Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Ⴜინამდებარე ლექსიკონი «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია» მოიცავს 2730 ტერმინს, რომლებიც ასახავენ ომისშემდგომი Ⴂერმანიის ცხოვრებას. Ⴂერმანული ტერმინები განმარტებულია ქართულ ენაზე. Ⴑტატიების თემატიკა მრავალფეროვანია: გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, კულტურა, პოლიტიკური ცხოვრება, სახალხო და რელიგიური დღესასწაულები, გერმანული სამზარეულოს კერძები და ა. შ. Ⴜიგნი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები.

Оглавление

* * *

Приведённый ознакомительный фрагмент книги Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი предоставлен нашим книжным партнёром — компанией ЛитРес.

Купить и скачать полную версию книги в форматах FB2, ePub, MOBI, TXT, HTML, RTF и других

Ⴊექსიკონი

A

Aachen (Ⴀახენი) — ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარეში; ადმინისტრაციული ოლქის ცენტრი; ბალნეოლოგიური კურორტი, სატრანსპორტო კვანძი, 243 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია ლითონდამამუშავებელი, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობა; შემორჩენილია Ⴉარლოს Ⴃიდის რეზიდენციის ნარჩენები სასახლის კაპელით (786—798 წწ.); ქალაქში ტარდებოდა Ⴂერმანიის იმპერატორების გვირგვინის დადგმა (936—1531 წწ.), მე—19—20 სს. კი ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენციები; ქალაქში არის Ⴎრესის საერთაშორისო მუზეუმი (Internationales Zeitungsmuseum), Ⴉომპიუტერების მუზეუმი (Computer — museum).

Aachener Printe (Ⴀახენის თაფლის პური) — საშობაო ხორაგი: მოგრძო ფორმის თაფლის პური, უხვად შეკაზმული სუნელით.

Aalen VfR («Ⴀალენ ႴႰ») — Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი.

ABC-Abwehrtruppe (ქიმიური თავდაცვის ნაწილები) — Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.

Abc-Schutze — პირველკლასელი.

Abendgymnasium (საღამოს გიმნაზია) — სოზაგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას სამი—ექვსი წლის განმავლობაში საგიმნაზიო კურსის გამოცდების ჩაბარებას და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის უფლების მოპოვებას.

Abendschule — საღამოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მომუშავეთათვის.

Abgeordnetenhaus, Abgeordnetenkammer (დეპუტატების პალატა) — Ⴁერლინის პარლამენტის სახელწოდება; ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას; ირჩევენ ოთხი წლით.

Abitur — გამოსაშვები გამოცდები საშუალო სკოლაში, რომლის წარმატებული ჩაბარება იძლევა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლებას.

Abteiberg (Ⴀბტაჲბერგი) — სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქ. Ⴋჲონხენგლადბახში (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარე); შეიცავს ავანგარდის მდიდარ კოლექციას.

Ackerbürger (მოქალაქე-მიწათმოქმედი) — პატარა ქალაქში მიწათმოქმედებით დასაქმებული მოქალაქე.

ADAC («ႠႣეႠႺე») — Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბი.

ADAC-Motorwelt («ႠႣეႠႺე Ⴋოტორველტ») — Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბის ჟურნალი.

Adam Opel AG («Ⴀდამ Ⴍპელ ႠႢ») — 1862 წ. Ⴀ. Ⴍპელის მიერ ქ. Ⴐჲუსელჰაჲმში დაარსებული საკერი მანქანების და ველოსიპედების წარმოების ფირმა; 1899 წლიდან — საავტომობილო კონცერნი; 1929 წლიდან ეკუთვნის ამერიკულ კორპორაცია «Ⴟენერალ მოტორსს».

Adenauer Konrad (Ⴀდენაუერი Ⴉონრად, 1876—1967 წწ.) — Ⴂერმანიის ფედერალური კანცლერი 1949—1963 წწ.; 1946—1966 წწ. — ႵႣႩ თავჯდომარე; მის სახელთანაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიური აღორძინება Ⴋეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

Adenauer-Ära («Ⴀდენაუერის ერა») — Ⴂერმანიის ისტორიის პერიოდი (1949—1963 წწ.), როდესაც მთავრობის სათავეში იდგა Ⴉონრად Ⴀდენაუერი.

Adidas AG («ႠႣႨႣႠႱ ႠႢ») (ფირმის დამაარსებელის სახელიდან Adi Dassler) — 1920 წ. დაარსებული სამრეწველო კომპანია, რომელიც უშვებს სპორტულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ინვენტარს; აქვს 8 საწარმო Ⴂერმანიაში და 25 ფირმა მსოფლიოს სხვადავხსა ქვეყანაში.

Adler («Ⴀდლერ») — საბეჭდი მანქანის მარკა, რომელიც გამოდიოდა ქ. Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.

Adler-Werke («Ⴀდლერ-ვერკე») — საბეჭდი მანქანების ქარხანა, დაარსებული 1880 წ. ქ. Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში; 90—ან წლებში შეუერთდა ფირმა Triumph—ს.

Admiral (ადმირალი) — უმაღლესი წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑაზღვაო Ⴛალებში.

Admiralapotheker (ადმირალ—ფარმაცეფტი) — ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო—სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება ფლოტილიის ადმირალის წოდებას.

Admiralarzt (ადმირალ—ექიმი) — ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო—სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება ფლოტილიის ადმირალის წოდებას.

Admiraloberstabsarzt (ადმირალ—უფროსი შტაბს—ექიმი) — ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო—სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება ვიცე—ადმირალის წოდებას.

Admiralstabsarzt (ადმირალ—შტაბს—ექიმი) — ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო—სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება კონტრ—ადმირალის წოდებას.

ADN (სააგენტო ႠႣႬ) — იხ. Allgemeiner Deutscher Nachrichtendienst.

Advent (ადვენტი) — საშობაო დღესასწაულის წინა დრო, რომელიც იწყება 26 ნოემბრის შემდეგ პირველ კვირას და გრძელდება 4 კვირა Ⴘობამდე; დღესასწაულის მოახლოვებისას ადვენტის ყოველი შემდეგი კვირის მნიშვნელობა და ფასეულობა იზრდება.

Adventkranz (წინასაშობაო გვირგვინი) — გვირგვინი ნაძვის ხის ტოტებისგან ოთხი სანთლით, რომელსაც დგავენ მაგიდაზე ან ჰკიდებენ სახლის შესასვლელს ზემოთ.

Adventskalender — წინასაშობაო საბავშვო კალენდარი, რომელზედაც ყოველ დღე, დაწყებული 1 დეკემბრიდან, იხსნება თითო სარკმელი; ღია სარკმელში ბავშვი ხედავს საჩუქარს, რომლის მიღებაც მას სურს.

AEG (ႠႤႢ) — იხ. Allgemeine Elektricitäts-Gesellschaft.

AEG-Telefunken («ႠႤႢ—Ⴒელეფუნკენი») — იხ. Allgemeine Elektricitäts-Gesellschaft АEG-Тelefunken.

AGFიხ. Arbeitsgemeinschaft der Großforschungseinrichtungen.

Agfa / AGFA («Ⴀგფა» / «ႠႢႴႠ») — იხ. Aktiengesellschaft für Anilin-produktion.

Agfa AG («Ⴀგფა ႠႢ») — 1956 წ. ქ. Ⴊევერკუზენში დაარსებული ფოტო — და კინომასალების წარმოების უდიდესი ფირმა; 1964 წელს გაერთიანდა ბელგიურ კონცერნ « Ⴂეფერტ» — თან.

Agfa-Gevaert AG («Ⴀგფა—Ⴂეფერტ ႠႢ») — ფოტო — და კინომასალების წარმოების გერმანულ—ბელგიური კონცერნი; წარმოიშვა 1964 წ. გერმანულ ფირმა «Ⴀგფა ႠႢ» და ბელგიურ კონცერნ « Ⴂეფერტის» გაერთიანების შედეგად.

Ahlen LR («Ⴀლენ ႪႰ») — Ⴁუნდესლიგის მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.

Aim — მთის ალპიური საძოვარი.

Akademiker — უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების მქონე ადამიანი.

Akademischer Beifall (აკადემიური ტაშის დაკვრა) — სდუდენტების მიერ მოხრილი თითებით მაგიდაზე კაკუნი ლექციის, პროფესორის გამოსვლის ან მეცნიერული მოხსენების მოწონების ნიშნად.

Aktiengesellschaft für Anilinpro-duktion (Agfa) («Ⴀქციონგეზელშაფტ ფიჲრ ანილინპროდუქციონ» («Ⴀგფა») — 1883 წ. დაარსებული ანილინის პროდუქციის წარმოების აქციონერული საზოგადოება; 1925—1945 წწ. «ႨႢ Ⴔარბენინდუსტრი ႠႢ» — ს შემადგენლობაში; 1956 წ. დაარსდა ხელახლად სახელწოდებით «Ⴀგფა ႠႢ».

Aktivisten der ersten Stunde («პირველი საათის აქტივისტები») — Ⴂერმანიის ოკუპაციის საბჭოთა ზონაში ნაცისტური რეჟიმის შედეგების აღმოფხვრის და ნორმალური ცხოვრების აღდგენის ინიციატორები ომის დამთავრების შემდეგ პირველ დღეებში.

Albertinum (Ⴀლბერტინუმი) — მუზეუმი ქ. Ⴃრეზდენში, რომელიც ატარებს მისი დამაარსებლის, Ⴑაქსონიის მეფის Ⴀლბერტ Ⴑაქსონელის სახელს; მუზეუმის შენობა აგებულია 1884—1887 წწ.; Ⴀხალი ოსტატების გალერეაში წარმოდგენილია 19—20 სს. ფერწერა.

Alemannia Aachen TSV («Ⴀლემანია Ⴀახენ ႲႱႴ») — Ⴁუნდესლიგის მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.

Alex m (Ⴀლექსი) — Ⴁერლინის მოედნის Ⴀლექსანდერპლატცის ზოგადსახმარი სახელწოდება.

Alexanderplatz, სალ. Alex (Ⴀლექსანდერპლატცი, Ⴀლექსი) — მოედანი Ⴁერლინის ცენტრში, რომელმაც მიიღო თავისი სახელწოდება 1805 წ. Ⴐუსეთის იმპერატოს Ⴀლექსანდრე I Ⴁერლინში ვიზიტის შედეგად.

Alexander-von-Humboldt-Stiftung (Ⴀლექსანდერ ფონ Ⴠუმბოლდტის ფონდი) — ფონდი, შექმნილი Ⴂერმანიაში უცხოელი მეცნიერების და გერმანელების საზღვარგარეთ ყოფნის ორგანიზაციის მიზნით, დაფინანსებული «Ⴂერმანული მეცნიერების ფონდების დამაარსებლების კავშირის» მიერ; სახელდებულია ბუნებისმეტყველ Ⴀლექსანდერ ფონ Ⴠუმბოლდტის სახელით.

Aller (Ⴀლერი) — მდინარე Ⴂერმანიაში, მდინარე Ⴅეზერის მარჯვენა შენაკადი.

Allerheiligen (Ⴗოვლადწმინდის Ⴃღე) — კათოლიკური დღესასწაული, Ⴜინაპრების ხსოვნის დღე; 1 ნოემბერი.

Allerseelen (Ⴗოვლადსულის Ⴃღე) — კათოლიკური დღესასწაული, Ⴂარდაცვლილების ხსოვნის დღე; 2 ან 3 ნოემბერი, თუ 2 ნოემბერი კვირა დღეა.

Allgäu (Ⴀლგოჲ) — მხარე Ⴁავარიის Ⴀლპებში Ⴁოდენის ტბის და მდინარე Ⴆეხს შორის; განვითარებულია სარძევე მეურნეობა, საფეიქრო მრეწველობა, ტურიზმი; ქალაქები Ⴈმენშტადტი, Ⴍბერსდორფი (სამთოკლიმატური კურორტი), Ⴆონტჰოფენი.

Allgäuer Alpen (Ⴀლგოჲს Ⴀლპები) — მთები Ⴂერმანიასა და Ⴀვსტრიაში.

Allgemeine Elektricitäts-Gesellschaft (AEG) («Ⴀლგემაჲნე ელექტრიციტეტს-გეზელშაფტ» / «Ⴄლექტრობის საყოველთაო საზოგადოება» (ႠႤႢ) — ერთერთი უმსხვილესი ელექტროტექნიკური კონცერნი, დაარსებული 1883 წ. Ⴁერლინში Ⴄმილ Ⴐატენაუს მიერ.

Allgemeine Elektricitäts-Gesell-schaft AEG-Telefunken («Ⴀლგემაჲნე ელექტრიციტეტს-გეზელშაფტ ႠႤႢ-Ⴒელეფუნკენ») — ერთერთი უმსხვილესი ელექტროტექნიკური კონცერნი (Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტი); შექმნილია 1968 წ. კონცერნების «ႠႤႢ» და «Ⴒელეფუნკენ ႢმბჀ» შეერთების შედეგად.

Allgemeine Nahrungs — und Genußmittelausstellung (ANUGA) (Ⴑამრეწველო საქონლის და გემოვნების მრეწველობის ნაწარმის საზოგადო გამოფენა (ႠႬႳႢႠ) — ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა Ⴉჲოლნში.

Allgemeiner Deutscher Nachrichtendienst (ADN) (Ⴀლგემაჲნერ დოჲჩერ ნახრიხტენდინსტ (ႠႣႬ) — 1946 წ. Ⴀღმოსავლეთ Ⴁერლინში შექმნილი საინფორმაციო სააგენტო; 1990 წ. Ⴂერმანიის გაერთიანების შემდეგ მას შეუერთდა ႢႴႰ «Ⴃოჲჩერ დეპეშენ—დინსტ».

Allgemeiner Studentenausschuss (ASTA) (საერთო სტუდენტური კომიტეტი) — Ⴂერმანიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

Alliierter Kontrollrat für Deutschland (Ⴑაკონტროლო საბჭო Ⴂერმანიაში) — უმაღლესი საკონტროლო ორგანო Ⴂერმანიისს საოკუპაციო ზონებში მის უპირობო კაპიტულჲაციის შემდეგ; შექმნილია Ⴁერლინში Ⴢალტის კონფერენციის გადაწყვეტილების თანახმად; შეწყვიტა მოქმედება 1948 წ. 20 მარტს.

Allianz Arena (Ⴀლიანც—Ⴀრენა) — საფეხბურთო კლუბ «Ⴁაჲერნ Ⴋჲუნხენის» სტადიონი. Ⴀშენებულია 2008 წ.

Alpen (Ⴀლპები) — სამთო სისტემა Ⴃასავლეთ Ⴄვროპაში (Ⴘვეჲცარია, Ⴀვსტრია, Ⴂერმანია, Ⴈტალია).

Alpenvortand (Ⴀლპებისწინი) — ქედები, რომლებიც გარს ერტყმის Ⴀლპების მთის მასივებს (Ⴘვეჲცარია, Ⴀვსტრია, Ⴂერმანია).

Alpha-Jet («Ⴀლფა—ჯეტი») — ბუნდესვერის შეიარაღებაში მყოფი ტაქტიკური მხარდაჭერის თვითმფრინავის სახელწოდება; საავიაციო კონცერნ «Ⴃორნჲე ႢმბჀ» — ს წარმოება.

Alte Fritz (Ⴁებერი Ⴔრიცი) — Ⴎრუსიის მეფის Ⴔრიდრიხ II მეტსახელი.

Alte Mainbrucke (Ⴛველი ხიდი Ⴋაჲნზე) — ქ. Ⴅჲურცბურგის ერთერთი ყველაზე ძველი ხიდი, რომელიც აერთებს ციხესიმაგრეს ქალაქის ცანტრთან; აშენებულია 8 ს., თანამედროვე სახე კი მიიღო 18—19 სს.; ხიდის გასწვრივ დგას წმინდანების ქანდაკებები ბაროკოს სტილში.

Altenburg (Ⴀლტენბურგი) — ქალაქი Ⴒჲურინგიაში; 48 ათასი მაცხოვრებელი; ცნობილია სათამაშო კარტების წარმოებით და მათი Ⴋუზეუმით.

Alte Ореr («Ⴛველი ოპერა») — თეატრი Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში; შენობა ნეორენესანსის სტილში; ამჟამად მასში ტარდება კონგრესები.

Alte Pinakothek (Ⴛველი Ⴎინაკოთეკა) — მხატვრული მუზეუმი Ⴋჲუნხენში; შენობა ვენეციური რენესანსის სტილში აშენებულია არქიტექტორ Ⴊეო ფონ Ⴉლენცის პროექტით; მასში ინახება 1400 მხატვრის 9000 სურათი, შაქმნილი მე—18 საუკუნემდე; მათ შორის არის Ⴊეონარდო და Ⴅინჩის «Ⴋადონა ჩვილით», Ⴀლბრეხტ Ⴀლტდორფერის «Ⴀლექსანდრე Ⴋაკედონელის ბრძოლა Ⴃარიოსთან», იტალიელი ოსტატების ტილოები.

Alter Gottfried (ბებერი Ⴂოტფრიდი) — ხალათი ან სახლის კაბა სტუდენტურ ჟარგონზე.

Altes Museum (Ⴛველი მუზეუმი) — შენობა Ⴁერლინში «Ⴋუზეუმების კუნძულზე» (Museumsinsel), აშენებული 1825—1830 წწ. არქიტექტორ Ⴉ. Ⴔ. Ⴘინკელის პროექტით და აღდგენილი 1966 წ.; მასში განთავსებულია Ⴄროვნული გალერეა.

Altes Rathaus («Ⴀლტეს Ⴐატჰაუსი») — ძველი რატუშა, ქ. Ⴊაჲფციგის ხუროთმოძღვრების ძეგლი.

Altes Residenztheater («Ⴀლტეს რეზიდენცტეატერ») — თეატრი Ⴋჲუნხენში სხვადასხვაგვარი რეპერტუარით; მასში იმართება კამერული მუსიკის კონცერტები.

Altmark (Ⴀლტმარკი) — გეოგრაფიული წერტილი Ⴑაქსონია—Ⴀნჰალტის მხარეში.

Altstadt (ალტშტადტი) — ქალაქის ძველი ნაწილის სახელწოდება.

Altstadthofbühne («Ⴀლტშტადტჰოფბჲუნე») — თეატრი Ⴌჲურნბერგში სხვადასხვაგვარი პროგპრამებით: კაბარე და კომედია, პანთომიმა და როკ მუსიკის კონცერტები.

Ami m («ამი») — ამერიკელების ხუმრობით—უპატივცემულო სახელწოდება მეორე მსოფლიო ომის და მას შემდეგ პერიოდში.

Amiga-Platte (ფირფიტა «Ⴀმიგა») — სერიიდან «საესტრადო მუსიკა» ყოფილ ႢႣႰში.

Ammersee (Ⴀმერის ტბა) — ტბა Ⴁავარიაში.

Amrum (Ⴀმრუმი) — კუნძული Ⴂერმანიაში, ერთერთი Ⴙრდილო—Ⴔრიზული კუნძულებიდან.

Amt Blank (Ⴁლანკის უწყება) — 1950 წ-ან ამზადებდა ბუნდესვერის შექმნას ႢႴႰ; 1955 წ. გარდაიქმნა Ⴇავდაცვის სამინისტროდ; ატარებდა მისი ხელმძღვანელის, ბუნდესტაგის დეპუტატის Ⴒ. Ⴁლანკის სახელს.

Amtsgehilfe (ამტსგეჰილფე) — დაბალჩინოსნების ერთერთი კატეგორია Ⴂერმანიში.

Amtsgericht — დაბალი ინსტანციის ადმინისტრაციული სასამართლო.

Amtsmeister m (ამტსმაჲტერი) — დაბალჩინოსნების ერთერთი კატეგორია Ⴂერმანიში.

Andachtsbild (Ⴀნდახტსბილდი) — Ⴑახარების სჲუჟეტზე შექმნილი სურათი ან ქანდაკება, რომელიც ჰქმნის სამლოცველო განწყობას.

Andreasfest (Ⴜმინდა Ⴀნდრეასის დღესასწაული) — რელიგიური და სახალხო დღესასწაული; კართოფილის მოსავლის აღების ბოლო დღე (30 ნოემბერი).

Ansbach 09 SpVgg («Ⴀნსბახ 09 ႱპႴგგ») — საფერბურთო კლუბი; დაარსებულია 1909 წ.

Antikensammlungen (Ⴀნტიკური კოლექციები Ⴋჲუნხენში) — ბერძნული ლარნაკები, ანტიკური ქანდაკება, ოქროს სამკაულები, მინა, ეტრუსკების ხელოვნება.

Anhalt (Ⴀნჰალტი) — 1. ადგილის ისტორიული სახელწოდება Ⴑაქსონია—Ⴀნჰალტის მხარეში; 2. ფედერალურ მხარე Ⴑაქსონია—Ⴀნჰალტის ნაწილი.

Anhalter: per Anhalter reisen («ხელის აწევა») — მგზავრობა თანმიმავალი მანქანით; ასოციაციით უკავშირდება Ⴁერლინის ყოფილი Ⴀნჰალტის სადგურის სახელწოდებას.

Antifaschistischer Schutzwall (ანტიფაშისტური დამცველი ჯებირი) — 1961 წლის 13 აგვისტოს Ⴃასავლეთ Ⴁერლინსა და ყოფილ ႢႣႰ დედაქალაქს შორის აგებული ბეტონის კედლის პროპაგანდისტული სახელწოდება; ყოფდა ქალაქს ორ ნაწილად; დაეცა 1989 წ. შემოდგომაზე.

Antifaschulen (ანტიფაშისტური სკოლები) — გერმანელი ოფიცრების და ჯარისკაცების ხელახალი აღზრდის პოლიტიკური სკოლები სამხედრო ტყვეების საბჭოთა ბანაკებში, შექმნილი მე—2 Ⴋსოფლიო ომის და ომის შემდგმომ პერიოდში.

ANUGA (ႠႬႳႢႠ) — იხ. Аllgemeine Nahrungs — und Genufimittelausstellung.

Apfelhexe — გახეხილი ვაშლი ათქვეფილი ნაღებით.

Apolda (Ⴀპოლდა) — ქალაქი Ⴒჲურინგიის მხარეში; 26 000 მაცხოვრებელი; ცნობილია ნაქსოვი ნაწარმის წარმოებით და აგრეთვე ზარების სარეწით, რისთვისაც მიიღო სახელწოდება «Glockenstadt Apolda».

Apotheke — აფთიაქი.

Aral AG («Ⴀრალ ႠႢ») — ბენზინის და ნავთობპროდუქტების გასაღების კომპანია; დაარსებულია 1924 წ. ქ. Ⴁოხუმში.

Arbeiterjugend («Ⴀრბაჲტერჲუგენდ») — ჟურნალი, Ⴂერმანიის სოციალისტური ახალგაზრდობის «Ⴘევარდნების» ბეჭდვითი ორგანო.

Arbeiter-Samariter Bund (ASB) (Ⴋუშათა სამარიტული კავშირი) — მუშების საქველმოქმედო ორგანიზაცია; სახელწოდება წარმოიშვა ბიბლიური სამარიტელებისგან, რომლებიც გამოირჩეოდნენ დიდი გულმოწყალეობით.

Arbeiterwohlfahrt (AWO) (Ⴋუშათა საქველმოქმედო საზოგადოება) — მუშების საქველმოქმედო ორგანიზაცია Ⴂერმანიაში, დაარსებული 1918 წ.

Arbeitsamt (შრომის ბირჟა) — სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს შუამავლობით ოპერაციებს შრომის ბაზარზე.

Arbeitsgemeinschaft der Evangelischen Jugend Deutschlands (Ⴂერმანიის ევანგელიკური ახალგაზრდობის გაერთიანება) — ევანგელიკური ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც შედის Ⴂერმანული ახალგაზრდების ორგანიზაციების ფედერალურ გაერთიანებაში.

Arbeitsgemeinschaft der Großforschungseinrichtungen (AGF) (Ⴂრძელვადიანი მეცნიერული კვლევების გაერთიანება) — ორგანიზაცია, რომელიც უწევს კოორდინაციას 13 მეცნიერული ცენტრის საქმიანობას.

Arbeitegemeinschaft der Rundfunkanstehen Deutschlands (ARD) (Ⴂერმანიის რადიომაუწყებლობის სტუდიების სამუშაო გაერთიანება) — ტელე — და რადიომაუწყებლობის სამხარეო სტუდიების საკოორდინაციო ორგანო; ხშირად უძახიან «Ⴂერმანულ ტელევიზიას» ან «Ⴎირველ პროგრამას».

Arbeitsgemeinschaft selbstandiger Unternehmer (ASU) (Ⴃამოუკიდებელი მეწარმეების გაერთიანება) — თავისთავადი მეწარმეების კავშირი, დაარსებული 1949 წ. Ⴁონში წარმოების და ვაჭრობის ლიბერალიზაციის ხელშესაწყობად; აერთიანებს 5500 წევრს.

Arbeitsgericht (შრომის დავის სასამართლო) — 1. შრომის დავის სასამართლოების განზოგადებული სახელწოდება; 2. შრომის დავის დაბალი ინსტანციის სასამართლო.

ARD (შემოკ. Arbeitsgemeinschaft der offentlichrechtlichen Rundfunkanstalten Deutschlands) ႠႰႣ (Ⴂერმანიის საჯარო—უფლებრივი ტელერადიოსადგურების სამუშაო გაერთიანება) — Ⴎირველი გერმანული ტელევიზია; Ⴂერმანიის ტელევიზიის ერთერთი პროგრამის სახედწოდება; გაერთიანებაში ურთიერთმოქმედებენ სამხარეო სტუდიები; ႠႰႣ მიიღება Ⴂერმანიის მთელ ტერიტორიაზე.

Arena AufSchalke («Ⴀრენა ႠუფႸალკე») — Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის გუნდის «Ⴘალკე 04» საფეხბურთო სტადიონი.

Arkona (Ⴀრკონა) — კონცხი კუნძულ Ⴐჲუგენის ჩრდილოეთში.

Arme Ritter («ღარიბი რაინდი») — რძეში ამოვლებული, შემწვარი, შაქრის ფხვნილით და დარიჩინით მოყრილი თეთრი პურის ნაჭრეები.

Armenhaus Sachsens (Ⴑაქსონიის ღარიბების თავშესაფარი) — ქ. Ⴞემნიცის ხატოვანი სახელწოდება, რომელშიც აისახა მე—19 ს. საფეიქრო ფაბრიკების მუშების გაჭირვებული მდგომარეობა.

Arminia Bielefeld DSC («Ⴀრმინია Ⴁილეფელდი ႣႱႩ») — Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.

Arminius-Denkmal (Ⴀრმინიუსის ძეგლი) — აგებულია 1838—1875 წწ. ქ. Ⴃეტმოლდის მახლობლად (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნი—Ⴅესტფალიის მხარე).

Arnsberg (Ⴀრნსბერგი) — ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნი—Ⴅესტფალიის მხარეში; 22 ათასი მაცხოვრებელი; კლიმატური კურორტი.

Art-cologne («Ⴀრტ-კოლონი») — სახვითი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის ქალაქ Ⴉჲოლნში.

Artillerietruppe (არტილერიის ნაწილები) — Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.

ASB იხ. Arbeiter-Samariter Bund.

Asamkirche (Ⴀზამკირხე) — ეკლესია Ⴋჲუნხენში, აშენებული მე—18 ს. პირველ ნახევარში როკოკოს სტილში; ბაროკოს ოსტატების ძმები Ⴀზამების საჩუქარი ქალაქს; ცნობილია თავისი ფრესკებით.

Aschermittwoch (ფერფლოვანი ოთხშაბათი) — Ⴃიდ მარხვის პირველი კვირის ოთხშაბათი, 40-დღიანი მარხვის დასაწყისი, რომელიც გრძელდება Ⴀღდგომამდე.

Aschkuchen იხ. Napfкuchen.

AStAიხ. Allgemeiner Studentenаusschuss.

Atlas Delmehorst («Ⴀტლას Ⴃელმეხორსტი») — საფეხბურთო კლუბი.

Audi («Ⴀუდი») — კონცერნ «Ⴀუტოუნიონ ႠႢს» მსუბუქი მანქანა.

Audi-Werke AG («Ⴀუდი—ვერკე ႠႢ») — საავტომობილო ფირმა, დაარსებული Ⴀ. Ⴞორხის მიერ ქ. Ⴚვიკაუში 1910 წ. მას შემდეგ, რაც მისმა ძველმა ფირმამ «Ⴀუგუსტ Ⴞორხ უნდ Ⴉº მოტორენვერკემ» განიცადა კომერციული წარუმატებლობა; ახალი სახელწოდება Audi ლათინურად ნიშნავს იმასვე, რაც გერმანული Horch, ე. ი. «ისმინე»; 1932 წ. შევიდა კონცერნ «Ⴀუტოუნიონ ႠႢს» შემადგენლობაში.

Auerbachs Keller («Ⴀუერბახსკელერი») — ძველისძველი ღვინის სარდაფი Ⴊაჲფციგში, რომელსაც გადმოცემით ინახულებდნენ Ⴔაუსტი და Ⴋეფისტოფელი.

Aufbaugymnasium (მოსამზადებელი გიმნაზია) — იძლევა იმ საგნების შესწავლის შესაძლებლობას, რომლებიც არ შედიოდნენ წინა სასწავლო პროგრამაში და რომლების შესწავლა საჭიროა სრული საშუალო განათლების მისაღებად.

Aufbauschule (ზედნაშენი სკოლა) — ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (1964 შლამდე) სახალხო სკოლების მოწაფეების მოსამზადებლად სიმწიფის ადესტატის გამოცდების ჩასაბარებლად.

Augsburg (Ⴀუგსბურგი) — ქალაქი Ⴁავარიაში; დაარსებულია ახ. წ. 14 წ.; 247 ათასი მაცხოვრებელი; მანქანათმშენებლობის, საფეიქრო და ელექტროტექნიკური მრეწველობის ცენტრი.

Augsburger Allgemeine («Ⴀუგსბურგერ Ⴀლგემაჲნე») — ყოველდღიური გაზეთი, გამომავალი ქ. Ⴀუგსბურგში ტირაჟით 366 ათასი ეგზემპლარი.

August Horch & Со Motoren-werke («Ⴀუგუსტ Ⴞორხ უნდ Ⴉº მოტორენვერკე») — იხ. Audi-Werke AG.

August Thyssen-Hütte AG («Ⴀუგუსტ Ⴒისენ-Ⴠჲუტე ႠႢ») — უმსხვილესი ფოლადსამსხმელი კონცერნი, დაარსებული 1889 წ. Ⴀ. Ⴒისენის მიერ ქ. Ⴃუჲსბურგში; 1973 წ. შემოიერთა კომპანია «Ⴐაჲშენტალ ႠႢ», 1977 წლიდან — «Thyssen AG».

Aula Palatina («Ⴀულა Ⴎალატინა») — იმპერატორ Ⴉონსტანტინეს ბაზილიკა, ქ. Ⴒრირის ღირსშესანიშნაობა.

Aurich (Ⴀურიხი) — ქალაქი Ⴕვემო Ⴑაქსონიის მხარეში.

Aussiedler (გადმოსახლებული) — ოფიციალური სახელწოდება ეთნიკური გერმანელების, რომლებიც ბრუნდებიან Ⴂერმანიაში Ⴃამოუკიდებელი Ⴑახელმწიფოების Ⴇანამეგობრობის ქვეყნებიდან და Ⴀღმოსავლეთ Ⴄვროპიდან.

Autobahn (ავტობანი) — ჩქაროსნული გზატკეცილი ორმხრივი მრავალრიგიანი უგზაჯვარედინო მოძრაობით.

Automobilwerk Eisenach (AWE) (Ⴀჲზენახის საავტომობილო ქარხანა) — აშენებულია 1898 წ. Ⴒჲურინგიის მხარის ქ. Ⴀჲზენახში. Ⴗოფილ ႢႣႰ უშვებდა მსუბუქ მანქანებს «Ⴅარტბურგი»; 90-ნი წლების დასაწყისში შევიდა «Ⴀდამ Ⴍპელ ႠႢს» შემადგენლობაში.

Auto Union AG («Ⴀუტო—Ⴓნიონ ႠႢ») — საავტომობილო კონცერნი, შექმნილი 1932 წ. ფირმების «Ⴀუდი—ვერკე ႠႢ», «Ⴅანდერერ—ვერკე», «Ⴞორხ—ვერკე ႠႢ» და «ႣႩႥ—ვერკე ႠႢ» შეერთების შედეგად; უშვებდა მანქანებს «Ⴀუდი», «Ⴞორხ», «ႣႩႥ» და სხვ.

Auto Union GmbH («Ⴀუტო—Ⴓნიონ ႢმბჀ») — საავტომობილო კომპანია, დაარსებული 1949 წ. ქ. Ⴈნგოლშტადტში; 1959 წ. შევიდა კონცერნ «Ⴃაჲმლერ—Ⴁენც ႠႢ» შემადგენლობაში; 1965 წლიდან აქციების საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის «Ⴔოლკსვაგენვერკ ႠႢს».

AWOიხ. Arbeiterwohlfahrt.

Axel Springer Verlag AG («Ⴀქსელ Ⴘპრინგერ Ⴔერლაგ ႠႢ») — საგაზეთო—საგამომცემლო კონცერნი, უდიდესი Ⴄვროპაში; დაარსებულია 1947 წ. Ⴠამბურგში Ⴀქსელ Ⴘპრინგერის მიერ; 1970 წლიდან გარდაიქმნა აქციონერულ საზოგადოებაში.

B

Babelsberg (Ⴁაბელსბერგი) — ქ. Ⴎოტსდამის რაჲონი, სადაც მდებარეობს მსოფლიოში უძველესი და უმსხვილესი კინოსტუდია, რომელიც აგრძელებს ႳႴႠ—სტუდიის ტრადიციებს; აქვე იყო კინოსტუდია ႣႤႴႠ (ႢႣႰ).

Babelsberg 03 e.V. SV («Ⴁაბელსბერგ 03 ႱႴ») — Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴙრდილოეთის» საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1903 წ.

Backsteingotik (აგურის გოტიკა) — არქიტექტურული სტილი, დამახასიათებელი ჩრდილო—გერმანულ ქალაქებისთვის.

Baden (Ⴁადენი) — 1. ისტორიული ოლქი Ⴂერმანიაში; 2. 1951 წლიდან Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის ნაწილი.

Baden-Baden n (Ⴁადენ—Ⴁადენი) — ბალნეოლოგიური კურორტი Ⴘვარცვალდის მთებში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე); 51 ათასი მაცხოვრებელი; ყოველწლიურად ტარდება სპორტულ—საცხენოსნო შეჯიბრებები.

Badenweiler (Ⴁადენვაჲლერი) — ბალნეოკლიმატური კურორტი სამხრეთ Ⴘვარცვალდში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე); 3 600 მაცხოვრებელი; შემორჩენილია არქიტექტურული ძეგლები: ჰერცოგის სასახლის ნანგრევები, რატუშა, ძველრომაული აბანოები.

Baden-Württemberg (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგი) — Ⴂერმანიის ფედერალური მხარე; ფართობი 35 751 კვ. კმ, 10,15 მლნ. მაცხოვრებელი; ადმინისტრაციული ცენტრი Ⴘტუტგარტი; თვალწარმტაცი ლანდშაფტები: Ⴘვარცვალდი, Ⴐაჲნის, Ⴃუნაის, Ⴌეკარის ხეობები; მთიანი ადგილი Ⴉაჲზერშტული, Ⴁოდენის ტბა; აქ მდებარეობენ მსოფლიოში ცნობილი ფირმები: Ⴃაჲმლერ—Ⴁენცი (Daimler-Benz), Ⴁოში (Bosch), Ⴎორშე (Porsche), უმსხვილესი სამეცნიერო—კვლევითი ინსტიტუტები: Ⴂერმანული ონკოლოგიური ცენტრი (das Deutsche Krebsforschungszentrum) Ⴠაჲდელბერგში, Ⴋაქს Ⴎლანკის სახელობის მრავალრიცხოვანი ინსტიტუტები, Ⴂერმანული ლიტერატურული არქივი (das Deutsche Literaturarchiv) Ⴋარბახში; უმაღლესი სასამართლო დაწესებულებები: Ⴔედერალური სასამართლო (das Bundesgerichtshof) და Ⴔედერალური კონსტიტუციური სასამართლო (das Bundesverfassungsgericht) Ⴉარლსრუეში; უძველესი უნივერსიტეტი Ⴠაჲდელბერგში (დაარსებულია 1386 წ.); «Ⴘტუტგარტის ბალეტი» და «Ⴁახის საერთაშორისო აკადემია»; აქ გამოდის ქვეყნის წიგნების 40%; Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგთან არის დაკავშირებული Ⴔ. Ⴘილერის, Ⴔ. Ⴂელდერლინის, Ⴅ. Ⴂაუფის, Ⴂ. Ⴅ. Ⴔ. Ⴠეგელის, Ⴔ. Ⴅ. Ⴘელინგის სახელები.

Bad Gottleuba (Ⴁად Ⴂოტლოჲბა) — კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი, მდებარეობს Ⴃრეზდენიდან (Ⴑაქსონია) სამხრეთ—აღმოსავლეთით მდინარე Ⴂოტლოჲბას ხეობაში; შემორჩენილია გვიანგოტიკური ეკლესიები Ⴊუკას Ⴉრანახის სკოლის მხატვრების მოხატულობით.

Bad Homburg vor der Hohe (Ⴁად Ⴠომბურგი ფორ დერ Ⴠოე) — ბალნეოლოგიური კურორტი Ⴠესენის მხარეში Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტიდან ჩრდილოეთით; მდებარეობს Ⴒაუნუსის მთების განშტოებებში ზღვის დონიდან 197 მეტრის სიმაღლეზე; მინერალური წყაროები ცნობილი იყო ძველ რომაელებისათვის; ტურიზმის ცენტრი; განვითარებულია ელექტრონიკა, ლითონდამამუშავებელი დი კვების მრეწველობები; ღირსშესანიშნაობები: ლანდგრაფების სასახლე (17 საუკუნე), ეკლესია Ⴑანკტ—Ⴋარია (ნეოგოტიკა, 19 საუკუნე), ყოფილი საკურორტო დარბაზი (ამჟამად კაზინო), მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი.

Badische Anilin — und Soda-Fabrik AG (BASF) («Ⴁადიშე ანილინ — უნდ სოდაფაბრიკ ႠႢ») — ქიმიური მრეწველობის უმსხვილესი აქციონერული საზოგადოება, შექმნილი 1865 წელს Ⴊჲუდვიგსჰაფენში; 1925—1945 წლებში კონცერნ «Ⴈ. Ⴂ. Ⴔარბენინდუსტრი ႠႢ» — ს შემადგენლობაში; ხელმეორედ დაარსდა 1952 წელს.

Baedeker Karl (1801—1859 წწ.) — გერმანელი გამომცემელი, 1827 წ. Ⴉობლენცში დააარსა სხვადასხვა სახელმწიფოების გზამკვლევების გამომცემლობა; სიტყვა «ბედეკერი» გახდა გზამკვლევების სახელწოდება, რომლების გამოცემასაც აგრძელებს თანამოსახელე ფირმა Ⴠამბურგში და Ⴘტუტგარტში.

Bandoneon (ბანდონეონი) — ხელის გარმონი დასაკრავი ღილაკებით ორივე მხრიდან; სახელდებულია გერმანელი გამომგონებლის Ⴂ. Ⴁანდის სახელით.

Вар («Ⴁაპი») — გერმანული როკ—ჯგუფი, შექმნილი 1976 წ. Ⴅოლფგანგ Ⴌიდეკენის მიერ; 1981 წ. ამ ჯგუფის ფირფიტამ დაიკავა პირველი ადგილი ხიტ—პარადში.

Barbarafeier (Ⴜმინდა Ⴁარბარეს Ⴃღესასწაული) — მემაღაროელების დღესასწაული; აღინიშნება 4 დეკემბერს Ⴜმინდა Ⴁარბარეს Ⴃღეს; ეს წმინდანი ითვლება მემაღაროელების მფარველად.

Bartholomäus Dom (Ⴜმინდა Ⴁართლომეს ტაძარი Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში) — ამ ტაძარში Ⴍქროს Ⴁულის კანონების (1356 წ.) თანახმად ირჩევდნენ და ადგავდნენ გვირგვინს გერმანელ იმპერატორებს (1562—1792 წწ.); წარმოადგენს გოტიკის სტილში შესრულებულ ქვიშაქვის მაღალ კოშკს «Ⴂლორიოზა» — ს 12,8 ტონიანი ზარით, რომელიც ჩამოისხა 1877 წ. Ⴃრეზდენში.

Bartholomäus-Fest (Ⴜმინდა Ⴁართლომეს Ⴃღესასწაული) — გლეხების დღესასწაული; აღინიშნება 24 აგვისტოს Ⴜმინდა Ⴁართლომეს Ⴃღეს; ეს წმინდანი ითვლება გლეხების მფარველად, განსაკუთრებით მესაქონლეების და მეღვინეების.

BASF AG (შემ. Badische Anilin — & Soda-Fabrik AG—სგან, Ludwigshafen) («ႡႠႱႴ ႠႢ» («Ⴁადიშე ანილინ — უნდ სოდა—ფაბრიკ ႠႢ», Ⴊჲუდვიგსჰაფენი) — იხ. Badische Anilin — & Soda-Fabrik AG.

Bastei (Ⴁასტაჲ) — მთა Ⴑაქსონიის Ⴘვეჲცარიაში (Ⴂერმანია);

Bauch von Berlin (Ⴁერლინის მუცელი) — ქალაქის მიწისქვეშა ნაწილი Ⴀლექსანდერპლატცის ქვეშ.

Bauern-Theater («Ⴁაუერნ—Ⴇეატერ» Ⴂარმიშ—Ⴎარტენკირხენში) — სახალხო თეატრი, რომელშიც იდგმება პიესები გლეხებზე ბავარიულ დიალექტზე.

Bauernfrüstuck — გლეხური საუზმე: ღორის ქონზე შემწვარი კარტოფილი, მოსხმული კვერცხით.

Bauhaus (ბაუჰაუსი) — არქიტექტურული მიმართულება, რომელიც ჩამოყალიბდა მშენებლობის და მხატვრული აგების უმაღლეს სკოლაში, და რომელიც ხელს უწყობს ფუნქციონალიზმის განვითარებას; მისი გამოჩენილი წარმომადგენლები არიან Ⴅ. Ⴂროპიუსი და Ⴊ. Ⴋის ვან დერ Ⴐოე.

Bauhaus-Archiv («Ⴁაუჰაუს Ⴀრქივი») — ხელოვნების მუზეუმი Ⴃესაუში.

Bauknecht GmbH («Ⴁაუკნეხტ ႢმბჀ») — ფირმა Ⴘტუტგარტში, რომელიც აწარმოებს საყოფაცხოვრებო დანიშნულების ხელსაწყოებს.; სახელდებულია დამაარსებლის გვარიდან.

BAUMA («Ⴁაუმა») (შემოკ. Baumaschinenausstellung-დან) — სამშენებლო მანქანების და სამშენებლო ტექნიკის საერთაშორისო ბაზრობა Ⴋჲუნხენში.

Baumblütenfest — ხეხილის ყვავილობის ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაული; აღინიშნება მაისში ქ. Ⴅერდერში.

Baumkuchen — ფხვიერი ტორტი მრგვალი კოშკის სახით.

Bausparen — საბინაო მშენებლობის სახსრების დაგროვება.

Bautzen (Ⴁაუტცენი) — Ⴆემო (მთიანი) Ⴊაუზიტცის (Ⴑაქსონიის მხარე) მთავარი ქალაქი; მდებარეობს მდინარე Ⴘპრეეზე; 45 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია ლითონდამუშავება, ვაგონმშენებლობა, ქაღალდის მრეწველობა.

Bavaria mit Ruhmeshalle (Ⴁავარია Ⴎანთეონით) — ქალის ბრინჯაოს ქანდაკება, Ⴁავარიის განსახიერება; ქალაქ Ⴋჲუნხენის სიმბოლო; ჩამოსხმულია Ⴔ. Ⴋილერის მიერ Ⴘვანტჰალერის მოდელის მიხედვით და დადგმულია 1850 წ.; სიმაღლე 30 მ.; 1853 წ. ძეგლის გვერდით შეიქმნა პანთეონი, სადაც გამოფენილია Ⴁავარიის გამოჩენილი მოღვაწეების ბჲუსტები.

Bayer AG («Ⴁაჲერ ႠႢ») — ქიმიური კომპანია, დაარსებული 1863 წ. Ⴊევერკუზენში; 1952 წლამდე შედიოდა ქიმიურ კონცერნ «Ⴈ. Ⴂ. Ⴔარბენინდუსტრი» — ში.

Bayer 04 Leverkusen TSV («Ⴁაჲერ 04 Ⴊევერკუზენ ႲႱႴ») — Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1904 წ.

Bayer 05 Uerdingen FC («Ⴁაჲერ 05 Ⴄრდინგენ ႴႩ») — Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴙრდილოეთის» საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1905 წ.

Bayerische Motorenwerke — იხ. BMW.

Bayerische Alpen (Ⴁავარიის Ⴀლპები) — Ⴙრდილოეთის Ⴉირიანი Ⴀლპების ნაწილი Ⴂერმანიის ტერიტორიაზე.

Bayerische Staatsbibliothek in München (Ⴁავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა Ⴋჲუნხენში) — დაარსებულია 1558 წ.; Ⴄვროპაში ერთერთი უმსხვილესი ბიბლიოთეკა; ითვლის 6 მილიონ ტომს.

Bayerische Staatsoper (Ⴁავარიის სახელმწიფო ოპერა) — მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო საოპერო თეატრი; 1997 წლიდან მასში ტარდება ყოველწლიური საოპერო ფესტივალი.

Bayerischer Maximiliansorden für Wissenschaft und Kunst (Ⴁავარიის Ⴋაქსიმილიანეს ორდენი მეცნიერებისათვის და ხელოვნებისათვის) — Ⴁავარიის მხარის სახელმწიფო ჯილდო, დაარსებული 1980 წ.

Bayerischer Verdienstorden (Ⴁავარიის Ⴃამსახურების ორდენი) — Ⴁავარიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, დაარსებული 1957 წ.

Bayerischer Wald (Ⴁავარიის Ⴒყე) — Ⴋთები Ⴁავარიის მხარეში; ეროვნული პარკი.

Bayerisches Armeemuseum (Ⴁავარიის სამხედრო მუზეუმი) — განლაგებულია ჰერცოგის 15 ს. სასახლეში; წარმოდგენილია სამხედრო ისტორიის ობიექტები გვიანდელ შუასაუკუნეებიდან ჩვენს დრომდე.

Bayerisches Meer («Ⴁავარიის ზღვა») — ტბა Ⴉიმზეეს ხატოვანი სახელწოდება.

Bayerisches Nationalmuseum (Ⴁავარიის ეროვნული მუზეუმი) — შექმნილია 1855 წ. Ⴋაქსიმილიან II—ის მიერ, რომელმაც მიუძღვნა იგი Ⴁავარიის კულტურას და ხალხურ ხელოვნებას.

Bayern (Ⴁავარია) — Ⴂერმანიის უდიდესი ფედერალური მხარე, ფართობი 70 554 კვ. კმ., მოსახლეობა 11,77 მლნ., ადმინისტრაციური ცენტრი Ⴋჲუნხენი; მის ტერიტორიაზე მდებარეობენ Ⴀლპები ყველაზე მაღალ მწვერვალით Ⴚუგ—Ⴘპიტცე (2962 მ.), მთები Ⴁავარიის Ⴒყე, მდინარეები Ⴃუნაი, Ⴋაჲნი შენაკადებით, თვალწარმტაცი ტბებით; მრეწველობა: ელექტროტექნიკური, ავტომშენებლობა, ნავთობგადამუშავება, მინის ქარხნები და ფაიფურის საწარმოები, მეღვინეობა, ტრადიციული დარგი — ლუდის ხდა; მეცნიერულ—კვლევითი ინსტიტუტები (მ. შ. Ⴋაქს Ⴎლანკის სახელობის Ⴎლაზმის ფიზიკის ინსტიტუტი), უნივერსიტეტები, მრავალრიცხოვანი მუზეუმები (Ⴁავარიის ეროვნული მუზეუმი, Ⴛველი და Ⴀხალი Ⴎინაკოთეკები და სხვ.), თეატრები, მონასტრები და ეკლესიები.

Bayern (Ⴁავარები / ბავარიელები) — 1. გერმანელთა ტომი; 2. Ⴁავარიის მკვიდრნი.

Bayern München FC («Ⴁაჲერნ Ⴋჲუნხენ ႴႩ») — Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; Ⴂერმანიის მრავალგზის ჩემპიონი და Ⴙემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

Bayernkurier («Ⴁაჲერნკურირი») — ყოველდღიური გაზეთი, გამომავალი Ⴋჲუნხენში ტირაჟით 153 600 ეგზემპლჲარი; ႵႱႩ—ის ორგანო.

Bayreauth (Ⴁაჲროჲტი) — ქალაქი Ⴁავარიაში, Ⴐიხარდ Ⴅაგნერის სამშობლო; 1876 წლიდან ქალაქში ტარდება მსოფლიო მნიშვნელობის საოპერო ფესტივალი.

Bayreuther Festspiele (Ⴁაჲროჲტის ფესტივალი) — მსოფლიოში უდიდესი საოპერო ფესტივალი ქ. Ⴁაჲროჲტში (Ⴁავარია); შენობა, რომელშიც 1876 წლიდან ტარდება ფესტივალი, აშენებულია Ⴐიხარდ Ⴅაგნერის პროექტით; ფესტივალის რეპერტუარშია მისი ათი მთავარი ოპერა.

Bayrischkraut (კომბოსტო ბავარიულად) — მოშუშული კომბოსტო ღორის ქონით, შაქრით და ძმრით.

BDA (ႡႣႠ) — იხ. Bundesvereinigung der Deutschen Arbeitgeberverbande.

BDI (ႡႣႨ) — იხ. Bundesverband der Deutschen Industrie.

BdVიხ. Bund der Vertriebenen.

Beamter (ჩინოსანი) — მოსამსახურე, რომლის დათხოვა სამსახურიდან დაუშვებელია და რომელსაც აქვს უფლება პენსიაზე.

Beethoven-Denkmal (Ⴁეთჰოვენის ძეგლი) — უდიდესი გერმანელი კომპოზიტორის Ⴊ. Ⴅ. Ⴁეთჰოვენის (1770—1827 წწ.) ძეგლი Ⴁონში; მის ზეძირკველში ამოქოლილია მე—9 სიმფონიის და Ⴑაზეიმო მესის პარტიტურები.

Beethoven-Halle (Ⴁეთხოჰოვენჰალე) — საფესტივალო დარბაზი Ⴁონში; შენობის წინ დადგმულია Ⴁეთჰოვენის ძეგლი, შესრულებული Ⴉლაუს Ⴉამერიხის მიერ (1986 წ.).

Beethovenhaus (Ⴁეთჰოვენის სახლ—მუზეუმი) — აქ ინახება Ⴁეთჰოვენის პარტიტურები, მისი პორტრეტები, და აგრეთვე სასმენი მილაკების კოლექცია, რომელიც მოაგონებს კომპოზიტორის ტრაგედიას (სიყრუეს).

Beigeordneter (ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი) — აღმასრულებელი ორგანოს წევრი რაიონული დაქვემდებარების ქალაქებში და თემებში.

Bekenntnisschule (კონფესიული სკოლა) — ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ერთმორწმუნე ბავშვებისათვის.

Bellevue (Ⴁელვჲუ) — სასახლე Ⴁერლინში; Ⴂერმანიის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენცია.

Benz Carl Friedrich (Ⴁენცი Ⴉარლ Ⴔრიდრიხი) (1844—1929 წწ.) — გერმანელი ინჟინერი და მაწერმე.

Benz & Cie AG («Ⴁენც უნდ Ⴉº ႠႢ») — საავტომობილო კომპანია; დაარსებულია 1883 წ. ინჟინერ Ⴉ. Ⴔ. Ⴁენცის მიერ; 1926 წ. შეუერთდა «Ⴃაჲმლერ—Ⴁენც ႠႢ» — ს.

Berchtesgadener Land n (Ⴁერხტესგადენერ Ⴊანდ) — მთის ქვაბული თვალწარმტაცი ტბით Ⴉჲონიგზეე Ⴁავარიაში.

Bereitschaftspolizei (მორიგე პოლიცია) — მის ამოცანაში შედის ახალი საპოლიციო კადრების მომზადებაზე ზრუნვა, დაცვითი და სისხლის სამართლის პოლიციებისათვის დახმარების გაწევა დიდი სპორტული ღონისძიებების, ოფიციალური ვიზიტების, გამოფენების, დემონსტრაციების ჩატარების დროს, და აგრეთვე კატასტროფების შემთხვევაში.

Bergen-Belsen (Ⴁერგენ—Ⴁელზენი) — ყოფილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი ქ. Ⴚელეს მახლობლად Ⴕვემო Ⴑაქსონიაში, შექნილი 1940 წ.; 50 000 მსხვერპლი.

Bergisches Land (Ⴁერგიშეს Ⴊანდ) — მთიანი ადგილი ქ. Ⴉჲოლნის აღმოსავლეთით.

Berlin (Ⴁერლინი) — Ⴂერმანიის დედაქალაქი და ამავე დროს ფედერალური მხარე; ქვეყნის უდიდესი ქალაქი; ფართობი 882 კვ. კმ., მოსახლეობა 3,44 მილიონი ადამიანი; მდებარეობს მდინარე Ⴘპრეეს შესართავთავის ადგილას მდინარე Ⴞაფელთან სანაოსნო არხებზე, რომლებიც აერთებენ Ⴁერლინს მდინარეებ Ⴄლბასთან და Ⴍდერთან; უდიდესი სამრეწველო, კულტურული და მეცნიერული ცენტრი; ნაცისტური Ⴂერმანიის მე—2 მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ Ⴁერლინის ტერიტორია იყო გაყოფილი ႱႱႰႩ, ႠႸႸ, Ⴃიდი Ⴁრიტანეთის და Ⴑაფრანგეთის სექტორებად; Ⴂერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში 1949 წ. 7 ოქტომბერს გამოცხადდა Ⴂერმანიის Ⴃემოკრატიული Ⴐესპუბლიკა დედაქალაქით Ⴁერლინში (საბჭოთა სექტორი); 1961 წ. იქნა აღმართული Ⴁერლინის კედელი (Berliner Mauer); ႢႣႰ და ႢႴႰ გაერთიანების შემდეგ 1990 წ. 3 ოქტომბერს ფედერალური დედაქალაქის სტატუსი Ⴁონიდან გადაინაცვლა Ⴁერლინში; Ⴁერლინი პრეზიდენტის და ფედერალური ხელისუფლების ადგილსამყოფელოა; აქ მდებარეობენ: უნივერსიტეტები (Humboldt-Universität, Freie Universität, Technische Universität), 30 თეატრი (Deutsche Oper, Deutsche Staatsoper Unter den Linden, Komische Oper, Berliner Ensemble), 70 მუზეუმი, მრავალრიცხოვანი გელერეები, ზოოპარკები, 13—15 სს. გოტიკური ეკლესიები და ბაროკოს სტილის 17—19 სს. კლასიკური ანსამბლები; ღირსშესანიშნაობებს შორის არის Ⴁერლინის ტაძარი, Ⴁრანდენბურგის ჭიშკარი (Brandenburger Tor), Ⴜმ. Ⴌიკოლოზის ეკლესია, შადრევანი «Ⴌეპტუნი», «Ⴋუზეუმების კუნძული» (Museumsinsel) и Ⴎერგამოს მუზეუმი (Pergamon-Museum), Altes-Museum, Berliner Kunstgewerbemuseum, Bode-Museum, Deutsches Theater, Friedrichshain, Friedrichstadt-palast.

Berlinale («Ⴁერლინალე») — ყოველწლიური (1950 წლიდან) საერთაშორისო კინოფესტივალი Ⴁერლინში; მთავარი პრიზი — «Ⴁერლინის ოქროს დათვი».

Berliner Ecke («ბერლინული კუთხე») — ძველებური არქიტექტორული ელემენტი, რომელიც მე—19 ს. იხმარებოდა Ⴁერლინში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროს; ეს არის ორი ქუჩის გზაჯვარედინზე მდგარი შენობის მოჭრილი კუთხე; კუთხე მორთულია აივნებით, ლოჯიებით და ა. შ.

Berliner Ensemble («Ⴁერლინერ ანსამბლი») — დრამატული თეატრი; დაარსებულია 1949 წ. Ⴁერლინში Ⴁერტოლდ Ⴁრეხტის და Ⴄ. Ⴅაჲგელის მიერ როგორც ანტინაცისტური და ანტიმილიტარისტული მიმართულების თეატრი; Ⴂერმანიის ერთერთი წამყვანი დოამატული თეატრი.

Berliner Karpfen (ბერლინური კობრი) — ჩურთვილი კობრი; ჩვეულებრივ ჭამენ საახალწლო ღამეს.

Berliner Kunstgewerbemuseum (Ⴁერლინის Ⴃართული ხელოვნების მუზეუმი) — შენობა აშენებულია 1985 წ. Ⴐ. Ⴂუტბროდის პროექტით; მასში გამოფენილია ოქროს ნივთკბი, ქსოვილები, სურათები, მინა, ავეჯი (ადრეულ შუასაუკუნეებიდან ჩვენ დრომდე); სუფრის ვერცხლის სერვიზი ბერლინური საქალაქო სასახლიდან და Ⴅელფების (11 ს. ბავარული სათავადო გვარი) სახელგანთქმული განძი.

Berliner Mauer (Ⴁერლინის კედელი) — გადამღობი ნაგებობების სისტემა ႢႣႰ და Ⴃასავლეთ Ⴁერლინს შორის საერთო განფენილობით 162 კმ.; აგებულია ႢႣႰ მოსახლეობის Ⴃასავლეთში მასიური გადენის აღკვეთის მიზნით; ႢႣႰ პოლიტიკური ცვლილებების შედეგად 1990 წ. კედელი დაშალეს; კედლის ნარჩენები შენარჩუნებულია როგორც ძეგლი.

Berliner Morgenpost («Ⴁერლინერ Ⴋორგენპოსტი») — Ⴁერლინში 180 ათასიანი ტირაჟით გამომავალი ყოველდღიური გაზეთი.

Berliner Ofen — კაფელის დიდი ღუმელი თავთავიანი ბადეს გარეშე, რომლის კარები იხრახნება და ღუმელი დიდ ხანს ინარჩუნებს სითბოს.

Berliner Pfannkuchen (ბერლინური ფუნთუშები) — ფუნთუშები სხვადასხვა გვარი ხილის საჩურთით; მათ ჩვეულებრივ ჭამენ წინასაახალწლო ღამეს; ერთ—ერთი ფუნთუში ივსება მდოგვით.

Berliner Ring (Ⴁერლინის რგოლი) — რგოლისებრი გზა Ⴁერლინის გარშემო.

Berliner Schnauze (ბერლინური დიალექტი) — Ⴎოტსდამის, Ⴍდერის Ⴔრანკფურტის, Ⴉოტბუსის, ნაწილობრივ Ⴘვერინის და Ⴌოჲბრანდენბურგის ოლქების ენა.

Berliner Volksbühne (Ⴁერლინის სახალხო თეატრი) — ერთ—ერთი უძველესი Ⴁერლინში; დაარსებულია 1915 წ.; 20—ან წლებში მასში თამაშობდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორც Ⴋ. Ⴐაჲხარდტი და Ⴄ. Ⴎისკატორი.

Berliner Weiße — ბერლინური ნათელი ლუდი.

Berliner Weiße mit Schuß (ბერლინური ნათელი) — ლუდი ჟოლოს სიროფის დამატებით.

Berliner Zeitung («Ⴁერლინერ Ⴚაჲტუნგი») — Ⴁერლინში 258 ათასიანი ტირაჟით გამომავალი ყოველდღიური გაზეთი.

Berliner Zimmer n (ბერლინური ოთახი) — კუთხის გასავლელი ოთახი ერთი გვერდითი ფანჯრით; ესეთი ოთახები იყო დამახასიათებელი მე—19 ს. მე—2 ნახევრის Ⴁერლინის გაშენებისთვის; ზოგი ასეთი ოთახი შემორჩენილია Ⴁერლინის ძველ სახლებში.

Berlin-Krise (Ⴁერლინის კრიზისი) — სიტუაცია, რომელიც წარმოიშვა Ⴑაბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 1948 წ. ივლის—1949 წ. მაისში ჩატარებულ ღონისძიებების შედეგად: დასავლურ საოკუპაციო ზონებს და Ⴃასავლეთ Ⴁერლინს შორის გადაზიდვის კონტროლის გაძლიერებამ მიიყვანა Ⴁერლინის დასავლური სექტორების სახმელეთო ბლოკადამდე.

Berlin (West) (Ⴃასავლეთი Ⴁერლინი) — იხ. Westberlin.

Berolina (Ⴁეროლინა) — ქალაქ Ⴁერლინის ლათინიზირებული სახელწოდება.

Bertelsmann AG («Ⴁერტელსმან ႠႢ») — მსოფლიოში ყველაზე დიდი საგამომცემლო კონცერნი; დაარსებულია 1935 წ. Ⴉ. Ⴁერტელსმანის მიერ; გამომცემლობის ცენტრი მდებარეობს ქ. Ⴂჲუტერსლოში; 1950—1980 წწ. გააერთიანა 100—ზე მეტი პოლიგრაფიული ფირმა ქვეყანაში და საზღვარ გარეთ; უშვებს მხატვრულ, მეცნიერულ, საცნობარო, სასწავლო და სხვა ლიტერატურას.

Bertelsmann Jugendbuchverlag («Ⴁერტელსმან ჲუგენდ ფერლაგი») — იხ. Bertelsmann AG.

Bertelsmann-Konzern m (Ⴁერტელსმანის კონცერნი)იხ. Bertelsmann AG.

Bertelsmann Kunstverlag («Ⴁერტელსმან კუნსტფერლაგი») — იხ. Bertelsmann AG.

Bertelsmann Lexikon-Verlag («Ⴁერტელსმან ლექსიკონფერლაგი») — იხ. Bertelsmann AG.

Bertelsmann Sachbuchverlag («Ⴁერტელსმან ზახბუხფერლაგი») — იხ. Bertelsmann AG.

Bertelsmann Verlag («Ⴁერტელსმან ფერლაგი») — იხ. Bertelsmann AG.

Berufsschule (პროფესიული სასწავლებელი) — ამზადებს კვალიფიცირებულ მუშებს და მოსამსახურეებს; სწავლის ვადა სამ წლამდე.

Berufsaufbauschule — საღამოს პროფესიული სკოლა, რომელშიც ხორციელდება სხვადავხსხვა პროფილის კვალიფიცირებული მუშების დაჩქარებული მომზადება.

Berufsverbote (აკრძალვა პროფესიებზე) — სამსახურეობრივ—სამართლებრივი წესდების შეცვლის კანონის არაოფიციალური სახელწოდება.

Besatzungsstatut (Ⴑაოკუპაციო სტატუტი) — ხელმოწერილია ႠႸႸ, Ⴃიდი Ⴁრიტანეთის, Ⴑაფრანგეთის Ⴓმაღლესი კომისრების და ႢႴႰ კანცლერის Ⴉ. Ⴀდენაუერის მიერ; ძალაში შევიდა 1949 წ. 21 სექტემბერს; ბევრ საკითხში ზღუდავდა ႢႴႰ სუვერენიტეტს; დაკარგა ძალა «ႢႴႰ და სამ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ხელშეკრულების» დადების შემდეგ.

Bescherung — საჩუქრების ჩუქება Ⴘობის დღესასწაულზე.

Bevin-Plan (Ⴁევინის გეგმა) — ითვალისწინებდა ბიზონიების შექმნას და Ⴂერმანიის დაჩქარებულ განხეთქილებას (სახელდებულია ინგლისელ საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით).

BfVიხ. Bundesamt fur Verfas-sungsschutz.

BGS — იხ. Bundesgrenzschutz.

Bibliographisches Institut AG («Ⴁიბლიოგრაფიული ინსტიტუტი ႠႢ») — საცნობარო ლიტერატურის გამომცემლობა, დაარსებული 1953 წ. ქ. Ⴋანჰაჲმში.

Bielefelder Appell (Ⴁილეფელდის მოწოდება) — Ⴂერმანული პროფკავშირების გაერთიანების 1979 წ. დეკემბრის მოწოდება ႢႴႰ ტერიტორიაზე ამერიკული ფრთოსანი რაკეტების და საშუალო სიშორის რაკეტების განლაგების წინააღმდეგ ႬႠႲႭ—ს Ⴑაბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

Bienenstich (ბინენშტიხი) — ღვეზელი, რომლის ქერქი შესდგება გახეხილ ნუშისგან, კარაქისგან, თაფლისგან და შაქრისგან.

Bierdeckelიხ. Bieruntersatz.

Bierschnauzer (რიზენშნაუცერი, ლუდის შნაუცერი) — რიზენშნაუცერის ხუმრობითი სახელწოდება, რომელიც იყო ძალიან პოპულარული მჲუნხენელ ლუდის მხდელებში მე—20 ს. დასაწყისში.

Bieruntersatz (ლუდის ქვესადგამი) — მრგვალი ან სხვა ფორმის მუყაოს ქვესადგამი ლუდის სირჩის ქვეშ.

Bierzeit (ლუდის დრო) — სადილსა და ვახშამს შუა დროის სახელწოდება Ⴋჲუნხენში, როდესაც მსუბუქ საჭმელთან ერთად სვამენ ლუდს.

Bild («Ⴁილდი») — Ⴠამბურგში Ⴀქსელ Ⴘპრინგერის კონცერნში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი; ტირაჟი 4,7 მლნ. ეგზემპლარი.

Bild am Sonntag (BamS) («Ⴁილდ ამ ზონტაგი») — Ⴠამბურგში გამომავალი კვირის ილუსტრირებული გაზეთი; დაარსებულია 1956 წ.; ტირაჟი 2,6 მლნ. ეგზემპლარი.

Bildstock (ბილდშტოკი / მოსახსენებელი) — სამახსოვრო ნიშანი წმინდანის გამოსახულებით უბედური შემთხვევის ადგილზე; ხშირია სამხრეთ Ⴂერმანიაში და Ⴀვსტრიაში.

Binger Loch (Ⴁინგენის ხვრელი, Ⴁინგენის ორმო) ადგილი, სადაც Ⴐაჲნი იკაფავს გზას კლდეში მდინარის ხეობის შავიწროებულ ნაკვეთზე.

Bio-Bauer (ბიო—გლეხი) — სოფლის მეურნეობის მუშაკი, რომელიც არ იყენებს ქიმიურ სასუქს და მცენარეების დაცვის ქიმიურ საშუალებებს.

Bio-Produkt (ბიო—სურსათი) — სოფლის მეურნეობის ნაწარმი, მოყვანილი ქიმიკატების გამოუყენებლივ.

Bischof

Конец ознакомительного фрагмента.

Оглавление

* * *

Приведённый ознакомительный фрагмент книги Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი предоставлен нашим книжным партнёром — компанией ЛитРес.

Купить и скачать полную версию книги в форматах FB2, ePub, MOBI, TXT, HTML, RTF и других

Смотрите также

а б в г д е ё ж з и й к л м н о п р с т у ф х ц ч ш щ э ю я