ⴈრბახი (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილი). Ⴀმავე წელს დაიბეჭდა «Ⴕართული ანბანი ლოცვებითურთ».
«Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონი». Ⴐომი, 1629 წ.
1643 წელს კი აქვე დაიბეჭდა Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიოს «Ⴕართული გრამატიკა». Ⴐომის Ⴎაპის დავალებით Ⴔ.-Ⴋ. Ⴋაჯიო შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა Ⴑაქართველოში ქართული ენის, დამწერლობის და გრამატიკის შესასწავლად. Ⴀმ წიგნის მეორე გამოცემა გამოვიდა 1670 წ.
Ⴎირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი: Ⴑტეფანო Ⴎაოლინი, Ⴌიკიფორე Ⴈრბახი. «Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონი». Ⴐომი, 1629 წ.
Ⴕართული ანბანი ლოცვებითურთ. Ⴐომი, 1629 წ.
Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიო. «Ⴕართული გრამატიკა». Ⴐომი, 1670 წ.
Ⴔ.-Ⴋ. Ⴋაჯიო. «Ⴕართული გრამატიკა». Ⴐომი, 1670 წ.
Приведённый ознакомительный фрагмент книги Ⴎირველნაბეჭდი ქართული წიგნები предоставлен нашим книжным партнёром — компанией ЛитРес.
Купить и скачать полную версию книги в форматах FB2, ePub, MOBI, TXT, HTML, RTF и других