Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი

Ⴌიკო Ⴙუბინაშვილის„Ⴕართული ლექსიკონის» წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს თანამედროვე მკითხველისათვის დაპტირებულ ვერსიას. Ⴍრიგინალურ ტექსტიდან ამოღებულია შემოკლებანი, ციტირებული ლიტერატურული წყაროები, უცხოური (ბერძნული, თურქული, სპარსული, სომხური) სიტყვები, სიტყვების თარგმანი რუსულ ენაზე. Ⴀსო ჶ გადატინილია ფ-ში. Ⴒექსტი გამართულია ასომთავრულებით, რომლებითაც იწყება ახალი წინადაბების პირველი სიტყვა და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები.

Оглавление

* * *

Приведённый ознакомительный фрагмент книги Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე предоставлен нашим книжным партнёром — компанией ЛитРес.

Купить и скачать полную версию книги в форматах FB2, ePub, MOBI, TXT, HTML, RTF и других

Ⴕართული ლექსიკონი

— არს ხმოვანი ასო, დადებული თავად ყოველთა ენათა ანბანსა შინა. Ⴕართულად ასოსა ამას ზედა ქარაგმიანნი ლექსნი არიან ესენი: ა~დ — არამედ; ა~ნ — ამინ.

Ⴀმას ასოსა ზედა არიან ორნი მარცვალნი ზედდადებულნი ზმნათანი: აღ, აღმო; მდაბიურად: , ამო. Ⴅითარ: აღვალ, აღმოვალ; აღვსწერ, აღმოვსწერ. Ⴂინა: ავალ, ამოვალ; ავწერ, ამოვსწერ, არამედ სახელზმნათა შინა უკეთუ იპოვნების სხვა ღ, მაშინცა პირველი ღ სრულიად დაიტევების. Ⴋაგალითად: აღება (აღვიღებ), აღელვება (აღვაღელვებ), ამაღლება (აღვამაღლებ) და არა აღღება, აღღელვება, ანუ აღმაღლება და სხ. Ⴉუალად ითქმის: აექჳნ, აუარებდით ნაცულად აღექჳნ, აღუარებდით და სხ.

ბოლოდ სახელთა ხმარებული შესცულის მათ:

1. Ⴋდედრობითად, ვითარ მეფემეფა, ჭაბუკიჭაბუკა, იგიიგია და სხ.

2. Ⴉნინობითად, ანუ შეურაცხებითად, უფრორე სათჳითოთა სახელთა. Ⴋაგალითად: Ⴃავით სარდალი, Ⴑოლომონ მდივანბეგი, ანუ მდედრობითნი: Ⴇამარ მეფე, Ⴋარიამ ბატონისშვილი და სხ. Ⴀმათ შინა ასო ა უხამს არს, ხოლო Ⴃავითა მზარეული, Ⴑოლომონა ხაბაზი, Ⴇამარა დალალი, Ⴋარიამა მექათმე და სხ. Ⴀრიან კნინობითნი. Ⴀმისგან ჰსჩანს, რაოდენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რათა ასოჲთა განირჩეოდენ ნიადაგ მდედრობითნი სახელნი.

1. Ⴋდედრობითად, ვითარ მეფემეფა, ჭაბუკიჭაბუკა, იგიიგია და სხ.

2. Ⴉნინობითად, ანუ შეურაცხებითად, უფრორე სათჳითოთა სახელთა. Ⴋაგალითად: Ⴃავით სარდალი, Ⴑოლომონ მდივანბეგი, ანუ მდედრობითნი: Ⴇამარ მეფე, Ⴋარიამ ბატონისშვილი და სხ. Ⴀმათ შინა ასო ა უხამს არს, ხოლო Ⴃავითა მზარეული, Ⴑოლომონა ხაბაზი, Ⴇამარა დალალი, Ⴋარიამა მექათმე და სხ. Ⴀრიან კნინობითნი. Ⴀმისგან ჰსჩანს, რაოდენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რათა ასოჲთა განირჩეოდენ ნიადაგ მდედრობითნი სახელნი.

3. Ⴐომელთამე რთულთა სახელთა შინა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედა. Ⴋაგალითად: გველთევზა, ძაღლნიორა, ორცხობილა, ხარისთუალა და სხ.

3. Ⴐომელთამე რთულთა სახელთა შინა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედა. Ⴋაგალითად: გველთევზა, ძაღლნიორა, ორცხობილა, ხარისთუალა და სხ.

Ⴀ? კითხჳთი მარცუალი, მდაბიურად ხომ? Ⴂიყუარმეა? Ⴅსჭამოა? Ⴅსუაა? და სხ.

შემოკლებული ზმნისაგან არს, სახელთა და ზმნათა ბოლოს ხმარებული, უფრორე მდაბიურსა შინა საუბარსა, ვითარ სახლია, ქალაქია ნაცულად სახლი არს, ქალაქი არს; ანუ ცივია, თბილია ნაცულად ცივი არის, თბილი არის; კუალად ცივა, თბილა ნაცულად სიცივე არის, სითბო არის; ეგრეთვე: მოსულა, მომზადებულა, განრულებულა და სხ. ნაცულად მოსრულ არს, მომზადებულ არს, განრულებულ არს. Ⴀმის გამო ხმარებულ არს ლექსი აობა ნაცულად არსება.

Ⴀბაზანა — სააბანოვე დიდი ტასტი.

Ⴀბაზი — ოთხი შაური, ან 40 ფული.

Ⴀბანაკება — აკარვება.

Ⴀბანო — სახლი დასაბანელი.

Ⴀბანოზი — ეკალმუხა.

Ⴀბბა — სირიულად მამა.

Ⴀბბატი

Ⴀბბატობა

Ⴀბგა — მახალიკი, პატარა ხურჯინი, უფრორე აბრეშუმისგან ნაქსოვი, უნაგირის წინა კეხზედ გარდასაკიდი (ნახე Ⴅაშკარანი).

Ⴀბდარი — წყალთა მნე, ზედამდეგი მერწყულთა და მრეცხელთა უწმინდურთა ადგილთათა.

Ⴀბებრება — კანის აბურცება, აშუპება დაწვისაგან.

Ⴀბედი — გამოხარშული ხის სოკო, მსწრაფლ მომღები ცეცხლისა.

Ⴀბეზარი — მოუსვენარი, დაუდეგარი, შფოთი, თავისშემაწყენელი.

Ⴀბეზარს მოსვლა

Ⴀბეკამაქი — ბალახების გამონახადი არაყი (კარაბადინში).

Ⴀბეჩხარი — ნავენახობი, გაოხრებული ვენახი.

Ⴀბეწულა — კარაბადინში.

Ⴀბზინდა — ნახე Ⴀფსინთი.

Ⴀბზინდა — თასმათა, ანუ ქსოვილთა რათმე შესაკრავი რკინის ბალთა, ეგრეთვე ფოლადისა, ვეცხლისა და სხ. საჩხულეტით ენითურთ.

Ⴀბი — ქაშთაჯი.

Ⴀბლაბუდა — ბუდე, გინა ქსელი დედაზარდლისა.

Ⴀბრა — ცოთი, გინა საჭარბავი.

Ⴀბრაგანი — არეკნება, ჩოგნისაგან ბურთის შეღმა აკურა.

Ⴀბრაკი — წურწუმა ალთაფა (ნახე Ⴑარწყულთან).

Ⴀბრამადი — ნაზირი (ნახე Ⴌაზირთან).

Ⴀბრამიანი — ღვინის ბოღლიწო, თაფლითა ანუ შაქრით ზავებული, ამას გააკეთებენ ახალწელიწადს და შეინახვენ ვიდრე წინადღედმდე ნათლის ღებისა და მაშინ მიიღებენ.

Ⴀბრეშუმა — ჭინჭარს შეეხვევა ეს ბალახი.

Ⴀბრეშუმი — ჭიჭნაური.

Ⴀბურცება — აბებრება.

Ⴀბუტარაკი, აპუსტრაკი — შხამა ბალახი.

Ⴀბუჩი, აბუჩალაკი — დაუპატიჟებელი და ძალადშევარდნილი სტუმარი, არაფრად მიჩნეული.

Ⴀბჯარი — ზოგადი სახელი საჭურველთა და უფრორე ტანზედ საცმელთა ჯაჭუთა და მისათანათა ომსა შინა სახმართა. Ⴑახენი ამისნი იხილენ ლექსთა თანა Ⴆუჩი და Ⴟავშანი.

Ⴀბჯროსანი — აბჯრით მოსილი, ჩაჩნაგირი.

Ⴀგარა — საზაფხულო სადგური.

Ⴀგარაკი — დაბა, ანუ სახნავი, გინა სავენახე ადგილი.

Ⴀგდება — (ავაგდებ) შეღმა შესროლა // (ავიგდებ) განკიცხუა, გაქირდვა.

Ⴀგება — (ავაგებ) აღგება, აშენება // აცმა, გატარება ძაფისა ნემსის კურწში და მისთანანი.

Ⴀგებულება — ცხოველთ შინაგანი შენობა, ანუ სტომაქი.

Ⴀგენნიტოს — აუგებელი, ანუ აუშობელი.

Ⴀგერ — აი, აჰა, ანუ აწის შემდეგი (ნახე Ⴄსერა).

Ⴀგვისტალი — ნახე Ⴀღვისტალი.

Ⴀგვისტო — ქველთობისა, ანუ მარიალისა (ნახე Ⴆოდიაქო).

Ⴀგორება — (ავაგორებ, ავგორდები) აღმართში ატანა გორებით, ანუ ასლვა გორვით.

Ⴀგრე — ეგრეთ.

Ⴀგრემც — მაინც, ანუ ნეტამც.

Ⴀგური — გამომწვარი ალიზი.

Ⴀდამანტინახე Ⴀდამასი.

Ⴀდამანტისა

Ⴀდამასი, ადამანტი — ალმასი.

Ⴀდამიანი — ადამის ტომი, ე.ი. კაცი.

Ⴀდგილი — სივრცე დასატევნელი, ანუ შეცვლილი რისგანმე, გინა [დაჩნეული], დაჩნეული — ადგიდ, ადგილად, ადგილს.

[Ⴀდგომა — (ავსდგები) სტოლიდამ ადგეს, დარჩეს სტოლზე]

Ⴀდვილი — არა ძნელი, ან მარჯვე.

Ⴀდიდა — რკინის ფიცარი დახურეტილი გასაწევად მავთულთა.

Ⴀდლი — საზომი ხუთის ან ოთხის მტკავლის ოდენი.

[Ⴀდონაი] {ებრაულად უფალი}

Ⴀდრე — დანიად, მსწრაფლ, ანუ უწინარეს ჟამისა.

Ⴀდრეული — ადრე შემოსული.

Ⴀდრინდელი — დიდის ხნისა.

Ⴀდუღება — (ავადუღებ) მდუღარედ შექმნა.

Ⴀედონი — იადონი, ბულბული, ვარდის ჩიტი.

Ⴀეშაგი — მსტოვარი.

Ⴀვადობა — უძლებობა, სნეულობა.

Ⴀვაზა — მომცრო ვეფხი (Ⴃარეჯანიანში).

Ⴀვაზაკი — აშკარად მტაცებელი, მეკობრე და მარბიელი.

Ⴀვაზანი — აუზი, ისარნები.

Ⴀვაჯა — ხმამომაღლოდ და გაუგრძელებლად გალობა, ღიღინი.

Ⴀვბედი — ავის ბედისა.

Ⴀვგარდანი — ლაპოტი, დიდი ჩამჩა.

Ⴀვგული — მრისხანე, ჯავრიანი.

Ⴀვდარი — ცუდი დარი, წვიმიანი ტაროსი.

Ⴀვენა — ბოროტის მოუბარი.

Ⴀვეჯი, ავეჯულობა — სახლის ჭურჭელი და რაგინდარა სახმარი.

Ⴀვ-ზნე — ცუდის ზნისა.

Ⴀვთრათი — ბარათი (ნახე Ⴜერილთან).

Ⴀვი — არა კეთილი, ცუდი, უბადო.

Ⴀვილი — ნესტვი, სალამური.

Ⴀვი — მავნე მდაბიონი უხმობენ მინდურის ალს.

Ⴀვკაცობა — ცუდი საქმე.

Ⴀვლი — ფერფლი, ნაცავი, ანუ ნაგავი.

Ⴀვლინი — სანაგვე.

Ⴀვმუცელი — მსუნაგი, გაუმაძღარი; ავმუცლობა, გაუმაძღრობა.

Ⴀვობა — სიცუდე.

Ⴀვპირი — ავენა.

Ⴀვჟანდა — უნაგირის უზანგო // პაიჭთა და შალგართა ფეხთა ქვეშე გამოსაკრავი ზორტი.

Ⴀვრიტი — ხის ხრალთაგან შეგრეხილი თოკი (ნახე Ⴑაბელთან).

Ⴀვსება — ნახე Ⴀღვსება.

Ⴀვშანი — მცენარებს გაჯიანთა და მლაშეთა ადგილთა ზედა.

Ⴀვშარა — სილა, ქორაკი, ულაგმო აღვირი.

Ⴀვშარაჯი — ხილთა, ანუ მხალთა წვენი, შაქრით შემზადებული, სასმელად.

Ⴀვხანა — სანეშტე, ფეხის ადგილი.

Ⴀზავერი — ხარი საკიდარი (Ⴆროხასთან ნახე).

Ⴀზარმაცი — დიდი კეტი ასაწევი სიმძიმეთა (Ⴟოხთან ნახე).

Ⴀზარფეშა — ნოღართო, გრძელტარიანი სასმისი ვეცხლისა.

Ⴀზატი — თავისუფალი.

Ⴀზევა — (ავზევ) აწევა, მაღლა აზიდვა.

Ⴀზიდვა — (ავზიდავ) იგივე აზევა // Ⴋაღლა ატანა მრავალთა.

Ⴀზმნობა — ზმნობა უნდა (Ⴈქ ნახე).

Ⴀზნი — დიდგვარი, წარჩინებული.

Ⴀზნაური — თავისუფალი // წარჩინებული, უხუცესი ანუ დიდებული // ხოლო აწ ჰნიშნავს კეთილშობილსა.

Ⴀზნაურება — თავისუფლება, არავისი მონება.

Ⴀზრი — იხილე ჰაზრი.

Ⴀზღუდი — ტანთსაცმელთა თეძოს თავს ქვემოთ ირიბად ჩაგდებული ნაჭერი.

Ⴀთაბაგი — არაბულად მამამთავარი, უმაღლესი მთავარი შემდგომად მეფისა. Ⴒიტლო ესე მიეცა Ⴀხალციხის მთავარსა Ⴑერგის Ⴟაყელსა VI Ⴂიორგი მეფისაგან გარემო 1330 წლისა (იხილე Ⴕართლის ცხ [ოვრება]).

Ⴀთასი — ათჯერ ასი.

Ⴀთასისთავი — უხუცესი ათასთა.

Ⴀთეული — ნაათალი, მეათედი ნაწილი // ათიანი.

Ⴀთვალწუნება — (ავითვალწუნებ) შეძულება, მოძაგება.

Ⴀთისთავი — ათთა ზედა უხუცესი // ათეული, მეათედი ნაწილი.

Ⴀთლა — (ავსთლი), აჭრა, თხლად ასერვა.

Ⴀთრთოლება — (ათრთოლებს) აკანკალებს, (ათრთოლდების).

Ⴀთქჳრება — ხორცის გატენა სიმსუქნით ან დაზღმურდლვა // ხილთა მცირედ სამწიფედ მოსლვა.

Ⴀთქულეფა — ასულეფა, ძაღლთაგან ენით ამოჭმა წუნიანისა.

Ⴀთცხრამეტური — მთოვარის მოქცევა (ნახე Ⴆედნადებთან).

Ⴀთძალი — ათსიმიანი საკრავი.

Ⴀი! — აჰა, შორისდებული ჩვენებითი.

Ⴀიაზმა — ნაკურთხი წყალი სასხურებლად.

Ⴀივანი — დერეფანი ან ეზო.

Ⴀკავლება

Ⴀკათისტო — დაუჯდომელი.

Ⴀკაკი — ბრინჯის ხე.

Ⴀკანათი — სირთ მახე (იხილე Ⴋახესთან).

Ⴀკანკალება — კუალად ათრთოლება.

Ⴀკაპი — აკაფი (ნახე Ⴀლიკაპი)

Ⴀკარა, აკრა — ზღვის პირი კლდოვანი, ქედი ზღვიდან წარზიდული.

Ⴀკარვება, აღკარვება — (აღვიკარვებ) გარდანაცუალება ადგილისა კარვებითურთ.

Ⴀკაური — ასიდა, ჟრუნი.

Ⴀკელდამა — ებრაულად აგარაკი ანუ დაბა სისხლისა; ამისგან წოდებულ არს აკლდამა მიწაში შეკრული კამარა მკუდართა გუამთ დასადებად და მისვე ებრაული ლექსისგან დამა მიღებულ არს ქართულად ლექსი დაბა, რომელია სოფელი ან შენობა, ვითარ Ⴀხალდაბა, Ⴃაბნები, Ⴓდაბნო, Ⴓდაბური და სხ.

Ⴀკვანი — ჩჩვილთ სარეცელი სარწებელი.

Ⴀკვეთა — (ავჰკვეთ, ავკვეთ) აღსპობა, დაცხრობა.

Ⴀკვეცა — აღკვეცა (ავჰკვეც) აკრეჭა თმისა ახალ ნათელღებულისა, ანუ სამღუდელოთა თავისაგან კურთხევის დროს.

Ⴀკვიატება — (ავიკვიატებ) ცუდი საქმის გამოკიდება, ან დაჟინება. // (ავეკვიატები) გარდაკიდება.

Ⴀკიდება — (ავჰკიდებ, ავიკიდებ) დატჳრთვა საპალნითა.

Ⴀკიდო — ჯაგანი, ხილნი ერთად შებმულნი წნელითა.

Ⴀკინძვა — (ავჰკინძავ) ქაღალდთ მიკერება ერთმანერთზედ.

Ⴀკინჭილება — აკვიატება.

Ⴀკლდამა — ნახე აკელდამა და საფლავი.

Ⴀკლება — (ავიკლებ) დარბევა, წარტაცება ქონების.

Ⴀკოლოთია საგალობელი, წესი, ანუ შედეგი საეკლესიოს ლოცჳსა.

Ⴀკრა — აკარა (Ⴉონცხი ნახე).

Ⴀკროსტიხი — (Ⴉიდურწერილობა ნახე).

Ⴀკუთა — მცირე თორნე, ანუ ქურასავით ქუაბის სადგამი.

Ⴀკუმი — არც მამალი, არც დედალი, გინა ქალაბიჭა.

Ⴀლაბასტრი — ქუა მარმარილოს უმჯობესი, რომელიც გაითლების ჭურჭლად.

Ⴀლაბულა — ჩალაბულა, ნოტიოთ სიმღურივე, ჩალითა და ბეწვით ნარევი.

Ⴀლაგი — გზა, ანუ კუალი, უალაგო ალაგას.

Ⴀლალო — ჰარალალო, მსოფლიოთ სიმღერის ჩასართავი, რომელიც გარდაუქმნიათ საეკლესიოს გალობისაგან ალლილუია, ვითა რუსული აჲ ლჲული, ლჲული, ამისივე ნაკვეთი არს ოროველი, ჰოროველო.

Ⴀლალი — ოლოლი.

Ⴀლამი — მომცრო დროშა, სპარსულად ალამ // ანუ ნიშანი რამე შუბთა ზედა და მისთანათა, ან ნაჭერი რისამე ნიშნად.

Ⴀლამდარი — მედროშე, ალანდარი.

Ⴀლანძვა — (ავლანზავ) ნაკვერცხალზედ შეგდება გამოსაცხობის პურისა ან მწვადისა საჩქაროდ, რომ გარედამ დაიწვას და შიგნიდამ უმი დარჩეს.

Ⴀლაო — ფქვილი დაწვიმული, რომელიც კარგად არ მოიზილება, არც გაღვივდება.

Ⴀლარვა — (ავლარავ) აქოქლვა, ერთმანერთზედ მიკერება ნაჭერთა გამოჭრილის ტანისამოსითა, რომელსაც შემდგომად დაედება სარჩული და დალიანდაგდება.

Ⴀლატა — ალა, საფქვილე ალა {წისქვილის საფქვილე კასრი.

Ⴀლაფი — ნაშოვარი საქონელი ჟამსა ბრძოლისასა.

Ⴀლაფობა — (ვალაფობ) აკლება, დატაცება, აფორიაქება.

Ⴀლაფი — მეფქვილე, ფქვილის მოფარდული.

Ⴀლაწოდა — უშვერად მაღალი.

Ⴀლდატი — ალქატი, ანუ.

Ⴀლერდი — (ბალ.) იონჯა, ნედლი ბალახი.

Ⴀლერსი — საამო სიტყვა, საამოვნო ლაპარაკი (ვუალერსებ, ვეალერსები) სიამოვნით შემთხვევა, შეტკბობა.

Ⴀლვა, ალვახაზი — პუნგია, მოდუღებული და დაზელილი თაფლი საჭმელად.

Ⴀლვისხე — სარო, კჳპაროზი.

Ⴀლთაფა — აბრაკი, წურწუმა.

Ⴀლი — ცეცხლის ნივთი ზეაღმავალი და მანათობელი.

Ⴀლი — მინდორთა და ტყეთა შინა ავი, მავნე, ქაჯი, (მდაბიონი ესრეთ ჰგონებენ და იმერნი უხმობენ ჭიმკად).

Ⴀლიზი — გამოუწვავი აგური.

Ⴀლიკაპი — დანდალი, ხის აღვირი.

Ⴀლიონი — დილის სინათლის გამოჩენა უწინარეს მზის ამოსლჳსა (Ⴃილასთან ნახე).

Ⴀლიოქოთი — არეულება, ამბოხება.

Ⴀლისარჩული — სუნნელი ბალახის ყუავილი, ზაფრანის მსგავსი, ძოწეულის საღებავი.

Ⴀლისფერი — წითელის ცეცხლის ალისფრად.

Ⴀლკაპი — ფარდა საკრავთა {საკრავის ფერდა — Ⴑაბას ლექსიკონი}.

Ⴀლმაგი, იალმაგი — საომარი სამოსელი, ჯაჭუთა გარეგან საცმელი.

Ⴀლმასი — თუალი პატიოსანი (Ⴀდამასი ნახე).

Ⴀლმაცერი — შეღმად ირიბი, ვითა გაშლილის თითების ცერი შეღმა დადგება.

Ⴀლმედად — მხარიღლივ.

Ⴀლმური — ცეცხლის ალი კუამლითურთ შავწითლად აღმავალი.

Ⴀლნება — ნახე Ⴘეალნება

Ⴀლო — ნახნავი მიწა მიზდად გუთნისდედისა, მეხრეთა, შებმულთა ხართა და სხ.

Ⴀლოვნება — ალოს მოხნვის დრო.

Ⴀლო — საბრი, ნაწვეთი სუნნელთა ბალახთა.

Ⴀლუბალი — ბალღოჯი.

Ⴀლქატი — მსუბუქი, მჩატე, დამშხალული.

Ⴀლღო — ნადირთაგან გრძნობა მონადირეთ მიპარვისა // კაცთაგან მიხდომა მომავლის განსაცდელისა.

Ⴀლყა — აბრეშუმის ძალი, ანუ მეტალლთ სიმი საკრავთათჳს // გარშემო დადგომილი ლაშქარი.

Ⴀლჩუ — ვეგის ზევითი გვერდი რაოდენვე ჩაღრმავებული, რომლისაც მეორეს გვერდს ჰქვიან თოხანი.

Ⴀმაგი — ზრუნვა, გულს მოდგინება, ვითარცა ამაგი და ჭირნახული.

Ⴀმალი — ანაზდად შიმშილით მიბნედა.

Ⴀმალი — ზურგით ტჳრთის მზიდავი მუშა.

Ⴀმანათი — ბერძულად საწინდარი // რუსულად მზევალი // ქართულად ანაბარი, ე.ი. ნივთი მიბარებული ან გაგზავნილი ვისთანმე.

Ⴀმაო — ცუდი, უქმი, ბედითი.

Ⴀმაოდ — ცუდად.

Ⴀმაოდ — მორწმუნე ცუდმორწმუნე, გარდამეტებით მჩემებელი ღვთის მსახურებისა, ანუ რეგუნულად დამჯერებელი სიცრუვისა.

Ⴀმაოება — დაუდგრომელობა, უხანობა საწუთროსი.

Ⴀმაოხრებელი — {ნახე Ⴀღოხრება}.

Ⴀმარად — მისს ნებაზედ, ანუ მისის იმედით, ვითარ დაშთომილი ღვთის ამარად, შენს ამარად.

Ⴀმართვა — (ავმართავ) აღმართება, მაღლა აწევა და დადგენა საჩინოდ.

Ⴀმარტა — ეშმის ქუა.

Ⴀმაღლება — (აღვამაღლებ, ავმაღლდები) მაღლა აწევა, ანუ ასლვა // დღესასწაული შემდგომად პასექისა მეორმოცესა დღესა მოსახსენებელად ხორცითა ზეცად Ⴕრისტესისა.

Ⴀმბა — ნახე Ⴀბბა.

Ⴀმბავი — იხილე ჰამბავი; ამბარი, ამბრა სუნნელი, იხილე Ⴠამბარი.

Ⴀმბარი — საფქვილე ზანდუკი, ანუ სახლი, ბეღელი პურის შესანახავი.

Ⴀმბარდარი, ამბარდანი — მუჯირი, მნე საამბარდნოსი.

Ⴀმბარჩა — ფარღული, მანიაკი.

Ⴀმბიონი, ამბონი — მაღალი ადგილი საკურთხევლის წინ გინა სამქადაგებელო და საფსალმუნე (Ⴀღსავალთან ნახე).

Ⴀმბორი — სულიერი მოკითხუა და შემთხვევა.

Ⴀმბორება — (ვუამბორებ, ვეამბორები, ამბორს ვუყოფ) მიახლებით შემთხვევა.

Ⴀმბოხი — დაუწმენდელი მაჭარი (ნახე Ⴖვინოსთან) // შფოთი, არეულობა, ამბოხება.

Ⴀმება, დაამება — (ვაამებ, დავაამებ) სიამოვნების მიცემა // (მიამების) მხიარულების მიღება // სატკივრის დაამება, მოკლება.

Ⴀმეთჳსტო — თუალი პატიოსანი მიისფრო (ნახე Ⴑპეკალი).

Ⴀმიანტოს — კლდის ქუა ესოდენ ლბილი, რომელ დაისთვის ბაბმბასავით, ხოლო ნასთი ანუ ნაქსოვი მისი არ დაიწვის ცეცხლთა შინა.

Ⴀმიანური — ბადიანი ქისა, ჯუზდანი.

Ⴀმიერ — აქეთგან, ანუ გამოღმა.

Ⴀმიერ და იმიერ — აქეთ და იქით, ანუ გაღმა-გამოღმა.

Ⴀმიერითგან — ამ ჟამიდამ.

Ⴀმინ — ჭეშმარიტად, ნამდვილად.

Ⴀმინდი — კეთილშეზავებული ტაროსი მოსავალთათჳს, ანუ მოგზაურთა.

Ⴀმირ, ამირა, ამირი — არაბულად უმთავრესი, ანუ უხუცესი, {ამირ-ალ-ბაჰრ — ზღვათ უხუცესი}, იხმარების უფრორე რთულად სხუათა ლექსთა თანა შემდგომთა.

Ⴀმირახორი, ამილახვარი — ვზინდართ უხუცესი, მეჯინებეთ უხუცესი.

Ⴀმირბარი — სახლთ უხუცესი.

Ⴀმირეჯიბი — ეჯიბთუხუცესი.

Ⴀმირმუმლი — ხალიფა, Ⴁაღდადის ხემწიფე ძველთა მაჰმედიანთა.

Ⴀმირსპასალარი — უმთავრესი მხედართმძღუანი.

Ⴀმისთანა, მაგისთანა, იმისთანა — ითქმის სამთა პირთადმი, ხოლო ზოგად მისთანა (ნახე ლექსი ესე).

Ⴀმისთჳს, ამისგამო — კავშირი მიზეზობითი.

Ⴀმლაკი — ჭრელი ცხენი.

Ⴀმო — საამოვნო, სასიამოვნო, განსასვენებელი.

Ⴀმოდ — ნელად, სიამოვნით.

Ⴀმობრძანება — (ამობრძანდა) ასლვა მაღალთა გუამთა.

Ⴀმოგდება — (ამოვაგდებ) მაღლა ასროლა // ამოფხურა, აღსპობა.

Ⴀმოგება — (ამოვიგებ) იმერულად გამორთმევა წაღებულისა, ან პოვნა დაკარგულისა.

Ⴀმოგლეჯა — (ამოვჰგლეჯ) ამოძრობა ან ამოხევა.

Ⴀმოდგმა — (ამოვსდგამ) ქვეიდამ მაღლა დადგმა // ენის ამოდგმა (ამოვიდგამ) ითქმის ჩჳლთათჳს, ოდეს იწყებენ ლაპარაკსა.

Ⴀმოვარდნა — (ამოვარდება) ესე არს ვნებითი ზმნისა ამოგდება.

Ⴀმოვსება — (ამოვავსებ) ცარიელის ავსება პირამდინ // (აღმოვივსებ) წყლის ამოღება.

Ⴀმოზევა — {ნახე Ⴀზევა}.

Ⴀმოზიდვა — (ამოვზიდავ) ამოწევა, ამოყვანა, ანუ ამოტანა მრავალთა.

Ⴀმოთლა — (ამოვსთლი) ღრმად ამოჭრა რბილისა რისმე.

Ⴀმოთხრა — (ამოვსთხრი) ამოჭრა მიწაში ღრმად ორმოთა და მისთანათა // ამოჭურეთა ხისა რკინის იარაღით // გქანდაკება ხეთა და ქუათა ზედა ბეჭდისა, სახისა რისმე და სხ.

Ⴀმოკვეთა — (ამოჰვკვეთ) ამოთხრა, ამოჭრა // გაუქმება ცუდისა რისმე წესისა.

Ⴀმოკიჟუა — (ამოვიკიჟავ) ცალი თუალის მცირედ მოხუჭვა.

Ⴀმორეხვა — მეტად გაძღომა.

Ⴀმოსავარდნელი — ღირსი ამოფხურისა, დაკარგვისა.

Ⴀმოსკუნა — (გულს ამოვისკუნი) სლუკსლუკით ტირილი, ამოხვინჩვა გულისა.

Ⴀმოსლვა — (ამოვალ) მაღლად ასლვა.

Ⴀმოსრუტვა — (ამოვსრუტავ) ამოწოვნა ნოტიოსი ბაგით, მასრით, ტუმბოთი და სხ.

Ⴀმოტუზვა — (ამოვიტუზები) მოფარება, მალვით დგომა.

Ⴀმოფხურა — ნახე აღმოფხურა.

Ⴀმოქოლვა — (ამოვქოლავ) ქვით ამოშენება.

Ⴀმოღება — (ამოვიღებ) აღმოხმა, შთადებულის ამოზიდვა.

Ⴀმოშენება — {ნახე აშენება}

Ⴀმოცოხნა — იხილე აღმოცოხნა.

Ⴀმოძრობა — (ამოვაძრობ) ამოწევით ამოღება, ამოგლეჯა.

Ⴀმოწევა — {ნახე Ⴀწევა}

Ⴀმოჭრა — (ამოვსჭრი) ამოკვეთა, ამოთლა.

Ⴀმოჭურეთა — (ამოვსჭურეთ) ამოჭრა ხეთა საჭურეთლითა.

Ⴀმოხუნეშა — (ამოვიხუნეშ) ამოკუნესა, ამოიხრვა დიდის სულის კვეთით.

Ⴀმპარტავანება — ზუაობა, თჳსება ამპარტავანისა, (ვამპარტავნობ).

Ⴀმპარტავანი — დიდების მნდომი, სწავლის მოთაკილე და უმსგავსოდ გულმაღალი.

[Ⴀმპიწილათ. ambitiosus {ambitio — კანდიდატების გარშემო ტრიალი, ანუ წრეში სიარული თავის მოწონების მიზნით}].

Ⴀმრეზი, ამრეზილი — მოქურუხებული, გაბუტვილი.

Ⴀმრეცი — მცირედ აღმართი, ვითა დამრეცი მცირედ დაღმართი.

Ⴀმტუტება — (ავამტუტებ) არევა მიშლა-მოშლა, აფორიაქება.

Ⴀმფსონი — პურის მტე, ანუ ამქარი (Ⴔსონი ნახე).

Ⴀმქარი — ერთის ხელობის ოსტატი.

Ⴀმქმელი — ბებია, მეანი, დედათ მოურავი.

Ⴀმღურევა — (ავამღურევ) ნოტიოთ არევა

Ⴀმყოლი — თან ადევნებული, მიმდევი // კარის წირთხები, ჩარჩოები.

Ⴀმხანაგი — მოძმე, მოყუასი, ანუ მონაწილე.

Ⴀმხედრება — (ავმხედრდები) ცხენს შეჯდომა ლაშქართა,.

Ⴀნაბარი — ამანათი მიბარებული ნივთი.

Ⴀნაგები — აგებულება, შენაწევრებულება // ვითარება კეთილი, ანუ უდარესი ძნიად შეძრვადი // აშენებული.

Ⴀნაგული — გაჩეჩისაგან დანარჩენი რიოში მატყლისა, ანაჩეჩი.

Ⴀნაზდი, ანაზდეული — უეცარი, მოულოდებელი.

Ⴀნალოღია — საწიგნე, მარალი სკამი წიგნთ დასადები წასაკითხად.

Ⴀნამტკიცი — გამტკიცულის ფქვილის ანაცერი ქატო.

Ⴀნაფორა — სამღუდელოთა ზეიდამ საცმელი სახლებგანიერი პალეკარტი, ხოლო ჰნიშნავს მოხსენებასა, თხოვასა // ანუ არს რიტორული ნაკვეთი, რომელთა განმეორება, ოდეს ერთი და იგივე ლექსი დაიდების თავად რაოდენთამე შინა წევრთა პერიოდისათა, მაგალითად, სიყვარული სულგრძელ არს, სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა განლაღნის და სხ. Ⴂინათუ რაოდენჯერ განმეორების და ესე ვითარნი.

Ⴀნბანი

Ⴀნგაარება — უსამართლოდ შეკრება, მოხვეჭა.

Ⴀნგაარი, ანგარი — უსამართლოდ შემძინებელი.

Ⴀნგარიში — რიცხჳ, სათუალავი.

Ⴀნგელოსი — ქადაგი, მომთხრობელი // არსება გონიერი, უსხეულო, დასაბამიერი, წინაშე ღმრთისა მდგომელი (ნახე Ⴃასი).

Ⴀნგელოსებრივი, — ანგელოსური.

Ⴀნდაზა — მორფი, მაგალითი.

Ⴀნდამატი — ნახე ადამანტი.

Ⴀნდე — მცირედ ხედვა ბნელაში, ანდეზედ.

Ⴀნდერძი — დავედრებული სიტყვა, ანუ წერილი მიცვალებულისა, გინა შორად წარმავალისა // აღთქმა, პირობა.

Ⴀნდერძნამაგი — ანდერძის წერილი.

Ⴀნდრიანტი — აღალმა, ძეგლი, გამოქანდაკებული სახე მეტალთაგან, ქუათა, ანუ ძელთა.

Ⴀნეული — გაზაფხულის ნახნავი.

Ⴀნთება — ნახე აღნთება // სნეულის დიდი სიცხე.

Ⴀნთიმონი — სურმა, მოშავო ლითონის ქუა გოგირდიანი.

Ⴀნთრაკი — ნაკვერცხალი //თუალი პატიოსანი ცეცხლისფერი (Ⴑპეკალი ნახე) // მუწუკი ფრიად ტკივილიანი, ბედნიერი.

Ⴀნთჳპატი — მოადგილე ჳპატისა (ნახე Ⴣპატოსი).

Ⴀნისული — ცერეცო, რომლისა თესლი არს სუნნელი და სამკურნალო.

[Ⴀნკანაკი — ნახე ლახვარი]

Ⴀნკანაკობა — ლხინობა და სიმთურალე.

Ⴀნკარა — უშხამო გველი, გველხოკერა.

Ⴀნკარა — ითქმის ზედშესრულად, ვითარ წყალი ანკარა, ე.ი. ფრიად სუფთა.

Ⴀნკესი — წილკავი რკინისა, წურილი ნემსკავი.

Ⴀნტაკრად — პირისპირ წინამებრძოლად.

ႠნტიფონიႠღსავალი ნახე.

Ⴀნტლია — წყლის ამოსაღები ტოლჩა.

Ⴀნუ, ან თუ — გინა კავშირი განწუალებითი.

Ⴀნჳქითი — ნახე ონჳქითი.

Ⴀნჩხლი — აპასი, გლისპი, გულპილწი.

Ⴀნცი — ცელქი ყრმა.

Ⴀნძა — ნაქუსი, ძალა, ძელი ამართული.

Ⴀნწლი — .

Ⴀნჯამა — კართ მისაკრავი რკინის კილო.

Ⴀნჯმნი — სააჯმნო, აშკარა, საქვეყნო.

Ⴀობა — მყოფობა არსებისა და შემთხვევისა (Ⴀ-სთან ნახე).

Ⴀოშვა — (ავოშავ) ნახნავთა მეორედ გარდახნვა.

Ⴀოხრება — ნახე აღოხრება.

[Ⴀპაგანგი — ნახე Ⴂრივი]

Ⴀპანი და აპანისი — იანვარი (ნახე Ⴆოდიაქო)

Ⴀპაური — სამალდი, უღლის ტაბიკთ მოსაჭირებელი თოკი, შებმული ხართ ქედსა ქვეშე.

Ⴀპოთიკი — საკუჭნაო, სახლი შესანახავი სახლის სამზადისთა, ხოლო საკუთრად ეწოდების სამკურნალოთა წამალთა საცავსა.

Ⴀპოკალიპსი — გამოცხადება, წიგნი წმიდისა იოანე მახარობელისა.

Ⴀპოხტი, ახტაპოტი — გამხმარი პოხილი ხორცი ოთხპერხთა, მფრინველთა, ანუ თევზთა: ლორი, ოფიტონი, შაშხი და მისთანანი.

Ⴀპრიალება — (აპრიალდების) საჩქაროდ აგზნება ხმელის შეშისა.

Ⴀპრილი — იგრიკა (ზოდიაქო ნახე).

Ⴀპუტარაკი — (ბალ.) ნახე აბუტარაკი.

Ⴀრ, არა — უკუთქმითი მარცუალი (ნახე Ⴅერ) // ზოგჯერმე იხმარების ბრძანებითადცა, ხოლო ნიადაგ ბრძანების დამნიშვნელი არს ნუ.

Ⴀრაკი — ზღაპარი, იგავი.

Ⴀრამედ — მაგრამსავით, კავშირი განრემზომობითი.

Ⴀრამი — ნახე Ⴀარამი.

Ⴀრამონი, არაონი, რამონი, რიმონი — მცირე საწინდარი.

Ⴀრარა, არარაჲმე არაფერი — შეუძლებელი არს, ვერარა და ბრძანებითი ნურარა იხილენ თჳსთა ადგილთა.

Ⴀრაყი — რახი არაბულად ოფლი, რამეთუ სასმელი არაყი არს ქუაბის ოფლი, ხოლო ორნახადი არს აბეკამაქი.

Ⴀრაწმინდა — საძაგელი, უწმინდური; სული არაწმინდა (ნახე სული).

Ⴀრაწმინდება — განშორება სიწმინდისა და უმანკოებისაგან.

Ⴀრახჩინი — იარაღჩინი, თალფაქი.

Ⴀრგანი — ჯოხი საბრჯენელი (ნახე Ⴟოხთან).

Ⴀრდაბაგი — სარკმელი, ანუ გასავალი.

Ⴀრდაგი — მანდილი, წელზედ მოსაფენი ფეშტამალი.

Ⴀრდადეგი — ჟამი ზაფხულისა, ოდეს მზე შევალს ლომის ზოდიაქსა შინა.

Ⴀრდი — შინაური ვარდკაჭაჭა.

Ⴀრდი, არდიფრუ — ანაზდი (ნახე Ⴏამი).

Ⴀრე — ოთხი კუთხე ხმელეთისა, ანუ ოთხი დრო წელიწდისა. // საკუთრად გაზაფხული // სანახები, გარემონი ადგილნი, ანუ თემი, მხარე.

Ⴀრეას — მარიხი (ნახე ცთომილნი).

Ⴀრევა (ავრევ, ავურევ) აღრევა, — ურთიერთარს შეზავება სხვადასხუათა ნივთთა // მოშლა, შეშლა.

Ⴀრეკნება (აირეკნებს, აირეკნა) — ასხლეტა ან გარდაცემა,.

Ⴀრემარე — გარეშემო სანახები.

Ⴀრემარედ — აქა-იქ.

Ⴀრეულობა — აშლილობა, დაუდგრომელად ცხოვრება, ან აფორიაქება.

Ⴀრვე — ფარა თხათა და ცხუართა (Ⴟოგი ნახე).

Ⴀრთრონი — წევრი სიტყჳს ნაწილთა.

Ⴀრიოთი — გარეული ბალახ-ბულახი.

Ⴀრიფანა — ყრმათ საერთო პურობა (ნახე Ⴑერი და Ⴔსონი).

Ⴀრიფი — პურის მტე, ანუ შესაკუთრებული, შინა ყმა.

Ⴀრმაღანი — შორით მორთმეული ძღვენი.

Ⴀრმენაკი — წმიდა ტილო, ნარმა, სიდონი.

Ⴀრმური — ალმური, ღრუბელ-ნისლი ქარიანი და ელვიანი.

Ⴀრნადი, არნაბი — ტარიანი ფიცარი ბზისა და ხუავის სახვეტი კალოზედ.

Ⴀრნი — გარეული ცხვარი.

Ⴀრონა — პატარა გუთანი (ნახე Ⴄრქუანთან).

Ⴀრსება — რომელიცა პირველ არსისთჳს მიიცთომვის და რომელსა შინაცა არს კმაჲ მიზეზი, თუ რაჲსათჳს სხვაცა არს მას შინა, ანუ შესაძლებელ არს ყოფად // ნივთი მექონი ყოფისა, ანუ შინაგანი ძალი მისი.

Ⴀრსებითი — {არსებიანივე, არსებიანივით — საბას ლექსიკონი}.

Ⴀრსი — რაჲცაღა შესაძლებელ არს, ე.ი. რომლისა ყოფა არა წინააღმდგომ არს, ანუ მყოფი არსებასა შინა.

Ⴀრსობისა — არსების პური, სახმარი ცხოვრებისათჳს, მდღევარი.

Ⴀრტალა — საკლავთ უკანა ბარკალი, ანუ წვივი.

Ⴀრტაში და არტახი — გარეშემოსაკრავი ქარშიკი ჩჩჳლთა აკუნისა // ანუ მოტეხილთა ძუალთა შესაკრავი // გასათლელთ ძელთა მაგრად დამჭერი ქანჩი.

Ⴀრღა, არღარა აღარ — შემდგომს დროს არა, უკუთქმა მომავლისა დროსათჳს.

Ⴀრღავანი — ქუა მეწამული.

Ⴀრღვევა — (ავარღვევ) დაკერებულის დახსნა, დაშლა // აქცევა შენობისა.

Ⴀრშია, აშია — მოვლებული რამე ვიწროდ ნაკერთ კიდურებზედ.

Ⴀრშივი — წილი, კერძო,.

Ⴀრჩევანი — არჩევა // რჩევა, ვეზირობა, მოლაპარაკება საქმეზედ შეკრებულებაში.

Ⴀრჩვი — ფსიტი.

Ⴀრცა, — არცაღა არღა, აღარც.

Ⴀრძანი, არძანიკი — დიდი ლოდი ან მარილის ქუა (ნახე უარძანიკო).

Ⴀრწივაკი — სახლის მეორე ძელი.

Ⴀრწივი — ორბი, არწვი. // მრგუალი ფეხთა ქვეშე დასაგები მღუდელთ მთავართა, რომელსა ზედაცა გამოსახულ არს მფრინველი ესე.

Ⴀრხი — რუ, რუსხმული.

Ⴀრხიდიაკონი — უპირველესი იეროდიაკონთაგან, მხლებელთა მღუდელთ მთავრისათა (ნახე Ⴀიკონთან).

Ⴀრხიეპისკოპოსი — უპირატესი ეპისკოპოსი.

Ⴀრხიერი — მღუდელთ მთავარი (იხილე Ⴈერარხი).

Ⴀრხიმანდრიტი — მონასტრის განმგებელი უფროსი.

Ⴀრხინოტარი და პროტონოტარი — მწერალთ უხუცესი, მდივანი.

Ⴀრხილი — თხელი ბზარი (Ⴇოვლთან ნახე)

Ⴀრჯაკელა — არჯიოკა, ზერჩო, ორჯიოკი.

Ⴀრჯასპი — ძაღა, მიწალები, მომწუანო შავის საღებავი, ხმარებული ტყავთათჳს მეპრატაკეტაგან, ანუ მელნისთჳს.

[Ⴀრჯიოკა — ნახე Ⴀრჯაკელა]

Ⴀსაბია — მტერზედ საომრად თანმიმყოლი.

Ⴀსაკრავი — ერქუანთ და ურემთ საბმელი.

Ⴀსამაღლებელი — ლოცუათა დასასრულებელნი ლექსნი, ხმამაღლად სათქმელნი მღუდლისაგან სადიდებლად წმიდისა სამებისა.

Ⴀსარი — დინარის მეოცედი წონა ვეცხლისა, ანუ დანგი (ნახე Ⴑაწონთან).

Ⴀსე, ასრე — ესრეთ, так, ასეთი ესრეთი.

Ⴀსთაკვი — დუმიანი დიდი კიბო.

Ⴀსიდა — მიმინოს ჰგავს, ღამით ხედავს, ამისთჳს ღამურად უხმობენ, ზოგგან ყარყატი სწერია.

Ⴀსისთავა — .

Ⴀსისთავი — უხუცესი ასთა ზედა.

[Ⴀსკეცი — ასკეცი შვენება მოემატება.]

Ⴀსკილი — ველური ვარდი.

Ⴀსლი — არაბულად ნამდვილი.

Ⴀსლი — აჭარა, აჭარული ბრინჯი.

Ⴀსმენაკი — ნადირთ შესაპყრობი მახე (იხილე Ⴁადესთან).

Ⴀსო — წევრი, ნასხამი გუამისა // თჳთოეული კერძო წერილისა.

Ⴀსომთავრული ან მრგულოვანი — დიდრონი ასოები.

Ⴀსპარეზი — სტადიონი ან სარბიელი // მეიდანი, სათამაშო ადგილი, ანუ მინდორი.

Ⴀსპარეზობა — თამაშობა ასპარეზზედ, რბოლა, ჭენება და სხ. (ნახე Ⴇამაშობა).

Ⴀსპიროსი — აფროდიტი (ნახე Ⴚთომილთან).

Ⴀსპიტი — გველი ფრიად გესლიანი.

Ⴀსპიტი — შავი ქუა ფილაქანი, დარქმეული იაშმისა ან იასპის ფერისაგან.

Ⴀსრე — ნახე ასე.

Ⴀსტამი — ტარიანი ფართო რკინა ცომის ასაფხეკი, скобка.

Ⴀსულეპა — ათქულეფა

Ⴀსული — შვილი ქალი (ნახე Ⴉაცთან).

Ⴀსური — ასურელი. Ⴀსურეთი, Ⴀსურასთანი, Ⴑირია.

Ⴀსფალტოსი — შავი კუპრი.

Ⴀსხმა (ავასხამ) — მაღლა აყვანა მრავალთა // მძივთ აგება ძაფზედ (ნახე Ⴑხმა).

Ⴀტამი

Ⴀტანა (ავიტან) — მაღლა აზიდვა.

Ⴀტაცება (ავიტაცებ) — ძალად ანუ საჩქაროდ აღება.

Ⴀტაცებული — გასტერებული ანაზდის სიხარულით ან შიშით.

Ⴀტეხა (ავსტეხ) — აგლეჯა // აღძრვა, აღზრზინება // (ავიტეხ) დაჟინება.

Ⴀტკრეცა — (აიტკრიცება) მცირედ ალანძღვა, გაწითლება.

Ⴀტკრეცილი — წამოწითლებული.

Ⴀტლასი — ფარჩა აბრეშუმისა.

Ⴀტლასი — წიგნი ღეოღრაფიულთა კარტათა.

Ⴀტმოსფერა

Ⴀუარებელი — თქმად შეუძლებელი // უთუალავი.

Ⴀუგი — სარცხჳნელი, საკდემელი სიტყვა ან საქმე.

Ⴀუგიანი — სააუგო, სასირცხვილო.

Ⴀუზი — ავაზანი.

Ⴀურზაური — შეუპოვარი, თავხედური, ლაღური.

Ⴀუშტარი — ოსტიგანი, სასმელ-საჭმელთ მნე.

Ⴀუცილებელი — მიუცილებელი, თანაწარუვალი, თანაწარუხდომელი.

Ⴀფაური — ერთგუარი სალესავი (ნახე Ⴑასრევთან).

Ⴀფთარი

Ⴀფთექა

Ⴀფთი — მახვილი ფართო პირიანი და ტარგრძელი.

Ⴀფთიონი, აფქიონი — ტიმონი ნახე.

Ⴀფოლხვება — მოშვება, მოდუნება.

Ⴀფორიაქება (ავიფორიაქებ) — აკლება, აოხრება.

Ⴀფრა — ნავთ იალქანი, აფრის ქსელი იგივე.

Ⴀფრაკი — პირმრუდე ფიცარი.

Ⴀფროდიტი — ნახე Ⴚთომილთან.

Ⴀფსინთი — აბზინდა.

Ⴀფსკა — ფრიად თხელი კანი (Ⴕერქტან ნახე).

Ⴀფუტკნვა — (ავფუტკნი) არევა, აქოთება.

Ⴀფხურა — ნახე Ⴀღფხურა.

Ⴀქ, აქა — ამ ადგილას, ესე ეკუთნვის პირველსა პირსა, ხოლო მეორესა — მანდა და მესამესა — იქ, იქი, მუნ.

Ⴀქამომდე — ამ ადგილად, ანუ ჟამადმდე.

Ⴀქავება, აქავლება (აჰქავა, აჰკავდების) — აშლა ქავილისა ანუ ფხანისა.

Ⴀქანდაზი — ფითხი, ცეცხლის ასაღები ასტამი ან პატარა ნიჩაბი.

Ⴀქატი — აღატი (ნახე Ⴑპეკალი).

Ⴀქეთ — ჩემკერძო; აქეთი ამიერი.

Ⴀქიმი — მკურნალი.

Ⴀქლემი — ცხოველსა ამას ახტასა ლოინი და ნარი, ხრდალსა — ჯამა, შვილსა მცირესა — კოზაკი, მოდიდოსა — დუკტი.

Ⴀქმა — (ავიქუამ, ავექმი) ნახე Ⴀღქმა.

Ⴀქოთება — (ავაქოთებ) აფუტკნვა, არევა, აშლა.

Ⴀქოლვა — (ავჰქოლავ) ქვით ამოშენება, ამოქოლვა.

Ⴀქოქლვა — (ავჰქოქლავ) ალავრა ან საჩქაროდ ერთმანერთზედ მიკერება საკერავის ნაჭერთ რიგზედ მოსაყვანად.

Ⴀქცევა — (ავაქცევ) არღვევა, მაღლა შექცევა // (ავუქცევ) გზის დაგდება.

Ⴀღალი — ბაკი.

Ⴀღალმა — ანდრიანტი.

Ⴀღაპი — სიყუარული, მეგობრობა, ძველთა ქრისტეანეთაგან შემოღებული პურობა ეკლესიის კარზედ მოსახსენებელად მიცუალებულთა, რომლისათჳს უცოდებიათ აღაპი.

Ⴀღარ, აღარა — (ნახე Ⴀრღა).

Ⴀღატი, აღათი აქატი — ქუა აყიყი.

Ⴀღაჯი — ერთი საათის სავალი (Ⴋილი ნახე).

Ⴀღბეჭდვა — (აღვბეჭდავ) ბეჭდის დასმა // მირონის ცხება.

Ⴀღბორგება — (აღვაბორგებ, აღვბორგნები) აღშფოთება.

Ⴀღგება — (აღვაგებ) აშენება.

Ⴀღგვა — (აღვგავ, აღვგჳ) ანიავება.

Ⴀღგზება — (აღვაგზებ, აღვეგზნები) ანთება, აპრიალება.

Ⴀღდაჭი — ალდატი, ბიცი.

Ⴀღდგენა, აღდგინება — (აღვადგენ, აღვადგინებ) წამოყენება, წარმოდგენა // აღშენება, ანუ განახლება, ახლად აღგება // აღმართება, უკეთესს მდგომარეობაში მოყვანა // მკუდრეთით აღდგინება, განცხოველება.

Ⴀღდგომა — (აღვსდგები) დადგომა, წარმოდგომა, აღმსთობა // მიხდომა, ზედა დასხმა // აღჭურვა, შებმა ბრძოლად // ამოსლვა ქარისა, ავდრისა და სხ. // განცოცხლება, აღდგომა მკუდრეთით.

Ⴀღება — (აღვიღებ, ავიღებ) აზიდვა, მოსმა ხელის დავლებით // გამორთმევა სხუათაგან ხელდახელ, ანუ გამოგზავნით // მოგროვება, აკრეფა // აღება პირისა ე.ი. გაღება, განსმა.

Ⴀღება, აღებანი — აღების ღამე ანუ დღენი მარხვათ შემოსლჳს წინა დღენი ანუ ღამე.

Ⴀღებმიცემა

Ⴀღელება, აღელვება — (ავაღელებ, აღელდების) აღძრვა ზღუათა, ფურთუნი.

Ⴀღვიარება — სარწმუნოების წარმოთქმა (ნახე Ⴀღსარება).

Ⴀღვირედი — რახტი, ოქროთი დაფერილი და მორთული ლაგამი.

Ⴀღვირი — ურგოლო.

Ⴀღვისტალი — ეჯიბი, ნაიბი.

Ⴀღვლენა, აღვლინება — (აღვავლენ, ვლინებ) ზე აგზავნა, შეწირვა.

Ⴀღვსება — (აღვავსებ, აღვივსები) სავსედ შექმნა // ვის შორისმე წარმოება რისამე // შესრულება, გათავება.

Ⴀღვსების — დღენი საუფლოს პასექის წინა დღენი.

Ⴀღზავება — განზავება (ნახე Ⴘეზავება).

Ⴀღზავებული — შერეული, აღრეული.

Ⴀღზუავება — (აღვზუავნები) გაამპარტავნება, განლაღება.

Ⴀღზრდა — (აღვზრდი, აღვიზრდები) განზრდა, გაზდა.

Ⴀღზრზინება — (აღვაზრზინებ) აღშფოთება, ატეხა.

Ⴀღთქვეფა — (აღვსთქვეფ) არევა, გაქნა, გათქვეფა.

Ⴀღთქმა — (აღვსთქუამ) შეთქმა, აკვეთა, საზღურის დადება, რათა არა გარდახდეს, // (აღვუთქვამ) დარწმუნება აღსრულებისათჳს რისამე // დაპირება, შერიგება, ფასის გარდაკვეთა.

Ⴀღიელი და მარღი — თუალთეთრი უშვერი, ცხურისფერთა თუალთა ეწოდების გრემა, უფრო მოთეთროთა და შვენიერთა — ჟივჟავი და ჟუჟუნა, მოლურჯოდ ჭრელთა — ჭროღა და მაჩხი.

Ⴀღივება — (აღივდების) აჯეჯილება ხახვის თავთა და მარცვალთა ნოტიოს ადგილში.

Ⴀღკაზმა — (აღვკაზმავ) მორთვა, განშვენება, მოკაზმა.

Ⴀღკარვება — ნახე Ⴀკარვება.

Ⴀღკვეცა — ნახე Ⴀკვეცა.

Ⴀღკმევა — (აღვაკმევ) საკმეველის აკომლება, დაკმევა შესაწირავად.

Ⴀღლევა — (აღვლევ) გალევა, მოლევა, ანუ აღსპობა. // ძველთა საჶილოსოჶოსოთა წიგნთა შინა აღლევა უხმარიათ ანალიტიკას მაგიერ.

Ⴀღლესვა (აღვლეს, — სავ) — საჭურველთ პირის განმახვა.

Ⴀღლოშნა (აღვლოშნი, — ნავ) — ალოკვა ანუ მოძოვნა.

Ⴀღლუმი — მეომართ ლაშკართ გაჩხრეკა.

Ⴀღმა — კვეიდამ მაღლა, შეღმა.

Ⴀღმართება — (აღვმართებ) აღდგინება, დადგინება; (აღვემართები) ადგომა, გამართვა.

Ⴀღმატება — (აღვემატები) უაღრესობის ქონება სხუათა ზედა.

Ⴀღმაფრენა — (აღმა-ვჰფრინავ) გონებით აღსლვა მაღალთა ჰაზრთა შინა.

Ⴀღმახვა — (აღვმახვავ) აღლესვა რკინის საჭურველთა.

Ⴀღმკული — განშვენებული, მორთული, მოკმაზული.

Ⴀღმოვსება — ნახე Ⴀმოვსება.

Ⴀღმოთხრა — (აღმოვსთხრი) ნახე ამოთხრა.

Ⴀღმოკითხვა — (აღმოვიკითხავ) წერილთ გამოცნობა, ანუ წარმოთქმა ხმით.

Ⴀღმონთხევა — (აღმოვანთხევ) პირიდამ წამოსხმა, წარმოთხევა.

Ⴀღმოსავალი — აღმოსავლეთი მზის ამოსლჳს მხარე.

Ⴀღმოსლვა — (აღმოვალ) ქვეიდამ ზევით კერძო ძრვა, ამოსლვა.

Ⴀღმოფუვილი — რევა ფუთფუთით, ფუვილით.

Ⴀღმოფხურა — (აღმოვჰფხური) ძირით ამოღება, ამოგდება.

Ⴀღმოქმნა — (აღმოვიქმ) ამოთხრა ანუ ამოტანა შენებით.

Ⴀღმოყუანა, აღმოყუანება — (აღმოვიყუან, — ნებ) მაღლა ამოზიდვა.

Ⴀღმოჩენა, აღმოჩინება — (აღმოვაჩენ, — ჩინებ) უცილობელად წარმოჩინება, დანახება სინამდჳლისა სიტყჳსა, ანუ საქმისასა კმაჲთა მიზეზითა.

Ⴀღმოჩინება — იგივე სახელზმნად.

Ⴀღმოცენება — (აღმოვაცენებ) მიწით აღორძინება მცენარეთა, (აღმოსცენდების) იგივე ვნებითად.

Ⴀღმოცოხნა — (აღმოიცოხნის) რომელთამე ოთხფერხთაგან პირში ამოღება ნაჭამთა და მეორედ დაღეჭით შთანთქმა.

Ⴀღმოხდომა — (აღმოხდების) აღმოსლვა, ანუ აღმოცენება.

Ⴀღმსაარებელი — სარწმუნოების მთქმელი, დამამტკიცებელი // ვნებული, წამებული სარწმუნოებისათჳს // აღსარების მთქმელი, გასანდობი მოძღუართან.

Ⴀღმსთობა — (აღვიმსთობ) ადრე ადგომა, ასწრაფება.

Ⴀღმქმელი — მიმქმელი, ნათლია.

Ⴀღმღურევა — ნახე Ⴀმღურევა.

Ⴀღმხედრება — ნახე Ⴀმხედრება.

Ⴀღნაგი — ნაშენი, აღგებული.

Ⴀღნადგინები — უზომოდ გარდამეტებული ვალის სარგებელი, лихва, (ნ. Ⴀღდგენა).

Ⴀღნაქუსი — ფრასი, ჶრაზი გუარი წერილთ შეთხზჳსა, [ნ. Ⴀნაქვსი].

Ⴀღნთება — (აღვანთებ) ცეცხლის მოკიდება სანთელთა და მისთანათა.

Ⴀღნიშნვა — (აღვნიშნავ) დადება, დასმა ნიშნისა.

Ⴀღორთქლვა — (აღიორთქლვის) დაკლება ორთქლითა, ანუ სრულად აღლევა ნოტიოთა.

Ⴀღორძინება — (აღვაორძინებ, აღორძინდების) მომატება ანუ მოძრავობა მოზარდთა სხეულთა უმეტესისა მიმართ.

Ⴀღოხრება — (აღვაოხრებ) დაქცევა, დაშლა, დარღვევა, განადგურება.

Ⴀღპარსვა — (აღვჰპარსავ) აკრეჭა, აკვეცა.

Ⴀღრალები — ესრეთ იწოდებიან: ამარტა, ბროლი, ლაჟვარდი, ქარვა, ძოცი და მისთანანი, ხოლო სპეკალი ეწოდების ალმასსა, იაგუნდსა, ლალსა და სხუათა თუალთა პატიოსანთა.

Ⴀღრევა — (აღვურევ, აღვირევი) არევა აღზავება.

Ⴀღრიბაღრი — წელებისა და სადურიტის მწვადი.

Ⴀღრიცხუა — (აღვრიცხავ) დათულა, რიცჳს გამოცნობა.

Ⴀღრჩევა — (აღვარჩევ) მრავალთაგან გამორჩევა უკეთესისა.

Ⴀღსავალი — ქვეიდამ ზე ასასვლელი და რაჟამს ზეიდამ ქვეშთავალთ, ვუწოდებთ მას შტასავალად, ხოლო აღსავალნი არიან: კიბე ხეთა და ფიცართაგან ქმნილი დანდალოვანი; ხარისხი ქვითქირით შენებული; მექონოთი სრათა და ტაძართა კართ შესავალი ხარისხეული ბაქან-ბაქნად გარემოვლებული; მენაკი ცის მზობელობათა ხარისხი; კუარცხლბეკი დალიჭსა ზედა მჯდომარის ფერხთა სადგმელი; ამბიონი საკურთხეველთა ზედა აღსავალი // გალობა აღსავალთა ეწოდების რვა ხმათაგან სათქმელთა მუხლთა უწინარეს საცისკროს სახარებისა.

Ⴀღსაზრდელი.

Ⴀღსარება — (აღვუარებ) ქება, დიდება // განდობა ცოდუათა თჳსთა წინაშე მოზღუარისა // (აღვიარებ) წარმოთქმა სარწმუნოებისა.

Ⴀღსარება ანუ აღვიარება — სარწმუნოებისა ესე არს მრწამსი საქრისტიანო.

Ⴀღსასრული — დასრულება, გათავება.

Ⴀღსვარული — შესვარული, მოზელილი და გამომცხუარი.

Ⴀღსლუა — (აღვალ) მაღლა აღწევა.

Ⴀღსპობა — (აღვსპობ) აღხოცა, აოხრება ანუ მოსრვა.

Ⴀღსრულება — (აღვასრულებ, აღესრულების) გათავება // (აღესრულების) ახდენა // გარდაცვალება, [აღსასრული].

Ⴀღტაცება — (აღვიტაცებ, — ბი) მაღლა ატანა.

Ⴀღტეხა — იხილე Ⴀტეხა.

Ⴀღტყველვა — ორთავე ხელთა ზეამაღლეмბით შემოკურა, ტაშისცემა.

Ⴀღტყინება — (აღატყდების) აღგზება.

Ⴀღფრენა — (აღვჰფრინდები) ზეაღსლვა ფრენითა.

Ⴀღფუვება — (აღვაფუვებ) გაღვივება, მოდედება ცომისა.

Ⴀღფქურევა — (აღვაფქურევ) აღგვა, ამტვერება.

Ⴀღფხურა — (აღვჰფხური) ძირით ამოგდება (ნახე Ⴀღმოფხურა).

Ⴀღქმა — (აღვიქუამ) აღება ორისავე ხელით, მიქმა, გულთან დაჭერა // (აღექმის) მიკურა, ვითა მიწებება.

Ⴀღყუანა

Ⴀღყუავება — (აღჰყუავდების) გამოსლვა ყუავივლთა.

Ⴀღშენება (აღვაშენებ) — აგება, დადგმა სახლთა და მისთანათა.

Ⴀღშკმა, აშკმა — (აღვაშკმობ, ვაშკმობ) დაღრენა პირისა.

Ⴀღშფოთება — (აღვაშფოთებ, აღვშფოთდები) განუსვენებლობა.

Ⴀღცრა — (ავსცრი) გაცრა, ანუ მიმობნევა.

Ⴀღძრუა — (აღვსძრავ, აღვიძრვი) განღვიძება, შეძრუა. // არევა, აღშფოთება.

Ⴀღძარცუა — (აღვსძარცავ) აქცევა.

Ⴀღწბა — (აღვსწბავ) ათქულეფა, შტანთქმა.

Ⴀღწერა — (აღვსწერ) თჳთოეულად დაწერა.

Ⴀღჭურვა — (აღვსჭურავ, აღვიჭურვი) განმზადება საომრად საჭურველითა.

Ⴀღხდომა (აღვხდები) მაღლა ასლვა.

Ⴀღხილვა — (აღვიხილავ) თუალთ განღება // მაღლა ახედვა.

Ⴀღხმა — (აღვახვამ) გაღება // (აღვიხუამ) აღება.

Ⴀღხოცა — (აღვხოც) აღსპობა, უჩინო ქმნა.

Ⴀღსნა — (აღვხსნი) აშვება // განმარტება, თარგმანება.

Ⴀყვანა — იხილე აღყვანა.

Ⴀყირო — კვახი; ნახე Ⴂოგრა.

Ⴀყაყი

Ⴀყიყი — აღატი, აქატი, ახატი.

Ⴀყრა — (ავჰყრი, ავიყრები) სხუაგან გარდასხლება // აძრობა, აცლა.

Ⴀყუდება — (ავეყუდები).

Ⴀშარული — ლერწმის კალთა (Ⴘარაგულთან ნახე).

Ⴀშენება — (ავაშენებ, ავშენდები) აგება (აღშენება ნახე) // გამდიდრება, გაჩენა სახლკარისა, მამულისა და სხ.

Ⴀშიკი — აშუღი არაბულად ტრფიალი.

Ⴀშიკობა — აშუღობა ტრფიალება.

Ⴀშკარა — ცხადი, საანჯმნო.

Ⴀშკი — მავთული, მეტალთაგან გაწეული მკედი.

Ⴀშკმა — შკმობა (ვაშკმობ) (ნახე Ⴀღშმა).

Ⴀშლა — (ავშლი, ავიშლები) არევა ან მიმოფანტვა // (ავშლები) ითქმის სენთათჳს, ე.ი. მოუვლის.

Ⴀშლილობა — არეულობა, დახსნა ზავისა და ერთხმობისა.

Ⴀშრიალი — ქორის დასაჭერი ბადე თავსდასაცემი (ნახე Ⴁადესთან).

Ⴀშუპება — (აშუპდების) გასივება, დაჯირჯვება.

Ⴀჩაჩა — ოქოქა (ნახე Ⴄრქუანთან).

Ⴀჩემება — (ავიჩემებ) დაჟინებით გამოკიდება რისამე საკეთილოდ თუ საავოდ.

Ⴀჩრდილი — ჩრდილი.

Ⴀჩქარება — (ავაჩქარებ) დაშურება.

Ⴀჩხორვა — (ავსჩხორავ) ურიგოდ დაწყობა რისამე.

Ⴀცილება — (ავიცილებ, ავსცილდები) თანაწარხდომა.

Ⴀცმა — (ავაცვამ) აგება, ზედ ჩამოცმა.

Ⴀცორვება — (ავსცორდები) აბღოტება, შეღმა შეგლენა.

Ⴀცრა — (ავსცრი) გაცრა, აღცრა // (ავუცრი) დასერვა, აჭრა ყუავილისა.

Ⴀძრობა — (ავაძრობ) კანის გაძარცვა, გახდა, აყრა.

Ⴀწ, აწე — ახლა.

Ⴀწევა — (ავსწევ) მაღლა აზიდვა, [ავაწევ, ავაწივე, აღმა ძლივ ავალ].

Ⴀწინდელი — ახლანდელი, ამ ჟამისა.

Ⴀწურვა — (ავსწურავ) აკრეფა, მაღლა აწევა.

Ⴀჭარა — ეწოდება თემსა; აჭარული ბრინჯი, ასლი.

Ⴀჭიმი — ჭიმი, ან პირმონასკული თოკი ცხენის მოსაჭირები.

Ⴀჭინარი — ბარული ფეტვთ ჩამოსაკიდი.

Ⴀჭრა (ავსჭრი) — ათლა, ასერვა, ასკვეთა // (ავუჭრი) ყუავილის აცრა, // (ავიჭრები) საჩქაროდ მაღლა ასლვა // (აიჭრება) რძის აშრატება, ხაჭოდ შექმნა.

Ⴀხ! — შორისდებული სავაებო.

Ⴀხალგაზდა — ყმაწვილი, ანუ ცხოველი შეღერებული.

Ⴀხალთესლი — დიკა.

Ⴀხალი — აწინდელი, ამ ჟამისა.

Ⴀხალკჳრა — თომას კჳრიკე, აღდგომის სწორი.

Ⴀხალნერგი — ხე ახლად დარგული.

Ⴀხალწელიწადი — დასაბამი, ანუ პირველი დღე წელიწდისა.

Ⴀხატი — აღატი, აქატი.

Ⴀხდენა, ახდომა — (ახდების) აღსრულება.

Ⴀხედვა — (ავხედავ, ავიხედავ) მაღლა შეხედვა.

Ⴀხირება — (ავიხირებ) მიბრჯნა, დაჟინება წინდაუხედავად.

Ⴀხლა — ეხლა, აწ, ამ ჟამად.

Ⴀხლეჩა — (ავხლეჩ) აგლეჯა, აძრობა.

Ⴀხლო — ახლოს არა შორს.

Ⴀხლო-მახლო.

ႠხმაႠღხმა ნახე.

Ⴀხო — სახნავად გაკაფული ჭალა.

Ⴀხოვანი — ბრგე, ტანოვანი, ძლიერი, გულოვანი.

Ⴀხოვნება — გულოვნება, ძლიერება.

Ⴀხორი, ახური — ცხენთ ბაგა.

Ⴀხს — (მახს, გახს, ახს) ახლავს, ახლოს არს.

Ⴀხსნა — (ნახე Ⴀღსნა, Ⴀხსნილი) დაუბმელი.

Ⴀხტა — ცხენი აჯილღა, ანუ სახედარი მამალი, დედალს ეწოდება ხრდალი და ჭაკი (ნახე Ⴚხენთან).

Ⴀხტაპოტი — (ნახე Ⴀპოხტი) ლორი.

[Ⴀხური — ნახე Ⴀხორი]

Ⴀხურმაგი — თოფრა ხართ პირის შესაკრავი, რათა ძნა ვერ შესჭამონ.

Ⴀჯა — (ვიაჯი, ვეაჯი, ვეაჯები) ვედრება, ხვეწნა, თხოვნა // (ვუაჯებ) აჯის შესმენა, გავლენა, გაკითხვა.

Ⴀჯეჯი — აძეძი აბრეშუმის ნაძირალი, მელნის ჩლა.

Ⴀჯილღა — ახტა, ცხენის კურატი.

Ⴀჯიღა — ჩადრი, თერისტრო, ქალთ მოსაფარი თეთრი ზეწარი.

Ⴀჯიღოსანი — ჩადრიანი, ჩადრმოსხმული.

Ⴀჰა! — შორისდებული ჩვენებითი; აი, აგერ.

Ⴀჰა ესერა! — იგივე.

— წინარე ასოსა რ ზოგჯერმე შეიცულების მ ანუ პ, ბრუდე — მრუდე, ბრჯა — მჯა, ბრპენი — პრპენი, ბრკე — პრკე, ბრტყელი — პრტყელი, ბრჭული — პრჭუალი, ბრწყალი — პრწყალი, ხოლო ზოგჯერ სრულიად დაიტევების ასო რ, ვითარ: ბრძანება — ბძანება, ბრჭე — ბჭე, ბრჭუალი — ბჭუალი, ბრდღვილი — ბდღვილი და სხ. Ⴉუალად ბ თჳნიერ ასოსაცა რ შეიცულების მ ანუ პ და ფ-ზედა, ვითარ: ბზინუარე — მზინუარე, მუწუკი იმერულად ბუზუკი, ბუწუკი, ბილწი — პილწი, ნაბერკალი — ნაპერწკალი, ებისტოლე — ებისტოლე, სეფიკვერი — სებისკვერი.

Ⴃა ზოგჯერ ბ დაერთვის ლექსთა თავსა, ვითა თქმულ არს მ-თჳს, დასაშვენებლად ანუ თჳნიერ საჭიროებისა, ვითარ ჟირი — ბჟირი, ჟუვილი — ბჟუვილი, დღვილი — ბდღვილი და ბრდღვილი.

Ⴁაასი — (ვბაასობ, ვებაასები) ბაასობა, ცილობა, პაექრობა, ლაპარაკში შებმა.

Ⴁაბა — ჩჩვილნი ესრეთ უხმობენ პურსა.

Ⴁაბაჭუა — ობობა დედაზარდლისა.

Ⴁაბილო — რქა ვაზთა და სხვათა ნერგთა, ანუ შიმალი.

Ⴁაბრი — ჯიქი, წავი, {სფარსთ ენაა, ქართულად ჯიქი ჰქვია (ნ) — Ⴑაბას ლექსიკონი}

Ⴁაბუა — იმერულად პაპა.

Ⴁაბღანი(მფრ.).

Ⴁაგა — ახალი ვენახი, ჩაყრილი წიდნები.

Ⴁაგა — გომურთა შინა კედელს წინ მიჭენებული ადგილი დაბმულთა ხვასტაგთა საჭმელის ჩასადებად.

Ⴁაგა — და ბაქანი შეჭრილთა კედელთა ძირი წინ წამოზეული თაროსავით რაგინდარას შესადგმელად სახლთა შინა.

Ⴁაგე — მრავლობით ბაგენი კაცთა პირის ორნივე ლაშნი. // Ⴉიდური ნავისა. // Ⴉიდური მდინარისა, ტბისა და მისთანათა.

Ⴁაგინი — აღმართული სახე თაყუანის საცემელად.

Ⴁაგირი — მსხვილი თოკი (Ⴑაბელთან ნახე).

Ⴁადაგი — მოდუღებული ტკბილი (ნახე Ⴖვინოსთან).

Ⴁადახშანი — (ნახე Ⴁალახშინი).

Ⴁადე — ზოგადი სახელი მკედთა, ანუ მავთულთა თუალედად გამონასკულთა. // Ⴇევზთა სანადირონი ბადენი არიან: სათხეველი, სახვეპელი, სასროლი, ზეღმა, კოვზი, ოსარო, პეტაკი, სალიკი, ფარონი, ღრიპონი, ჩიჩქინური, ხელბადე, ხოლიხი და მისთანანი. // Ⴋფრინველთანი: აშრილი, ოჯოჯი, ფაცერკოდი, ხოლო ნადირთა — ასმენაკი. ესენი იხილენ მახესთან. // Ⴋაქმანი, ანუ ნაქმანი არს ჭრელად ნემსული თავსაბურავად ქალთა ანუ კისერს მოსახვევად, გინა აბრეშუმის კარავი, ოქრო მოპიტალებული სამშობიაროდ. // Ⴁადედ ითქმის ქსელი დედაზარდლისა.

Ⴁადება — (ვბადებ, ვიბადები) ნახე დაბადება და კუალად მაბადია და ბადუა.

Ⴁადენი — ლევიტელთ შესამოსელი სპეტაკი ანუ სახოვანი.

Ⴁადვა — ბადება (ნახე Ⴁადუა).

Ⴁადია — დიდი ჯამი, რომლითაც ნადიმთა შინა მოიღებენ წნოვანთა და მუნით განუყოფენ მენადიმეთა.

Ⴁადიანი — ბალახია სამკურნალო.

Ⴁადიმი — ორმოს პირი ამოგებული ხეებითა ოთხკუთხედ.

Ⴁადისპირი — გალატოზის ლარო.

Ⴁადიში — შვილის შვილი.

Ⴁადრაგა — მატარებელნი მოგზაურთანი უვნებელად მეკობრეთაგან.

Ⴁადრი — გავსილი მთუარე.

Ⴁადრიჯანი — ბადლიჯანი.

Ⴁადუა — (ვბადავ, ვბადებ) შექმნა, გაჩენა წარმოება.

Ⴁავთი — სავალალოს ამბვის მოთხრობა [მობავთე ამგუარის მოამბე; საბავთო სავალალო]

Ⴁავლი — გასამარათვის ქორისაგან პირველ დაჭერილი მფრინველი.

Ⴁავრაყი — ბაირაღი.

Ⴁავრუკი, ბორაკი — ტბის ხაშურია, ოქრომჭედელთაგანხმარებული ოქროს დასადნობად, ვითა ნიშადური კალის დასადნობად.

Ⴁაზარი — საფარდულო, სავაჭრო ადგილი.

Ⴁაზი — სომხურად ქორს ჰქვიან, ხოლო ქართულად ეწოდების ზოგად მონადირეთა მფრინველთ: ქორთა, შავარდენთა, მიმინოთა და მისთანათა, რომელთაც ნემესიოს ორბად სახელსდებს.

Ⴁაზიერი — დამგერშველი და ზედამხედველი ამა მფრინველთა.

Ⴁაზიერთუხუცესი — უფროსი ბაზიერთა.

Ⴁაზმა, ბაზმაკი — სანათი, სანთელი ანუ კანდელი.

Ⴁაზმანდი — თილისმით შელოცვა დაწერილი (ნახე Ⴒილისმა).

Ⴁათალი, ბაითალი, ბეითალი ანუ პეიტარი — ცხენთ აქიმი.

Ⴁათმანი — 5 ჩარექი (Ⴑაწონთან ნახე).

Ⴁაია — გუგათუალისა, შავი, მრგუალი საშუალსა შინა, სადაცა არს მხედველობა.

Ⴁაია — რტო, ნოშო ფინიკისა, ანუ დანაკის კუდისა.

Ⴁაია, ბაო — ჩჩვილნი ესრეთ უწოდებენ ურთიერთსა.

Ⴁაირაღი — დროშა, ალამი.

Ⴁაკანი — ხის ჯამი. // Ⴉუვის ბუდე, რომელსა ძუალი სრულიად გარემოვლებული გარდა თავისა და ფეხების ადგილისა (ნახე Ⴕერქი და Ⴒყავკეცი).

Ⴁაკი — მრგულად მოვლებული ღობე ან ფიცრული ხვასტაგთ დასაყენებელი (Ⴆღუდე ნახე). // Ⴋზისა ანუ მთოვარის გარემო ზოგჯერმე ხილული ნათლის სარტყელი.

Ⴁაკლა — ხნდური ცერცვი, ფახლა [არაბ.].

Ⴁაკუნი — ფეხის ხმა, ბასტანი.

Ⴁალავარი — საძირკულის ქუანი დიდ-დიდნი (ნახე Ⴕუა).

Ⴁალაზინი, ბალზამი — სუნნელი და სამკურნალო ზეთი.

Ⴁალამწარა — გარეული ბალი.

Ⴁალანი — თმა ოთხფერხთა რომელთამე ცხოველთა (ნახე Ⴇმასთან).

Ⴁალანტი — მცირე პარკი (ნახე Ⴅაშკარანთან).

Ⴁალასინი — ბალაზინი.

Ⴁალახანა — სახლთა შინა ჭერის ქვეშ გადიცრული ადგილი რაგინდარას შესანახავი.

Ⴁალახვარდი — წყლის წიწმატი.

Ⴁალახი — მოლი, მწუანე მდელო მინდორზედ მდგომი, ან გათიბული, და რა გახმეს, თივა ეწოდება.

Ⴁალახში ან ბადახშანი — ლალი უმჯობესი.

Ⴁალბა — ბალუქი, კორკოტანა.

Ⴁალბალუკა

Ⴁალზამი — ბალაზინი, ვალსამონი.

Ⴁალთა — მრავლ. ბალთები, ფართო აბზინდა შესაკრავი ზოსტერისა, ქამრისა, ხრმლისა და მისთანათა.

Ⴁალთვა — (ვბალთავ) ხშირად დაჭრა, დაკოდვა, დასერა.

Ⴁალი — .

Ⴁალიოზი — ელჩი (ნახე Ⴋოციქულთან).

Ⴁალიში — თავის ქვეშ სადები სასთაული დასაძინებლად. // Ⴞვეტთა, ბოძთა და მისთანათა თავს შესადგმელი ქუა ან ხე, ბუღაური.

Ⴁალნურა — ცხენის სახურავი ღაზლისა.

Ⴁალფოში — სკლატის საფენი.

Ⴁალღამი ანუ ფელგამი — ოთხნი ბალღამნი მოიხსენებიან Ⴈ. Ⴃამასკელის წიგნსა შინა და არიან აგებულებასა შინა კაცისასა და სხუათა ცხოველთასა იგივე, რაჲცა ხილულსა სოფელსა შინა ოთხნი ნივთნი: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, რომელთაგან შენივთებულ არს გუამიცა კაცისა და არა იქმნების ესრეთ თანასწორ შეზავება მათი, რათა ერთი რომელიმე არა სჭარბობდეს მეორეთა და ესრეთ, ვისცა სჭარბობს მიწა, მას ეწოდება მიწის კერძი, ანუ მელანხოლიკოსი (μελάνος — შავი და χόλη — ნაღველი) თჳსება მისი არს მძიმე, დაფიქრებული, ანუ სევდიანი, ვისცა სჭარბობს წყალი, მას ეწოდება ფლეგმატიკოსი (φλεγματικός) და აქუს თჳსება გულგრილისა, ვისცა სჭარბობს ჰაერი, მას ეწოდება ხოლერიკოსი (χολεριικός), აქუს თჳსება ქარიანი და მხიარული, ვისცა სჭარბობს სისხლი, მას ეწოდება ცეხლის კერძი ან სანგჳნიკოსი (Sanguinicus, ხოლო Sanguis სისხლი), თჳსება მისი არს მრისხანება ანუ გულფიცხელობა. Ⴞარისხნი სიჭარბისა მათისანი არიან სხვადასხუა, რომელ ვიეთთა შორის იქმნებიან ფრიად გარდამეტებით და სხუათა შორის მცირედ და ძვილ შესამეცნებელ. Ⴍთხნი ესე არიან სახენი საზოგადოდ, ეწოდება მათ ლათინურად ტემპერამენტი, და ბალღამი (φλέγμα, არაბულად ნაზლა), ხმარებულ არს ნათესავის წილ. ოთხნი ბალღამნის მაგიერ ჯერ არს თქმად ოთხნი ტემპერამენტნი: მელანხოლია, ჶლეგმატიკა, ხოლერიკა და სანგვინიკა. Ⴞოლო შინაგანისა აგებულებისა დაწყობილება არს ესრეთ; მიწის საცავი არს ელენთა, წყლისა — ნაღველი, ჰაერისა — ფილტჳ და სისხლისა — გული და ღვიძლი. Ⴄსენი Ⴑაბას აღუწერია ლექსსა თანა რევმა, ρεΰμα.

Ⴁალღი — მჭლე საკლავი (ნახე Ⴚხოვართან).

Ⴁალღოჯი — მჟავე ბალი, ალუბალი.

Ⴁამბა, ბამბაკი — მცენარე გამომღები სასთველის ნაძენძისა, რომლისაგანცა გაკეთდებიან სხვადასხუანი ნაქსოვნი.

Ⴁანაკი — გუნდი სპისა, ლაშქარი, მხედრობა. // Ⴊაშქართა სადგური, ბინა ურდო.

Ⴁანდი — უხმარი ძონძი. // Ⴜვრილი თასმა სახლატავი. // Ⴐომელიმე სენი ხვასტაგთა.

Ⴁანდული — ლანჩებდაწნული ფეხსაცმელი.

Ⴁანვა, ბანება — (ვჰბან, ვაბანებ, ვიბან, ვიბანებ) გარეცხა ტანისა წყალში.

Ⴁანი — ერდო, სართული სახლისა. // Ⴉომლის ასავალი კერისა, ბუხრისა.

Ⴁანი — გალობაში ანუ საკრავში დაბალი და ბოხი ხმა.

Ⴁანოვანი — თავადთ დედა, ანუ საპატიო სახელი ქალთა (ნახე Ⴃედუფალი).

Ⴁანჯული — ცუდი და გრძელი ბალანი (ნახე Ⴇმასთან).

Ⴁაო — მცირე ჩჩვილი (ნახე Ⴁაია).

Ⴁაჟბაჟი — ჩანჩალი (Ⴑიარულში ნახე).

Ⴁაჟი — ხარკი, მიზდი ტჳრთისა და სავაჭროთა.

Ⴁარათი — მცირე ნაწერი (ნახე Ⴜერილთან).

Ⴁარამბო — ფუტკართ მოლი.

Ⴁარამჩაი — .

Ⴁარასტი — .

Ⴁარაქა — დალოცვა, კურთხევა, მადლი, უხვება, სავსება, ლექსი ესე მიუღიათ არაბთა ებრაულიდამ, რომელია ბარუქ, ბარაქია, ე.ი. კურთხეული ან მადლიანი. Ⴀმისგან ითქმის ბარაქ-ალლაჰ, გაკურთხოს ღმერთმან, ანუ ქართულად ღმერთმან გიშველოს.

Ⴁარბაროსი — წარმართი.

Ⴁარბაცი — (ვბარბაცებ) ტორტმანი უფრორე მთურალისა.

Ⴁარბითი — მუღნი

Ⴁარგი — სახმარი გზისა, საფენი, ავეჯულობა და მისთანანი.

Ⴁარდა — ცერცვის გუარია.

Ⴁარდანა — თალისა, ძაძის ტომარა ბზისა ან ბამბის შთასადებელი. // (Ⴁარდნის) ითქმის თოვლზედ, რაჟამს მსხვილად მოდიოდეს.

Ⴁარდღალა — გრძელი ჭუა მრავალფეხი.

Ⴁარე — კიდეც.

Ⴁარემ, ბარემც — მაინც, მაშასადამე, ანუ კარგარამ.

Ⴁარება — (ვაბარებ) დავედრება, დაბარება, მიბარება.

Ⴁარვა — (ვბარავ) მიწის თხრა ბარით.

Ⴁარი — რკინის ნიჩაბი პირიანი, ფეხის დადგმით სათხრელი.

Ⴁარი — ვაკე ადგილი მთის ძირში.

Ⴁარისპირა — .

Ⴁარკალი — თეძოს ქვეშეთი ძუალი. // Ⴑაკლავთ ნაოთხალი ფეხი, ვითარ წინა ბარკალი, უკანა ბარკალი, ფეშხოს ნახევარი.

Ⴁარტყი — ბღარტი მართვე მფრინველთა, ანუ წურილთა ცხოველთა. // საკერავში ჩაგდებული პატარა ნაჭერი ან აზღუდი.

Ⴁარტყულა — მონაზონთ კუნკულის გასაფარებელი ვარშამანგი.

Ⴁარულა — ხის ბარი, სათხრელი.

Ⴁარული — აჭინარი, ფეტვთ ჩამოსაკიდი.

Ⴁარქაზი — გემი, დიდი ნავი.

ႡარცმანუკიႫელისკუდა ნახე.

Ⴁარძაყი — მსხჳლი ბარკალი, თეძოს სიმსხოება.

Ⴁარძიმი — ფეხმაღალი სასმისი, საკუთრად ეწოდების საეკლესიოსა სიწმიდის ჭურჭელს.

Ⴁარჯი — სათევზაო გრძელი ჯოხი რკინის კავიანი.

Ⴁარხანა — ნახე Ⴁარგი.

Ⴁასრი — ფოლადი, რკინა. ბასრი ხმალი.

Ⴁასრობა — (ვბასრობ) გარდამეტებული კიცხევა, აგდება.

Ⴁასტანი — მაღლიდამ ჩამოვარდნილის რბილის დაცემის ხმა.

Ⴁატასინი — ზღვის იხვი.

Ⴁატი — ღერღეტი.

Ⴁატკანი — ჩჩვილი კრავი (ნახე Ⴚხოვარტან).

Ⴁატკი — ჩჩვილი თიკანი.

Ⴁატონი — მეპატრონე, უფალი.

Ⴁაქანი — შეჭრილის კედლის მცირე რამ ვაკე.

Ⴁაქი, ბაქები — ზავთი, მუქარა, ანუ ტრაბახი.

ႡაქმაზიႫურაკი ნახე.

Ⴁაღა — კუს ბაკანი, გათლილი სავარცხლად, კილოფად და სხ.

Ⴁაღანა — მცირე ტყვე.

Ⴁაღვა — (გაბაღვა და გაბაღლარავება) გლეჯა, გაგლეჯა.

Ⴁაღი, ბაღჩა — სამოთხე, წალკოტი, ხილნარი, მტილი ხეხილთა.

Ⴁაღლინჯა

Ⴁაყაყი — მცირე გომბეშო ხმელისა.

Ⴁაყილო — მდაბიოთა ესრე წაუხდენიათ ლექსი Ⴁაბილო.

Ⴁაყლი — შალალი წათხი, თხრიმლი, ჩირქი წყლულისა.

Ⴁაცქი — ნახე Ⴁატკი.

Ⴁაძი — სხვის საქმის მოქმედი.

Ⴁაწარი — მსხვილი ღაზლი შეგრეხილი (Ⴑაბელთან ნახე).

Ⴁაჭია, ბაცაცი — კურდღლის შვილი.

Ⴁახალა — მართვე, ყორანთა, ჭილყუავთა, კაჭკაჭთა და მისთანათა (ნახე Ⴋარვესთან).

Ⴁახტა, ბახტაკი

Ⴁახჩა — ბაღჩა, ბაღი

Ⴁგერა — ხმა უსულოთა ნივთთა, ვითარ ქარისა, წყალთა, ეტლთა სლჳსა ანუ საკრავთა და მისთანათა.

Ⴁგოლვა, ბგოლვილი — ნახე გბოლვა, გბოლვილი.

Ⴁდვილი, ბღდვილი, ბრდღვილი — ნახე Ⴃღვილი.

Ⴁდვინუა, ბდჳნუარება — .

Ⴁდღუნა — (ვბდღუნი) დაკლულთ მფრინველთ გაწიწკნა.

Ⴁე, ბეი — არამონი.

Ⴁებერა — აბურცებული, აშუპებული ადგილი.

Ⴁებერი — ბერი დიაცი, დედაბერ.

Ⴁებია — მამისა ან დედის დედა. // Ⴋეანი, დედათ მოურავი, ყრმის ამჭმელი.

Ⴁებკი — ძონძი, ბებკული ძონძის ნაკერები.

Ⴁებლი — გრძნების მოქმედი.

Ⴁეგარა — მებატონის სათხოვრისა და სამუშავოს აღსრულება.

Ⴁეგვა — (ვბეგუ, დავბეგუ) გალახვა ჯოხით. // Ⴋარცვალთა გამორჩევა ჯოხის ცემით ჩენჩოსა და თავთავთაგან.

Ⴁეგთარა — მორკინული ჩასაცმელი საომარი (ნახე Ⴟავშანთან).

Ⴁეგი, ბეგობი — პატარა გორა.

Ⴁედაური — ცხენი გუარიანი, ანუ ჰუნე (Ⴚხენთან ნახე).

Ⴁედეკი — დარღვეული ნაპრალი.

Ⴁედენა — იმერულად სხუაობა, თაფაუთი.

Ⴁედი — სვე, ხვედრი, მოსასვლელი ვისზედმე კეთილი ან ბოროტი, ბედისწერა.

Ⴁედითი — ცუდი, უხამსი, უგვანი.

Ⴁედისწერა — განჩინება ბედისა.

Ⴁედნიერი — კეთილის ბედის მქონებელი.

Ⴁედნიერი — მუწუკი ფრიად მანკიერი (ნახე Ⴀნთრაკი)

Ⴁევრეული — მრავალრიცხჳ.

Ⴁევრი — მრავალი (ნახე Ⴓმცირესი). // Ⴜერილთა შინა ათიათასი (ნახე Ⴓშტი).

Ⴁევრჯერ, ბევრჯელ — მრავალგზის, მრავალჯერ.

Ⴁეზარი — {ბეზარი — შემაწყენელი, გამაბეზრებელი, ნახე აბეზარი, ბეზარს მოყვანი, — Ⴃავით Ⴙუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი}.

Ⴁეზეკი — ელუარე, ნათლიერი

Ⴁეზირგანი — ნახე Ⴃიდვაჭარი.

Ⴁეზღება — (ვაბეზღებ) დასმენა, შესმენა.

Ⴁეი — ნახე ბე.

Ⴁეითალი — ნახე Ⴁათალი.

Ⴁელადი — ეტიკი, მატარებელი, გზის მცოდნე.

Ⴁელეკონი — კალანოსი, თერევინთო, ჩათლაქუჩი, ხერკინა.

Ⴁელზებული — მთავარი ეშმაქთა. {ba al zebub ებრაულად «ცეცხლთა მბრძანებელი»}.

Ⴁელი — დათვის ბოკვერი.

Ⴁელიასი — ებრაულად ეშმაკი, ავი, მავნე.

Ⴁელტი — კორდის მონაკვეთი, მიწა ბალახიანი, კუშა.

Ⴁელდარი — ღარის ხიდი, ხეეზედ გადებული ღარი რუს გასატანად.

Ⴁელდოჯი — კედელში ფუღურო.

Ⴁემი, ბემონი — (Ⴒჳკი ნახე)..

Ⴁერა — დანიშნული ადგილი დასადგომელად გაჯუფთებულთა მორბენალთაგან და ეგევითართა მოთამაშეთა (Ⴠელა ნახე).

Ⴁერვა — (ვჰბერავ, ვუბერავ) სამშვინველით ან საბერველით ცეცხლის ანთება და გაძლიერება. // ნესტუთა და ორღანოთა შთაბერვით ხმის გამოღება და ძნობა (ნახე Ⴃაბერვა). // თხიერი ავსება ჰაერითა. // ქართ ქროლა.

Ⴁერი — მოხუცებული, ხანდაზმული, ბერი კაცი. // მონაზონი, შავით მოსილი. // უფროსი, ვითარ ხევის ბერი.

Ⴁერიკაცი — მოხუცებული მდაბიურად.

ႡერილოსიႡივრილი ნახე.

Ⴁერტყა, ბღერტა — (ვბერტყ, ვბღერტ) ქნევა საფენთა ანუ ტანისამოსთა, გინა ჯოხის ცემა მტვერის გასაცვნელად.

Ⴁერწი — უზვი, მდედრი არა მშობელი.

Ⴁეღო და ბეღელი — სახლი საძნე ანუ საცავი მარცვალთა და ფქვილთა, ვითარ ამბარი, ორმო, ხარო, უმცირესს ეწოდება ხელამბარი და მის უფროსს — ჯიროლა.

Ⴁეჩი და ბეცი — ცეტი <გასტერებული (ხშირად იხმარების წოდებითად ბეჩავ).

Ⴁეცება — (ვებეცები) ცეცება (Ⴑირუში ნახე).

Ⴁეწვი — ერთი მკედი თმათა, ბალანთა და მისთანათა (ნახე Ⴇმა).

Ⴁეწვი — და ბეწვეული მაღლის ფასის ტყავნი მხეცთა და ნადირთანი, გარდასაკრავნი ტანისამოსთა ზედა სითბოსთჳს.

Ⴁეწვის — კალამი სამხატუარო გამოსაწერი სახეთა.

Ⴁეჭედი — სამკაული თითთა. // Ⴋოჭრილი ღერბსა ზედასახელი ვისიმე, რომელსაც დაასმენ სიგელთა ზედა და მოწმობათა, ხოლო მოწერილობათა დასტჳფრევნ მის მიერ გარედამ. // Ⴌიშანი რომლისამე სულიერისა საიდუმლოსა, ვითარ ბეჭედი ნიჭისა სულისა წმიდისა, ე.ი. მჳრონი. // Ⴁეჭედი ეწოდების სტამბათა შინა გამოსრულთა წიგნთა, არა ხელნაწერთა.

Ⴁეჭდის მცველი — მნე ბეჭდისა.

Ⴁეჭდვა — (ვბეჭდავ) დატჳფრვა.

Ⴁეჭვა — (ვბეჭავ) ჩაბეჭვა, ქსოვაში ჩაკურა.

Ⴁეჭტ საშუალი — მხართა შორის ადგილი.

Ⴁეჭი, ბეჭები — ტანსა შინა ცხოველთასა ორნი ფიცარნი ძულისანი მხართა ქვეშა ზურგით კერძო.

Ⴁეჰემოტი — ზღჳს კამბეჩი.

Ⴁზა — ბზის ხე (Ⴁაია ნახე).

Ⴁზაკუნი — (ებზაკუნება, მიებზაკუნება) უშვერი სლუა (ნახე Ⴑირულში).

Ⴁზარვა — დახეთქა (ნახე Ⴁძარვა).

Ⴁზარი — თოვლი ყინვისაგან დაბზარული (Ⴇოვლთან ნახე).

Ⴁზე — ნალეწი ძნათა პურისა და ქერისათა.

Ⴁზეწვია — .

Ⴁზიკი — .

Ⴁზინვა — (ბზინავს, ბზინვარებს) ელვარება ჭიქათა, მეტალლთა და მისთანათა.

Ⴁზინვარება

Ⴁზობა — ბაიაობის კჳრა, რომელია დღესასწაული ქრისტეს შესლჳსა Ⴈერუსალიმად.

Ⴁზუვილი — ბუზთ ხმიანობა (ბუზი ბევრი ბზუვის, ფუტკართან ყველა ტყუვის).

Ⴁია — გარეული წურილი კომში.

Ⴁიბილო — თავთა და ყბათა ქვეშე მფრინველთასა ამოსული ხორცი წითლად სავარცხელივით.

Ⴁიბინი — (ბიბინებს) ქარისაგან მოძრავობით ფერდფერადობა მდელოთა.

Ⴁივრილი, ბივრიტი, ბერილოსი, ბერილიონი, ბერილჳონი — ცისფერი თუალი ზღუათა შინა პოვებული.

Ⴁიზი — მოკლე პალო მიწაში დასარჭობი სროლით სათამაშო ყრმათა.

Ⴁიზოვანი — თივა აბრეშუმის მსგავსი.

Ⴁილიკი — ვიწრო გასავლელი (ნახე Ⴂზათან).

Ⴁილწი, პილწი — არაწმინდა, საძაგელი, საზიზღი

Ⴁინა — დანიშნული სადგომი ანუ სამყოფი ადგილი ვისიმე. // Ⴑაფუძველი, ვითარ ამ საქმეს ბინა არა აქუს.

Ⴁინიანი — საფუძვლიანი.

Ⴁინდი — შეღამება, დღის დასასრული და ღამის შემოსლვა.

Ⴁინძური — ნებსით მცონარი.

Ⴁიჟიკი და ბიჟინა — ირმის ნუკრთ სახელი და ხადილი მათი.

Ⴁირება — ვაბირებ) მოცთუნებით მონადირება, მოზიდვა გაძრახება.

Ⴁირილჳონი — ბიროლი (ნახე Ⴁივრილი).

Ⴁირთჳ — მრგუალი ბურთი, ანუ ზარბაზნის გულა.

Ⴁირკი — ოქროს ღილი, ანუ ჭდე.

Ⴁისონი — ძველებურად ქსოვილი რამე ელვარე (Ⴆეზი ნახე). // Ⴑამღუდელთმთავრო შესამოსელი გარედამ.

Ⴁისტი — ფიფანური (ნახე Ⴔოლი).

Ⴁისტი — თუალში ფრჩხილი.

Ⴁიცი — მლაშე მიწა უნაყოფო.

Ⴁიძა — მამისა ანუ დედის ძმა.

Ⴁიწი — მანკიერება, ანუ ნაკლებობა.

Ⴁიჭი — ბოშვი, ბოვში, ბიჭები.

Ⴁიჯება — (ვაბიჯებ) ბიჯის გარდადგმა, ნაბიჯით სიარული.

Ⴁიჯი — ერთის ფეხის გარდადგმა და ნაბიჯი მეორის გარდანცულება რომელ ორივე ერთად შეიქმნას 5 ტერფი ფეხისა, ანუ ერტჳ მხარი, ხოლო ლაჯი ფეხების გაშორებით დგომა ერთს ნაბიჯზედ.

Ⴁლაგვი — ბოკო, ჩლუნგი, გაულესავი, დალაბრა.

Ⴁლანდვა — (ვბლანდავ) ხლართვა, ჩმახვა, საჩქაროდ მიბმა-მობმა. // Ⴓთავბოლო ლაპარაკი.

Ⴁლანტი — მოსქე სასმელი ანუ ღვინო. // Ⴋფრინველი მძიმედ მფრინავი.

Ⴁლარდნვა — (ვბლარდნი) შებლარდნა, გახვევა, შეხვევა.

Ⴁლარჯი — ხმიადი (სომხურისაგან ბარაჭ), ბლარჯობა უცომოების კჳრა.

[Ⴁლენცარა — ნახე Ⴂვიმრა]

Ⴁლიგვი — ბლაგვი, ჩლინგი.

Ⴁლიკვი — ქისტი (ნახე Ⴋუჭი), ბლიკუნა (ვბლიკუნი), ქურჯუნა, ჯგულემა.

Ⴁლისტი — სათავისთავო ანუ სახალხო აგარაკი, ხოდაბუნი და მისთანანი (ნახე Ⴞასი).

Ⴁლუ — ენაბორძიკი, ენაჩლინგი.

Ⴁმა — (ვაბამ) კრვა, მიკრვა, შეკრვა.

Ⴁმო დიდი — მუწუკი.

Ⴁნდუ — ბნელად საჩინარი ან მიუმხუდარი უკუნი.

Ⴁნედა — (ვბნდები) ჟამად გრძნობისა და ცნობის მიხდა. // Ⴑენია ჟამითი ჟამად მომსლველი.

Ⴁნედიანი — ამავე სენით გვემული.

Ⴁნევა — (ვაბნევ) ფანტვა, დაბნევა.

Ⴁნელითი — ბნელი ადგილი (ნახე Ⴑაყრობილესთან).

Ⴁნელი — ნათლის მოკლება.

Ⴁობოლი — დიდი ჭია.

Ⴁობღანი — დაირა, დაფი, ტყავგადაკრული საკრავი. // Ⴑხვაგან უხმარიათ ნაცულად ქნარისა, ვითა ებანიცა.

Ⴁობღვა, ბორდღვა — ოთხზედ სიარული (ნახე Ⴑიარულში).

Ⴁოგა — მცირე ხიდი მიწადაყრილი, ბოგირი მოდიდო ხიდი ან საგუბარი.

Ⴁოგანო — უაგარაკო გლეხი, ეული, ტაბარუკი.

Ⴁოგანო — მოსავალთ მავნე მწერი.

Ⴁოდიში — სიტყჳთ და საქციელით კაცის სიამოვნება, ანუ დაურვება გულნაკლებობისა.

Ⴁოდვა — (ვბოდავ) როტვა, ბლანდვა, უქმი ლაპარაკი. // Ⴓგზოდ სიარული.

Ⴁოვრი — დიდი ბუზი.

Ⴁოზა — ფეტვის ბურახი.

Ⴁოზი — როსკიპი.

Ⴁოიკი — ორი წლის ხარი (ნახე Ⴆროხასთან).

Ⴁოკვერი — ბოხვერი მოზდილი ლეკვო ლომთა, ვეფხთა და მისთანათა.

Ⴁოკვი — კორაფი, ქორაფი.

Ⴁოკილი და ბოკელი — ქორის ფეხსაბამი თასმა ან ზონარი ვითა ბორკილი.

Ⴁოკლვა — მობოკლვა ოქროს თმათ შემოხვევა მკედთა ზედა, ანუსხუათა მეტალლის აშკთა, გინა ქადათა ზედა ცომისა და ეგევითართა.

Ⴁოკო კ — იდურნაცვეთი იარაღი.

Ⴁოლად — ბლომად, მრავლობით, სავსებით.

Ⴁოლი — კუამლი; ბოლება (ვაბოლებ) აკომლება.

Ⴁოლო — საქმისა ანუ ჟამის დასასრული. // Ⴉუდი მფრინველთა, თევზთა, გველთა და მისთანათა. // Ⴉიდური გრძელთა ნივთთა ვითარ თავი და ბოლო ჯოხისა, ძელისა და მისთანათა. // Ⴕვემოთი მდებარეობა ადგილთა მთაბარობის მიხედვით, ვითარ სოფლის ბოლო ზედამდებარით მამულებითურთ.

Ⴁოლობეჭედა — .

Ⴁოლოკარკაზი — მიმინოს უმცირეა, ფრთანი მისნი იხმარებიან მოსართავად. ომაინ.

Ⴁოლოკი — .

Ⴁოლონდელი — ნაბოლოვარი, უკანასკნელი, ბოლონდელი სიტყვა.

Ⴁოლოს, ბოლოს დროს — უკანასკნელ.

Ⴁოლოს — მოდება (ბოლოს მოვუდებ) დასრულება, გათავება.

Ⴁოლუქი — გუნდი.

Ⴁოლუქბაში — გუნდისთავი.

Ⴁოლქვი — ბალახი, ძირი ხახვისა ან ნივრის გუარი.

Ⴁომონი — სვეტი კერფთა აღსამართავი. // Ⴀნუ ტაძარი მათი.

Ⴁონდი — გაბმული ხიდი.

Ⴁონძიტა — პირმოტეხილი დერგი, ქილა და მისთანანი.

Ⴁოჟი — ახალი პარკი ყაჭისა,

Ⴁორა — ძერას ჰგავს და უდიდესი მისია.

Ⴁორა და ბორანი — მაწონდასხმული საჭმელი.

Ⴁორა და ბორაკი — ნახე Ⴁავრუკთან.

Ⴁორბალი — ფრთებიანი გინა კბილებიანი საბრუნავი მაშინათა, ვითარ წისკჳლისა, საჟამნოსი და ეგევითართა. // Ⴕარი გრიგალიანი.

Ⴁორბოქი — (ვბორბოქებ), სიანჩხლით მოუსვენრობა, დრტჳნვა და ლაპარაკი მდურვისა.

Ⴁორგა — (ვჰბორგ) განრისხება და აღტაცება გულისწყრომითა. // Ⴂაგიჟება, შეშლა გონებიდამ.

Ⴁორდღვა — .

Ⴁორეასი — ქარი ჩრდილოეთისა.

Ⴁორი, ბური, ბურუსი — ხმელი ნისლი მტვერის მსგავსი (ნახე Ⴌისლთან). [სიცხის ბორი].

Ⴁორიალი — (ბორიალებს, აბორიალებს) ფრიალი, ფარფარი.

Ⴁორკილი — ფერხთ შესაკრავი ჯაჭვი რკინისა, ხელბორკილი არს შესაკრავი ხელთა, ხოლო ქედისა დადიანური და სახივი.

Ⴁორობანი — ხე მაღალი კეთილ ჩრდილოვანი, შობის წინა დღეს საკითხავში ხოლო სრულს დაბადებაში სწერია: მაგრილობელი.

Ⴁოროტი — ავი, ძვირის შემამთხვეველი, ვნების მომცემი.

Ⴁოროტის მოქმედი — ძვირის მოქმედი.

Ⴁოროტსვიანი — ავის ბედისა, შავსვიანი.

Ⴁორტვა, ბორდღვა, ბღოტვა, ბობღვაႱიარულში ნახე

Ⴁორცვი — სერი, პატარა გორა (ნახე Ⴋთა).

Ⴁორძიკი — (ვბორძიკობ) ფეხის შებრკოლება.

Ⴁორჯი — ბორჯალი (თათრულად ეწოდების ვალსა) ქართულად და იმერულად უხმობენ პაემანსა, ვადასა.

Ⴁორჯღლი — ხშირი კაპები ან როკები ხისა (Ⴂრჯღა ნახე), ბორჯღლედი ორკაპი.

Ⴁორჯღლიანი, ბორჯღლებიანი — ხე კაპებიანი.

Ⴁოსელი — გომი, საძროხე სახლი.

Ⴁოსტანა — ობობას მსგავსი ჭია გესლიანი, სანეხვეთა შინა მძრომი.

Ⴁოსტანი — მტილი.

Ⴁოსტნეული — მხალი და რაჲცა მოსავალი არს ბოსტნისა.

Ⴁოტვა — (აბოტებს, მიაბოტებს) დიდთა ცხოველთა სიარული, ვითარ სპილოსი და მისთანათა (ნახე Ⴑირუში).

Ⴁოტი — თხის ერკემალი (ნახე Ⴇხასთან).

Ⴁოტოტი — სქელი და დიდი წვინტლი (Ⴞრასტი ნახე).

Ⴁოქვენი — პატარა მუცელი, დიდს მუცელს ქვეშეთი.

Ⴁოქონოტი, ბოქონოცი — არდაგი, წინ მისაფენი ფეშტამალი წელს ქვევით, ფეშტამალი.

Ⴁოქოული — იასაული, ბოქოულთ უხუცესი, უფროსი მათი.

Ⴁოღლამო — ხმელი თევზი მჟავით მგბარი.

Ⴁოღლიწო — ღვინოში დამბალი პური საჭმელად.

Ⴁოყვი — ხოკი, ხოკერი, ხის ქერქის ჭურჭელი.

[Ⴁოყინი — ].

Ⴁოშვი, ბოშვი — იმერულად, მარტვილი მესხურად, ყმაწვილი.

Ⴁოჩოლა — გამოზამთრული ხბო (ნახე Ⴆროხა).

Ⴁოცომკალი — დიდი მკალი, უფრო მოგრძე და ფეხმოკლე.

Ⴁოძალი — ორპირი ისარი (ნახე Ⴈსართან).

Ⴁოძება — უფროსისგან უმცირესისადმი მიცემა, ხოლო უმცროსისგან უაღრესთადმი ითქმის მირთმევა და ამად ვუბოძებ 1 პირსა შინა ძვირად იხმარების, თუ არა ფრიად უაღრესთაგან.

Ⴁოძი — ხის სვეტი.

Ⴁოძკინტი — პატარა ბოძი ძველთა შენობათა გვერდიდამ შედგმული დასამაგრებლად.

Ⴁოჭკო — ჩენჩილი ბეწვი ქუდთა ღართთა.

Ⴁოხვერი — ნახე ბოკვერი

Ⴁოხი — მსხვილი და დაბალი ხმა.

Ⴁოხოხი — ხცურის ტყავი მოქნილი ან მისგან შეკერილი ქუდი.

Ⴁოხჩა — ჩალთა ბუდე მოთხვითი.

Ⴁჟირი — უგულო ფეტვი და მისთანანი; კულად ბჟირი (ნახე ჟირი).

Ⴁჟიტი — მართვე წეროსი, სავათისა და მისთანათა.

Ⴁჟუვილი — ნახე Ⴏუვილი.

Ⴁჟუტვა — (ბჟუტავს) ბნელად და უნათლოდ ბდვინვა სანთელთა, ბაზმაკთა და მისთანათა.

[Ⴁრა — გაბრა, ბრაგვანი]

Ⴁრაგა — სპონდიო, ზღუაში ქვა უხილავად.

Ⴁრაზი — ცოფი, ძნელი სიცოფე.

Ⴁრაზიანი — ცოფიერი, ბორგუნეული, მრისხანე.

Ⴁრალება — (ვაბრალებ) შესმენა, ბრალის დადება. // (Ⴅიბრალები) შესმენის ქვემდებარება. // (Ⴅებრალები, მებრალება) სიბრალულის ქონება.

Ⴁრალეული — ბრალის მქონე, დამნაშავე, შემცოდე.

Ⴁრალი — დანაშაული, შეცოდება.

Ⴁრანგჳ — დათჳ

Ⴁრანძი ბ — ებკი, ცუდი ძონძი.

Ⴁრაწი — გრაკლის ხე.

Ⴁრბო — დუნდგო, ვითრა ბრბო ხალხი.

Ⴁრგე — კაცი ტანოვანი და წარმოსადეგი მშვენიერად.

Ⴁრგჳლი და ბრყჳლი — შავი ნიშანი.

Ⴁრგუ და ბრგვილი — ნახე Ⴄნა ბრგუნილი.

Ⴁრდღჳნვა — (ბრდღვინავს) ლომთ მუღრობა, ზახილი ანუ ტოტით მიწის გლეჯა მრისხანებისგან.

Ⴁრდვინვა — ნახე Ⴁრდღჳნვა.

Ⴁრდოვილი — ნახე Ⴃოვილი

Ⴁრე — მტვერი ბზე ნარევი.

Ⴁრეცა — (ვიბრიცები), ფრანჭვა, თავ-ტანის გრეხვა უხამსურად.

Ⴁრიალი — (ვაბრიალებ) თუალთ ზე და ქვე ბრუნება. // Ⴑაჭურველთ ტრიალება ჰაერში.

Ⴁრილიანტი

Ⴁრინჯაო — ორი წონა სპილენძი და ერთი წონა თუთია ერთად გარეული გაყვითლდების, რომელსა ოქრომჭედელნი უწოდებენ ბრინჯაოდ, მაფრახად და ტომბაკად, ხოლო თითბერი არს ბუნებითად ყვითელი სპილენძი.

Ⴁრინჯი — ქრთილი გუარი თეთრი მარცუალი.

Ⴁრინჯის ხეႠკაკი ნახე.

Ⴁრიყვი — უწურთნელი, უზდელი, რეგვენი.

Ⴁრკენა, პრკენა, ბრყენა — ოლე.

Ⴁრკიალება, ბრკინუალება ბრწყინვალება, ელვარება, ბზინვარება.

Ⴁრკმა, ბრკოლა — (ვუბრკმობ, მებრკმის) ფეხის შეცთენა, ბორძიკი.

Ⴁრმა — უთუალო, უსინათლო, ვერ მხედველი. // Ⴂონება დახშული, დაბრმობილი გონებით.

Ⴁროლი — ბიროლი, დამანი, ბუნებით თეთრი ქუა გამჭვირვალე, ანუ ჭიქისგან შემზადებული, ლექსი ესე წარმოებს ბერძულისაგან βήρυλλος, ლათინურად Beryllus (ნახე Ⴁერილოსი, Ⴁივრილი), ხოლო ბროლსა საქუთრად ეწოდება დამანი.

Ⴁროწეული — .

Ⴁრპენი — პრპენი, ტყვია ანუ კალა.

Ⴁრყვილი — იხილე Ⴁრგჳლი.

Ⴁრუ — თავის ტრიალი და თუალთ არევა (ნახე Ⴇავბრუ), თავსბრუ დაესხა.

Ⴁრუნება — (ვაბრუინებ) ტრიალება, მიმოქცევა.

Ⴁრუნვა — (ვბრუნავ) ტრიალი

Ⴁრუნვა — ღრამმატიკულად ცუალება სახელთა და სხ.

Ⴁრუჟი — ძალა სასმელთა.

Ⴁრუტიანი და ბრუციანი — მარღი, თუალით შორს ვერ გამრჩევი.

Ⴁრძანება — (ვბრძანებ) თქმა ან თქმული უაღრესისა.

Ⴁრძანება — (ჰბრძანდების) ითქმის უაღრესთათჳს ნაცულად არს, ჰგიეს, იმყოფება და სხ. ამის გამო იშვიათად იხმარების 1 პირსა შინა, ამას სხვადასხვად განავითარებენ ზედდადებულნი მარცვალნი ვითარ: მობრძანება, დაბრძანება, წაბრძანება და სხ., ხოლო უმცროსთათჳს იხმარების ლექსი ხლება, ახლავს (ნახე Ⴋუნ).

Ⴁრძენი — ფრიად გონიერი, ანუ მეცნიერი.

Ⴁრძმედი — მეტალლთ სადნობი ქურა.

Ⴁრძოლა — დიდი შუღლი, ომიანობა. (ვიბრძვი, ვებრძვი, ვჰბრძავ) შებმა.

Ⴁრძვილი — წყლული, ანუ დაკოდილობა, ჭრილობა.

Ⴁრწკალი, პრწკალი — თხლად ანახლეჩი მეტალლისა, ხისა და მისთანათა.

Ⴁრწამლი, ბურწუმელი — ეკალი, ღიჭი.

Ⴁრწყინვა — (ჰბრწყინავს) ელუარება, ნათება (Ⴁრკიალი ნახე). [Ⴁრკიალებისაგან მოდის ეს სიტყვა, ხოლო ბრკიალება — იალ-ციალისაგან.]

Ⴁრწყინუალე — ელუარე, ბზინუარე, ანუ ნათლის ფერი.

Ⴁრჭალი — გაშლილი ხელის ნები მცირედ თითების მოკაკვით დასაჭერად რისამე, მაგალითად, რომელსა (ღმერთსა) გიპრყრიეს ქუეყანა ბრჭალითა, სძლის პირის ხმა. // Ⴆოგგან ფეხის ჩონჩხი. // Ⴒოტი კლანჭიანთა ცხოველთა.

Ⴁრჭობა, ბრჭუალი — (ნახე Ⴁჭობა) ბჭუალი.

Ⴁრჯა — დადგმული ზვინი ძნათა, ძნეული.

Ⴁრჯგუ — გვიან მოქმედი, ანუ გონებით მძიმე. // Ⴌიშანი ასოსა უ პროსოდიასა შინა.

Ⴁრჯენა — (ვიბრჯენ, ვებრჯინები) სლუაში არგანის ხმარება, ანუ დგომაში მას ზედა დანდობა.

Ⴁტყვნა — (ვბტყვნი).

Ⴁუ, ბუვი — თავდიდი მფრინველი ღამისა.

Ⴁუბკა — წყალში გაქნილი და მოდუღებული ფქვილისა ან სახამებლის ფაფა, ხმარებული წიგნის მკურელთაგან დასაკერებლად ქაღალდებისა და სხ.

ႡუბუნიႢუგუნი ნახე

ႡუგვაႣაბუგვა ნახე

Ⴁუგრი — მომსრველი. // Ⴉარაბადინში ეწოდების მსხმოთა მუწუკთა, ვითარ კუავილსა, წითელასა და სხ.

Ⴁუდე — მფრინველთ ბუნაგი, ანუ ნადირთ ჩიბე. // Ⴘალითა წიგნთა, ანუ თვალთა პატიოსანთა და მისთანათა შთასადებელი. // Ⴞილთა და კერკთ ჩენჩო, ანუ წენგო. // Ⴕუთუთო თუალთა. // Ⴕარქაში საჭურველთა.

Ⴁუდეშური — ყურძენი გრძელ მარცულიანი (ნახე Ⴗურძენთან).

Ⴁუერი — ბური (ნახე Ⴁორი).

Ⴁუზამკალი, ბუზანკალი, ბუზვი — ხვასტაგთ მკბენარი მწერი.

Ⴁუზი — ბოცომკალი, შავი მწერი.

Ⴁუზღუნი — (ვბუზღუნებ) დრტჳნვა, მურმური, ჩუმად სამდურავის ლაპარაკი, ბუდბუდი, ბუტბუტი.

Ⴁუკი — რქის ნაღარა, ნობათი, ტაბლაკი.

Ⴁუკობა — ბუკით თემთ შემოკრება, ბუკტაბლაკობა.

Ⴁუკიოტი, ბუკნაწო — პატარა ბუ

Ⴁუკტაბლაკობა — კურა, ცემა ბუკთა და ტაბლაკთა.

Ⴁულბული — ვარდის ჩიტი, ხმაშვენიერი, იადონი.

Ⴁულული — მაგოლი, თივის ხელეული.

Ⴁუმბერაზი — [მუბერაზი] გმირი. ძლიერი, თავისთავ მებრძოლი.

Ⴁუმბული — გერმა, ფრინველთ ნაკრტენი.

Ⴁუნაგი, ბუნაკი — ნადირთა, ანუ თევზთა სადგური ბუდე.

Ⴁუნება — ძალი მოქმედებითი თჳთოეულისა არსისა. // Ⴜესი ბუნებისა დაცვული ყოველთავე ქმნილთა შორის. // Ⴇჳსება, თჳთება, მოდგმა.

Ⴁუნებითი — განთჳსებული, განკუთნვილი ბუნებისად.

Ⴁუნი — ტარიშუბისა ანუ იარაღთა ხელთსაქმარისათა.

Ⴁუნიკი და ბურნუკი — სათიხარი, ხმლის ქარქაშის ბოლო.

Ⴁუნიობა — დღე-ღამის გასწორება მარტსა სეკდემბერსა შინა, მოიქცეს რა მზე იუნისს საზამთროდ და დეკემბერს საზაფხულოდ, მას ჰქვიან ნაბუნიობი.

Ⴁუჟი ან ბრუჟი — ნახე Ⴃაბუჟება, Ⴃაბუშება.

Ⴁუჟღენდი წითლის საღებავის ჭია.

Ⴁურანი — მსუბუქი ძილი და მოლანდება საფიქრებელისა რისმე.

Ⴁურაული — მწყაზარი ქორი, შავსა და წითელს საშუალი.

Ⴁურახი — ბოზა ფეტჳსა, ქერისა და მისთანათა.

Ⴁურბურა — ნედლი ქარქვეტი.

Ⴁურბუშელა — გოქშო.

Ⴁურდო — ფეტვის ნალეწი, ანუ ბზის მტვერი (ვიეთნიმე ხმარობენ დურდოს მაგიერადაც).

[Ⴁურენი — ნახე Ⴁუჯერი]

Ⴁურეჯი — ცომის ვარცლი.

Ⴁურვა — (ვბურავ) დახურვა.

Ⴁურვაკი — დიდი გოჭი.

Ⴁურვილი — დახურვილი, დაფარებული, ბურვილი ტევრი.

Ⴁურთი — ბირთვი მეშისა სათამაშო, საასპარეზო.

Ⴁურთაობა — (ვბურთაობ) თამაშობა ბურთითა.

Ⴁური — ბურუსი (ნახე Ⴁორი).

Ⴁურნა, ბურნაკი — ღვინის ქინქლა.

Ⴁურნუთი — (ბურნაოთი თურქთ ენით ცხვირის ბალახი) დაფქული თამბაქო მოსაწევად.

Ⴁურნუთი კოლოფი — ჭურჭელი ბურნუთისა.

Ⴁურნუკი — ნახე Ⴁუნიკი.

Ⴁურღული — მოხარშული და დაცეხვილი ხორბალი საკორკოტე.

Ⴁურცი — .

Ⴁურძგნა — (ვბურძგნი, გავბურძგნი) ცუდად გაწეწა თმათა.

Ⴁურჯი — გოდოლი, დიდი კოშკი. // Ⴆოდიაქოს ნიშანი, ეტლი, ვარსკულავთ ბურჯი (ნახე Ⴆოდიქო).

Ⴁურჯღული — დიდრონი ნაპერწკალი.

Ⴁუსნარი — კორდი მაღალბალახოსანი.

Ⴁუტბუტი, ბუდბუდი — ბუზღუნი.

Ⴁუტკი — გამონასკული ხილი შემდგომად დაყვავილებისა.

Ⴁუქი — ქარიანი თოვლი (ნახე Ⴇოვთან).

Ⴁუქნა (ვბუქნავ) მუხლზედ ჩაჯდომა ცეკვაში (ნახე Ⴇამაშობა).

Ⴁუღა — (ოთხფ.) კურო, დაუკოდავი მოზვერი მოსაშენებლად შენახული (ზროხასთან ნახე).

Ⴁუღაური — სვეტისთავი, სამერხული.

Ⴁუღრაობა, მუღურობა — ხართაგან რქებით ჭიდილი და მიწის გლეჯა.

Ⴁუში შ — ობილი არა სჯულიერითა მეუღლეობითა.

Ⴁუშტალეღვი — ადრეული.

Ⴁუშტი — ქანთილი, პარკი ცხოველთ შარდისა. // Ⴜყალთა ზედა წვიმისაგან ამომჯდარი ბუშტები, რომელიც მსწრაფლ გაჰქრებიან და მისთანანი.

Ⴁუჩქი, ბუჩქნარი — დაბალი ფიჩხი (ნახე Ⴒევრთან).

Ⴁუცუცი — თუალთ ქუთუთოების დაბღნეძა.

Ⴁურგი — პატარა ზღარბი.

Ⴁუწუწი — ცუდი თმა, ბურძგლი, გაბურძგნული (ნახე Ⴇმა).

Ⴁუჭონი — დახალული ქერი, ხალი ქერისა.

Ⴁუჭულა — პატარა წისქვილი. // Ⴈმერულად პატარა ფაცხა.

Ⴁუხარი — კედელთა შინა სახლისათა დატანებული საცეცხლური.

Ⴁუხუნი — (ბუხუნებს) ლომისა ან ღორის ბრდღვინვის ხმა, დრუხუნი.

Ⴁუჯერი — ბურენი, ჭურჭელთ შესაწყობი ხის თარო.

Ⴁღავილი — (ბღავის) ცხვართ ხმიანობა.

Ⴁღარტი — ბარტყი მართვე მფრინველთა.

Ⴁღვერა — (ვუბღვერ) სიძულილით ან რისხვით შეხედვა.

Ⴁღლარძუნი — (ებღლარძუნება, ბღლარძუნობენ) უგვანის ჭიდილით თამაშობა.

Ⴁღნეძა, ბღნეჯა — (იბღნიძება, იბღნიჯება) ღმეჭა, ღრეჯა, უმსგავსოდ შეჭმუხნა პირის სახისა.

Ⴁღოტვა — (ბღოტავს) ბორტვა, ბორდღვა, ოთხზედ სლვა (ნახე Ⴑიარულში).

Ⴁღუარი, ბღორი — ჩრდილოეთი. Ⴑხვაგან სამხრეთად სწერია, მაგრამ ჩრდილოეთი უფრო მართალია, რადგან ბღორი მიღებულ არს ბერძული ლექსისაგან ბორეასი და სამხრეთის სახელი არს სხვა (ე.ი. Ⴇემანი ნახე).

Ⴁღუვილი — (ბღუვის) ხართ ხმიანობა

Ⴁღუნძვა — (ვბღუნძავ, ვიბღუნძები) შეკუმშვა, მოკრება ზღარბთა, წურბელთა და მისთანათა.

Ⴁღურიალი — (ბღურიალებს) ღავილი, ტირილი ცუდის ხმით (ნახე Ⴒირილთან).

Ⴁღუჯი — მუჭი, პეშვი (ნახე Ⴋუჭი).

Ⴁძანება — ნახე ბრძანება

Ⴁძარვა — (ვჰბძარავ) გაგლეჯა, დახეთქა, განბძარვა, მცირედ გატეხა.

Ⴁჭე, ბჭენი — შესავალი სასახლეთა, ტაძართა, გალავანთა, ქალაქთა და მისთანათა.

Ⴁჭე, ბრჭე — შუაკაცი გამორჩეული მოჩივართაგან გასასინჯავად ცილობისა მათისა, მოსამართლე, მედიატორი.

Ⴁჭობა — (ვბჭობ) სამართლობა, გაბჭობა. // Ⴂანსჯა ვითარ კაცი ბჭობდა, ღმერთი ეცინოდა.

Ⴁჭოვანება — ბჭენი, შესავალნი.

Ⴁჭუალი, პჭუალი, ბრჭუალი — აგებულებისა შინა გათანგჳთ ტკივილი სხვადასხვას ადგილას.

Ⴁჯენა — (ვიბჯენ, ვიბრჯენ) ნახე Ⴁრჯენა.

— ქარაგმიანნი ლექსნი: გხნ~ — გიხაროდენ; Ⴂ~ი — Ⴂიორგი და სხ. Ⴀსოსა ამას ზედა არიან ზედდადებულნი ესე ზმნათანი: გან, გა, გამო, გარდა, გადა, გარდამო, გარდმო, გადმო. Ⴋაგალითად, განვაღებ, გავაღებ, გამოვიღებ, გარდავიღებ, გადავიღებ, გარდამოვიღებ, გარდმოვიღებ, გადმოვიღებ. Ⴄგრეთვე სახელზმნანი: განღება, გაღება, გამოღება და სხ. Ⴂ იხმარების მაპიროვნებელად ზმნათა მეორისა პირისათა, რომელთაცა პირველსა პირსა აქუს მ, ვითარ მაქუს, გაქუს, მრწამს, გრწამს, მინდა, გინდა, მიქმნიეს, გიქმნიეს, მექმნა, გექმნა და სხ. [იხილე ასო ]. Ⴄგრეთვე ყოველთა ზმნათა პირნაკლთა, რაჟამს მოქმედება მიეჩემების მეორესა პირსა, ვითარ: გიშენებ, გიშენებს, გიწერ, გიწერს. Ⴀნუ გაშენებ, გაშენებს, გწერ, გწერს, გიკითხავ, გიკითხავს, გაქებ, გაქებს და სხ. Ⴂ იხმარების ზოგჯერ ნაცულად კ, ვითარ: გალატოზი — კალატოზი, გატა — კატა, გერკი — კერკი, გურკა — კურკა, გვიცა — კვიცა, გრკალი — კრკალი, გრჯღა — კრჩხა, გრწყილი — კრწყილი; ზოგჯერ ნაცულად ღ: გრძილი — ღრძილი, გრუტუნი — ღრუტუნი; ანუ ნაცულად ქ: გეზად — ქეშად, გვიმრა — ქურიმა, გუფთა — ქუფთა, ბრგვილი — ბრყვილი.

Ⴂააბეზრება — (გავააბეზრებ) გაშფოთება, შეწუხება; ვნებიათად Ⴂაბეზრება ნახე.

Ⴂაადვილება — (გავაადვილებ, გავიადვილებ) ადვილ საქმნელ ყოფა.

Ⴂააზატება — (გავააზატებ) თავისუფლების მიცემა.

[Ⴂაამაოება].

Ⴂაანჩხლება — (გავაანჩხლებ, გავანჩხლდები), გაკაპასება, გაგულისება.

Ⴂაარმება — (გავაარმებ, გავიარმებ) დამწარება, გაუგემურება, უსიამოვნება).

Ⴂააფთრება — (გავაფთრდები, გავააფთრებ) განძვინება აფთარივით.

Ⴂააფრაკება — (გააფრაკდების) გამრუდება ნედლთა ფიცართა გახმობისაგან.

Ⴂააშკარება — გამჟღავნება (ნახე Ⴂამოაშკარება).

Ⴂაახლება — ნახე Ⴂანახლება.

Ⴂაბარება — (ნახე Ⴁარება)

Ⴂაბალთვა — დაბალთვა ნახე.

Ⴂაბასრული — შერცხვენილი, გაწბილებული (ნახე Ⴁასრობა).

Ⴂაბაღვა — გაბაღლარავება (ნახე Ⴁაღვა)

Ⴂაბედვა — (გავბედავ) ბედზედ მიგდებით შემართება.

Ⴂაბედითება — (გავაბედიტებ) ბედითად შექმნა, გაცუდება.

Ⴂაბეხრება — (გავბეზრდები) მოწყენა, შეწუხება.

Ⴂაბზეკა — გაშვერასავით.

Ⴂაბზარვა — (გავბზარავ) გატეხა მოუშორებლად, ითქმის უფრორე ჭიქისათჳს გაბზარული.

[Ⴂაბიაბრუება]

Ⴂაბმა

Ⴂაბოგინება — (გავაბოგინებ) დამკვჳდრებასავით (ითქმის უკუთქმითად), არ გააბოგინა.

Ⴂაბრა — (გავუბრი, გავიბრი) ანგარიშში ჩაგდება; გაბრექა (ნ. Ⴁრექა {გაბზეკა — Ⴑაბას ლექსიკონი.}).

Ⴂაბრიყვება — {ნახე Ⴁრიყვი}

Ⴂაბრუჟვა — (გავიბრუჟები) დათრობა.

Ⴂაბურძგნვა — ნახე Ⴁურძგნვა.

Ⴂაბუტება — (გავიბუტები) შემოწყრომა უმძრახობით.

Ⴂაბუცება — (გავბუცდები) გაშტერებასავით.

Ⴂაბჭობა — გასამართლება (ნახე Ⴂანბჭობა)

Ⴂაგდება — (გავაგდებ) განდევნა, დათხოვით მოშორება // (გავაგდებ ე.ი. გამვარდება) ხელიდამ გაშვება.

Ⴂაგება — (გავაგებ) განგება ნახე. (გავიგებ) გამოცნობა, მიხდომა.

Ⴂაგებება — (გავეგებები) გასლვა შესამთხვევად, მიგებება.

Ⴂაგზავნა — (გავგზავნი) წარვლინება.

Ⴂაგლეჯა — (გავგლეჯ) გახეთქა, გახევა ან გაპება.

Ⴂაგლისპება — (გავგლისპდები) გაჯიქება, ახირება, მიბრჯნა.

Ⴂაგონება — (გავიგონებ) გონებად შეღება სმენისა მიერ, გულხმება, გულის ხმა.

Ⴂაგულისება — (გავაგულისებ, გავგულისდები) აღძრვა რისხუად გულზედ მოსლვა, გაგულპილწება.

Ⴂადაბმა, გადაგორება, გადარგვა, გადარჩენა — და სხ. (ნახე Ⴂრდაბმა, Ⴂარდაგორება, Ⴂარდარგუა და სხ.).

Ⴂადაზიდვა — (გადავზიდავ) გარდატანა მრავალთა.

Ⴂადასავალი — გზა მთათა ზედა, გორათა და მისთანათა // ამბავი, შემთხვეულება, ვისაც რა გარდახედია.

Ⴂადაფანტვა, გადაფარება — და სხ. (იხილე Ⴂარდაფანტვა, Ⴂარდაფარება).

Ⴂადაფითრება — (გადავფითრდები) ფერის მიხდა, წასლვა.

Ⴂადენა — (გასდის, გაედინების) გამოსლვა ნოტიოთა.

Ⴂადმოტანა, გადმოღება — და სხ. ნახე Ⴂარდმოტანა, Ⴂარდმოღება.

Ⴂადია — დედაკაცი ყრმათა მზრდელი, გამდელი.

Ⴂადნობა — (გავადნობ, გადნების) დნობა, დადნობა.

Ⴂადღლუვება — ცუდად გათხუნვა, გაწყალება ნახარშთა.

Ⴂაერთება — (გავაერთებ, გავერთდები) შემოკრებით ზიარყოფა განშორებულთა.

Ⴂავა — ხვასტაგთა და უფრორე ცხენთა ზურგის დასასრული, თეძოს ძულებიდამკუდადმდე ორსავე მხარეს.

Ⴂავაზი

Ⴂავალაკი — სარეცელთ გარდასაფარი საჩრდილობელი.

Ⴂავითარება — ნახე განვითარება.

Ⴂავლენა — (გავუვლენ, გავივლენ სიტყუასა, საჩივარსა) შესმენა, აღსრულება.

Ⴂავსება — (გავავსებ, გავივსები) ავსება, შესრულება.

Ⴂაზა, გაზაკი — წვივთ ნაკუთლის მსხვილის ძარღვის დასასრული ქუსლთან.

Ⴂაზაფხული — არე, წლის ნაოთხალი, საშუალო ზამთრისა და ზაფხულისა, რომელ არიან სამნი თთვენი: მარტი, აპრილი, მაისი (ნახე Ⴇთვე).

Ⴂაზდა — (გავზდი, გავიზდები) აღზრდა, აღორძინება; თქმანი: შენს გაზდას, შენმა გაზდამ, რასაც ნიშნვენ, ნახე მამაშვილობასთან.

Ⴂაზეპირება — (გავიზეპირებ) ზეპირად დასწავლა.

Ⴂაზი — მარწუხი.

Ⴂაზი! — ე.ი. გასწი, გასწივე, გზას შეუდეგ! შორისდებულად ხმარებელი, იძულება წარსლვისა, ანუ განდევნა.

Ⴂაზომვა — ნახე განზომა და სხ., გაზრდა (ნახე Ⴂაზდა), განზრდა.

Ⴂათავება — (გავათავებ) გასრულება, სრულიად გაკეთება, დასრულება.

Ⴂათანგვა — (გასთანგავს) ბჭულისა და სენისაგან შეხუთვა.

Ⴂათეთრება — (გავათეთრებ) განსპეტაკება, თეთრად შექმნა.

Ⴂათენება (გათანდების) დილის სინათლის შემოსლვა.

Ⴂათლა — (გავსთლი) საჭრელის იარაღით გეკეთება სახმართა ნივთთა, ძელთა, ქუათა და მისთანათა.

Ⴂათხაპვა, გათითხნა, გათხუნვა — (გავსთხაპნი, გავსთითხნი, გავსთხუნავ) ცუდად გასურა.

Ⴂათხელება — (გავათხელებ) სისქის მოკლება ან გახალვათება.

Ⴂათხოვება — (გავათხოვებ, გავსთხოვდები) ქალთ დანიშვნა, ანუ განქორწინება ქმართადმი, გათხოვილი.

Ⴂათხოვნა — (გავითხოვ) გაწვევა ხმალში საბრძოლად, ანუ სარჯელად თამაშობათა შინა, შრომათა და მუშაკობათა.

Ⴂაიაფება — (გავაიაფებ, გაიაფდების) გახშირება, ადვილად შოვნა.

Ⴂაის — გავლილს ან მომავალს წელს.

Ⴂაკავება — (გაკავებ) გაშლა, გაჭიმვა.

Ⴂაკეთება — (გავაკეთებ, გაკეთდების) ქმნა, შექმნა, ანუ გაახლება // აშენება ან გამდიდრება.

Ⴂაკეთებული — პოვნიერი.

Ⴂაკვალვა — (გავჰკუალავ) კუალის გავლება, ანუ გზის დადება.

Ⴂაკვეთა — (გავჰკვეთ) გაჭრა (Ⴂანვეთა ნახე) // (გავუკვეთ) მიცემა მოსწავლეთადმი საქმისა დასასწავლად, ანუ მუშაკთადმი სამუშავოსი.

Ⴂაკურა — (გავაკრავ) გართხმა, ანუ ზედმიკერება // (გავჰკრავ) შემოკურა, ანუ საჩქაროდ წასულა.

Ⴂაკიდება — (გავჰკიდებ) გაფენა რისამე გასაშრობად // (გავეკიდები) გადევნება გამოკიდება მლტოლვარისა.

Ⴂაკითხვა — (გავიკითხავ) განკითხვა, მოსმენა საჩივრისა, ანუ გასინჯვა საქმისა და გასამართლება.

Ⴂაკილვა — (გავჰკილავ) გატრიზავება, გაწბილება, გახიახება.

Ⴂაკმარება — (გავუკმარებ, ე.ი. კმარა, ნუღარ იტყჳ) სიტყჳს გაცუდება.

Ⴂაკმენდა — (გავჰკმენდ ხმას) გაჩუმება, გარინდება.

Ⴂაკრეჭა — (გავჰკრეჭ) გაპარსვა მაკრატლით.

Ⴂალა — მხალი დაწნული გასხმობად.

Ⴂალავანი — ზღუდე გარემოვლებული ეკლესიათა, მონასტერთა, ქალაქთა, ციხეთა და მისთანათა (ნახე Ⴆღუდესთან).

Ⴂალალვა — (გავლალავ) განდევნა, გარეკა მრავალთა.

Ⴂალატოზი — კალატოზი, მაშენებელი სახლთა, კედელთ მდგმელი.

Ⴂალაღება — ნახე Ⴂანლაღება.

Ⴂალევა — ნახე Ⴂანლევა.

Ⴂალეული — მლევანი, ნალევა, ფრიად გათხელებული, დაწურილებული.

Ⴂალექება — (გავლექდები) დიდად დათრობა, გაჭირვეულება.

Ⴂალექსვა — (გავლექსავ) ლექსებად შეთხზვა, დაწერა.

Ⴂალეწვა — (გავლეწ) კალოზედ ძნათა მოთელვა მკევრებით გამოსარჩევად მარცვალთა ბზისაგან.

Ⴂალია, გალიაკი — მფრინველთა და მხეცთ შესაწყუდევი კალათი, დაფანჯრული მართულებისგან, ანუ დაწნული წნელებისგან.

Ⴂალობა — (ვჰგალობ) საამო ხმა ლოცჳსა, ანუ ქებისა ღვთისადმი // ავაჯით მოთქმა სადღესასწაუოლოთა და ღვთისადმი სამადლობელთა სტიხთა.

Ⴂალოპრილი — ხე ქერქ შემოძრობილი.

Ⴂალუმბვა — (გავილუმბვი) ძრიელ დასველება.

Ⴂალხობა — (გავალხობ, გალხვების) გაყინულის შედნობა.

Ⴂამაგრება — (გავამაგრებ) განმტკიცება, სიმტკიცის მიცემა.

Ⴂამართება — (გავემართები) წარმართება, გზას გასლვა, გადგომა წასასვლელად სადმე.

Ⴂამართვა — (გავმართავ) მრუდის გასწორება, ან გარიგება // მოშლილთა საკრავთა შეწყობა რიგზედ // გაწურთნა, გაგერშვა მფრინველთა // (გავიმართები, ხელს გავიმართავ) შოვნა საჭიროსა საფასისა.

Ⴂამარჯვება — (გავიმარჯვებ) მორევნა, ძლევა მტერთა. // (განმემარჯვების) კეთილწარმატება, მარჯვედ ქმნა. Ⴄსრეთ შემთხვევასა შინა ურთიერთისასა ითქმის: გამარჯვება შენი, ე.ი. მსურს შენდა კეთილწარმატება და პასუხად მიეგების: გაგიმარჯოს, ხოლო გამოთხოვასა ზედა ითქმის: მშვიდობით და გამარჯვებით.

Ⴂამასპინძლება — (გავმასპინძლდები) სტიმართ დახვედრა პურობითა

Ⴂამგე — განმგე, მნე, მოხელე კეთილმოურნე.

Ⴂამგონი — საქმის მიმხდომი // დამჯერი, დაუზარებელი მოსმენისა.

Ⴂამდელი — მოახლეთ უფალა, უპირველესი შიმუნვართა ანუ მხევალთაგან (გამზდელი).

Ⴂამდიდრება — ნახე Ⴂანმდიდრება.

Ⴂამზითვა — (გავმზითავ) მზითევის მიცემა გათხოვილი ქალისადმი.

Ⴂამზრდელი — მზარდული, მამამძუძე, ლალა; ესე ითქმის კაცთათჳს, ხოლო ქალთათჳს გადია და წერილთ შინა დედამძუძე.

Ⴂამმარჯვე — გამარჯვებისა, წარმატებისა ხელის მომმარტავი.

Ⴂამო — თანდებული ნათესავობითსა ბრუნვასა თანა ხმარებული ხოლო ზმნათა თანა იხმარების ზედდადებულად (იხილე შემდგომნი).

Ⴂამოაშკარავება — (გამოვააშკარავებ) გამოჟღავნება, საქვეყნოდ თქმა,.

Ⴂამობრუნება — (გამოვაბრუნებ, გამოვბრუნდები) უკმოქცევა.

Ⴂამობრწყინვება — (გამოვაბრწყინებ, გამობრწყინდების), გამოელვარება.

Ⴂამოგება — (გამოვაგებ) გარჩევით, კაფიად, გასაგონად თქმა სიტყჳსა // დახვანჯულის ძაფის გამოშლა, ანუ ძნელის საქმის გამორკვევა.

Ⴂამოგებება — (გამოვაგებებ) გარეთ გამოტანა შესამთხვევად.

Ⴂამოდალაბრვა (გამოვდალაბრავ) გამოკვეთა.

Ⴂამოდენა — (გამოვადენ) გამოშვება ნოტიოთა // (გამოსდის, Ⴂადენა ნახე).

Ⴂამოვლენა, გამოვლინება — (გამოვავლენ, — ვლინებ) გამომგზავნა, მოფენა.

Ⴂამოზამთრული — ზამთარგამოვლილი ხვასტაგი ერთის წლისა.

Ⴂამოზიდვა — (გამოვზიდავ) გამოტანა, გამოღება ან გამოთრევა.

Ⴂამოზოგება — (გამოვიზოგებ) მცირედ-მცირედ ხარჯვა, გრძელჟამ საკმარებლად.

Ⴂამოზრდა — (გამოვზრდი) გამოკვება, შენახვა საზრდელითა.

Ⴂამოთარგმანება — (გამოვსთარგმანებ) ახსნა, განმარტება.

Ⴂამოთრევა — (გამოვათრევ) გამოზიდვა, თრევით გამოტანა.

Ⴂამოთქმა — (გამოვსთქუამ) გულის ზრახვჳსაზეპირ გამოღება ან შეთხზვა.

Ⴂამოთხოვა — (გამოვითხოვ) გათხოვნა // თხოვნა, ვედრებით მიღება // (გამოვეთხოვები) გამოსალმება წარმავალისა.

Ⴂამოკვება — (გამოვჰკვებ) გამოზრდა, დაოკება.

Ⴂამოკვეთა — (გამოვჰკვეთ) გამოჭრა, გამოთხრა.

Ⴂამოკიდება — (გამოვჰკიდებ, გამოვეკიდები) ნახე Ⴂაკიდება.

Ⴂამოკრთომა — (გამოჰკრთების) ელვარების გამოჩენა (ნახე Ⴉრთომა).

Ⴂამოკულევა — (გამოვიკულევ) გამოძიება, გამოძებნა კუალთა მიერ.

Ⴂამოლაპარაკება — (გამოველაპარაკები) შესაუბრება, ხმის გაცემა.

Ⴂამოლევა — (გამოვლევ, გამოილევის) დაცლა, დაცარიელება.

Ⴂამომეტება — {გამომეტება — (გამოვიმეტებ) არ დავზოგავ, არ დავრიდებ — Ⴃავით Ⴙუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი}.

Ⴂამომჩვენება — დიდებულად გამოსლვა.

Ⴂამომჭვირვალი — გამჭვირვალი, ნათლის მაკრთომებელი.

Ⴂამონასკუა — (გამოვნასკუავ) გამოსკუნა, შეკურა ნასკჳსა.

Ⴂამოპირვა — (გამოვჰპირავ) საჭრელთ იარაღთ პირის გამართვა.

Ⴂამორეკა — (გამოვრეკ) გარეთ განდევნა მრავალთა.

Ⴂამორეცხვა — (გამოვრეცხ) რეცხით გამოყუანა მწიკულისა.

Ⴂამორთმევა — (გამოვართმევ) მიღება, ჩამორთმევა.

Ⴂამორკვევა — (გამოვარკვევ) დარკვევა // გამორჩევა, გამოშლა ხვანჯისა.

Ⴂამორიდება — (გამოვრიდებ, გამოვერიდები) დარიდება, მოშორება, გაცლა.

Ⴂამორჩევა — (გამოვარჩევ, გამოვირჩევ) უკეთესის მოძიება, აღრჩევა.

Ⴂამორწყვა — (გამოვრწყავ, გამოირწყვის) მუწუკის გაჭრა ან გახეთქა და შალალის გამოდენა.

Ⴂამოსადეგი — სახმარად ვარგისი, სასარგებლო.

Ⴂამოსადინელი — წყალთ გამოსავალი, სათავე.

Ⴂამოსავალი — გამოსლჳს ადგილი // ზოგჯერ ჰნიშნავს მოსავალს.

Ⴂამოსაღები — ხარკი, ბეგარა, დებულება.

Ⴂამოსახვა — (გამოვსახავ) სახის დადება, გამოხატვა // (გამოვისახავ პირჯვარს) პირზედ ჯვრის გამოწერა, დაწერა.

Ⴂამოსვენება — (გამოვასვენებ) პატივით გამოტანა (ნახე Ⴋოსვენება).

Ⴂამოსლვა — (გამოვალ) შიგნიდამ გარეთ განსლვა.

Ⴂამოსული — კარგად გამხმარი კომლში (ითქმის ლორთათჳს),

Ⴂამოსურმვა — (გამოვსურმავ, გამოვისურმავ) თუალთ ოლუა.

Ⴂამოსხმა — (გამოვასხამ) გამორეკა, გამოლალვა, და სხ. (ნახე Ⴑხმა).

Ⴂამოტანა — (გამოვიტან) გარეთ გამოღება.

Ⴂამოტაცება — (გამოვიტაცებ) ძალით გამოტანა.

Ⴂამოტკპოლვა — დაწყლულება, დაშაშრვა, დასკდომა ტანისა.

Ⴂამოტკპოლვილი და გამოტპოლვარე — ბრძვილი დამწველი გამოხეთქითა შალალისათა.

Ⴂამოუკულეველი — ნახე Ⴂამოკულევა

Ⴂამოუცდელი — საქმეში გამოუვლელი, უნახავი // გამოუმწვარი ან გადაუმდნარი მეტალლი.

Ⴂამოფერდილი — ითქმის ორგუარად; ფერდებჩაცვივნული შიმშილით ან ფერდებგატენილი სიმაძღრით (ხვასტაგი).

Ⴂამოფრდა — (გამოვიფრდი) გამოცდა, მოხმარება.

Ⴂამოფრენა — (გამოვაფრენ, გამოვფრინდები) მფრინველთ გამოშვება ან გამოსლვა ფრენით.

Ⴂამოფხიზლება — (გამოვაფხიზლებ, გამოვიფხიზლებ) განფრთხობა, გამოღვიძება.

Ⴂამოქანდაკება — (გამოვჰქანდაკებ) ჩამოსხმა მეტალლთაგან სახისა // გათლა ანუ გამოკვეთა მისი ქუათაგან, ძელთა, ძუალთა და მისთანათა, გინა გამოჭრა, ამოთხრა მეტალლთა ზედა ძელთა და სხ. სახისა.

Ⴂამოქანდაკებული — ამგუარად გამოქმნილი.

Ⴂამოქნა — (გამოვჰქნი, გამოვიქმ) გაკეთება ტყავთა და მისთანათა // გაწურთნა მოზვერთა და ზაქთა უღელში.

Ⴂამოქცევა — (გამოვაქცევ, გამოვიქცევი) დაქცევა საშუალში // გარეკა, გალალვა.

Ⴂამოღება — (გამოვიღებ) გამოტანა ანუ გამოზიდვა // წარმოება, აღმოცენება.

Ⴂამოყუანა — (გამოვიყუან, — ნებ).

Ⴂამოშიგნვა — (გამოვშიგნავ) გამოწლვა, გამოღება შიგანურისა დაკლულთა წხოველთაგან.

Ⴂამოჩეკა — (გამოსჩეკს, გამოიჩეკება) კრუხთაგან კვერცხთ გამოტეხა საწიწილედ.

Ⴂამოჩენა — (გამოვაჩენ) დანახვება, გამოტანა სანახავად // (გამოვსჩნდები, გამოვუჩნდები) გამოცხადება.

Ⴂამოჩვენება — გამომჩვენება ნახე.

Ⴂამოჩინება — აღმოჩინება, წარმოჩინება.

Ⴂამოცანა — ასახსნელი სიტყუა (მაგალითად: ორნი არიან, ტოლნი არიან, დარბაზს ჩადიან, ჩაიმღერიან, ე.ი. ფეხსაცმელნი).

Ⴂამოცდა — (გამოვსცდი, გამოვიცდები) განხილვა, გასინჯვა.

Ⴂამოცდილი — კაცი საქმეთა შინა გამოვლილი, ანუ მნახველი მრავალთა ადგილთა // მეტალლი გასინჯული, პრობანაქნარი.

Ⴂამოცემა — (გამოვსცემ) გამოღება, გამოტანა ნაყოფისა // ხმის გამოღება, გამოხმობა. // წიგნთ დაბეჭდვა.

Ⴂამოცეხვა — (გამოვსცეხუ) გამოძეგუა ან გალეწვა.

Ⴂამოცულა — (გამოვსცული) ერთი მეორის მაგიერ დადგინება ან მიცემა.

Ⴂამოცხადება — (გამოვაცხადებ) გამოჩენა // საქმეზედ წერილის შეტანა სასამართლოში // აპოკალიპსი, წიგნი იოანე მახარებელისა.

Ⴂამოცხობა — (გამოვაცხობ) ნახე ცხობა-გამოცხობილი, გამომცხუარი, ნამცხუარი.

Ⴂამოძეგუა — (გამვსძეგუ) გამოცეხუა, ანუ გალეწა.

Ⴂამოძიება — (გამოვეძიებ) გამოძებნა, გამოკითხვა.

Ⴂამოწახნაგებული — ნახე Ⴜახნაგი.

Ⴂამოწევა

Ⴂამოწერა

Ⴂამოწირვა — (გამოვსწირავ) წირვის შესრულება // შეწირულის უკან წაღება

Ⴂამოწლვა — (გამოვსწლავ) გამოშიგნვა.

Ⴂამოწმენდა

Ⴂამოჭრა — (გამოვსჭრი) შიგნიდამ მცირედის მოკვეთა // გათლა ანუ გამოქანდაკება // დაჭრა სამოსელთა და სხვათა ნაქსოვთა შესაკერავად ტანისამოსთა // (გამოვიჭრები) საჩქაროდ გამოსლვა.

ႢამოჭურეთაႠმოჭურეთა ნახე

Ⴂამოჭჳრვა — (გამოსჭჳრს) შიგნიდამ ბზინუარება ან საშუალ ნათლის გამოსლვა.

Ⴂამოხდა — (გამოვხდი) ზეთთა გამოწურვა თესლეულთა და ხილის გულთაგან, ანუ სასმელთა ორთქლით შეკრება ცეცხლზედ დუღილით.

Ⴂამოხდომა — (გამოხდების) გამოსლვა // ანუ გამოჭრა.

Ⴂამოხვება — (გამოვახვებ) გამოღება, გამოკლება, გამორიცხვა.

Ⴂამოხვეწა — (გამოვხვეწ) ხის ჭურჭელთ გამოთლა, გამოჭრა ხვეწით.

Ⴂამოხმა — (გამოვიხუმ) გამოტანა // გამორთმევა, ჩამორთმევა.

Ⴂამოხრვა — (გამოვხრავ) ძუალთაგან ხორცის გლეჯა კბილით.

Ⴂამოხსნა (გამოვხსნი) დახვანჯულის გამოგება // (გამოვიხსნი) ტყვეობიდამ განთავისუფლება.

Ⴂამოხურვება — (გამოვახურვებ) გახურვება ან გარდახალისება მეტალლთა.

Ⴂამჟღავნება — (გავამჟღავნებ) გამხილება, გამოაშკარება, (ნახე Ⴋჟღავნება) // (გავუმჟღავნებ) მითხრობა ბავთისა.

Ⴂამრავლება — გახშირება (ნახე განრავლება).

Ⴂამტყუნება — (გავამტყუნებ) მტყუვარად გამოჩენა.

Ⴂამჩენი — დამბადებელი, შემოქმედი.

Ⴂამცემელი — (ნახე Ⴂანმცემელი), გამცემი, უხვი.

Ⴂამძლე — მაგარი, არა მსწრაფლ გასაცვეთი ან წასახდენი.

Ⴂამჭჳრვალი — რასაცა საშუალ განვლის სინათლე, ვითარ ჭიქა, ბროლი და მისთანანი.

Ⴂამჭრიახი — თავიანი, საქმიანი, დაუცადებელი საქმეში.

Ⴂამხდარი — შექმნილი, გაკეთებული (ნახე Ⴂახდომა) // დამჭლევებული, ხორცდაცვივნული.

Ⴂამხელა, გამხილება — (გავამხელ, გავამხილებ) გააშკარება, გამჟღავნება.

Ⴂან — თანდებული ნათესავობითსა და მოქმედებითსა ბრუნვასა თანა ხმარებული, ხოლო ზმნათა თანა ზედდადებულად // გან იხმარება ზმნისზედათა თანაცა ადგილობითთა, ვითარ: ერთგან, ორგან, ათგან, ზოგგან, სხვაგან, ყოველგან და სხ.

Ⴂანა? — ზმნისზედა კითხჳთი.

Ⴂანაბვა — (გავინაბვი) ჩაჯდომა და უზრავად გება ჟამრავდენმე შიშისაგან.

Ⴂანავალი — სკორე.

Ⴂანათლება — (განვანათლებ) ნათლის მოფენა.

Ⴂანათხოვრება — (გავანათხოვრებ) ნათხოვრის თხოვება.

Ⴂანაპირება — (გავინაპირებ), განკიდურება, განშორება (ნახე Ⴂანკიდურება).

Ⴂანასკვა — (გავნასკუავ) გამონასკვა, ნასკვის შეკურა.

Ⴂანაღა, განაღამცა — ეგრეთ დიაღამც.

Ⴂანაჩენი — წერილით განსამართლებული საქმე, ნახე Ⴜერილთან).

Ⴂანახლება — (განვაახლებ) დაძველებულის გაკეთება, ახლად შექმნა.

Ⴂანბანვა — (განვჰბან, განვიბან) დაბანა ტანისა, განსპეტაკება.

Ⴂანბნევა — (განვაბნევ, განვიბნევი) გაფანტვა, მიმოდაბნევა.

Ⴂანბოროტება — (განვაბოროტებ) განძვინება, ძვირის შემთხვევა.

Ⴂანბრძნობა — (განვაბრძნობ) ზეგარდამო სიბრძნის მოცემა კაცთადმი.

Ⴂანბძარვა — (განვჰბძარავ) დახეთქა, დაგლეჯა, განიბძარა.

Ⴂანბჭობა — (განვაბჭობ) (ნახე Ⴂაბჭობა), გასამართლება.

Ⴂანგაშა — ღავღავი, ჩოჩქოლი, ხრიანცელი ან მიმოდათქმა მრავალთაგან.

Ⴂანგდება — (განვაგდებ) განძება, განხვება.

Ⴂანგებ — გაძრახ, საგანგებოდ.

Ⴂანგება — (განვაგებ) გარიგება, რიგის მიცემა // (განვიგებ) გაგება, ცნობა.

Ⴂანგება, განგებულება — მზრუნველობა ღვთისა დაბადებულთათჳს.

Ⴂანგებიანი — გონებით შორს დამნახველი, დახელოვნებული განგებასა შინა.

Ⴂანგმერა — (განვჰგმერ, განვჰგმირავ)) გმერა, მახვილის გაცმა, განწონა.

Ⴂანგმობა — (განვჰგმობ) გმობილად თქმა, განგდება.

Ⴂანგოზა — (განვჰგოზ, — ზავ) გალესა, განსპეტაკება შენობათა.

Ⴂანგოზილი — გალესილი, შეღებული.

Ⴂანგრაგნა — (განვჰგრაგნი) გახსნა, გაშლა შეგრაგნილისა.

Ⴂანგრძობა — (განვაგრძობ) გაგრძელება საქმისა ანუ სიტყჳსა.

Ⴂანგური — ოთხფერხთ გაცვივნული ბალანი (Ⴇმასთან ნახე).

Ⴂანდგომა — (განვსდგები, განვუდგები) უკუდგომა ანუ ღალატი,.

Ⴂანდგომილი — უკუმდგარი, უარის მყოფელი ანუ მგმობელი.

Ⴂანდევნა — (განვსდევნი) განძება, გაგდება.

Ⴂანდიდება — (განვადიდებ) შესხმა, შემკობა ქებით, დიდებით.

Ⴂანდობა — (გავენდობი) ხვაშიადის მითხრობა.

Ⴂანებიერება

Ⴂანვითარება — სწავლაში გამოვლა,, განვითარებული, სწავლაში გამოვლილი.

Ⴂანვლა — (განვვლი) წარვლა, თანა წარსლვა, თანაწარხდომა.

Ⴂანვლთობა

Конец ознакомительного фрагмента.

Оглавление

* * *

Приведённый ознакомительный фрагмент книги Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე предоставлен нашим книжным партнёром — компанией ЛитРес.

Купить и скачать полную версию книги в форматах FB2, ePub, MOBI, TXT, HTML, RTF и других

Смотрите также

а б в г д е ё ж з и й к л м н о п р с т у ф х ц ч ш щ э ю я